TBILISI ORIENTAL BY NEXT – ძველი თბილისის ახალი სიმბოლო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანია Next თბილისში ახალ პროექტს იწყებს. Tbilisi Oriental by NEXT არის მრავალფუნქციური პროექტი, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში. მისი კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ისტორიული ქალაქის კულტურა და თანამედროვე არქიტექტურა შეიძლება ჰარმონიულად არსებობდეს. პროექტის მდებარეობა ორთაჭალაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ჩანაფიქრს.
უბანი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია, სადაც საუკუნეების განმავლობაში კულტურული და სოციალური ცხოვრება აქტიურად ვითარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ორთაჭალამ დაკარგა თავისი თავდაპირველი ფუნქციური დინამიკა და მოექცა "ისტორიული უბნის" ჩარჩოში, ის მაინც ინარჩუნებს უნიკალურ ატმოსფეროს, ძველი თბილისის ხასიათსა და თანამედროვე ურბანულ პოტენციალს.
ამ პროექტის მთავარი მიზანია თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება და, ამავე
დროს, ავთენტურობის შენარჩუნება, რათა ძველი და ახალი ერთად ქმნიდეს ქალაქის განსაკუთრებულ იდენტობას.
TBILISI ORIENTAL BY NEXT – კომპლექსის სტრუქტურა
Tbilisi Oriental 21-სართულიანი კომპლექსია სტრატეგიულად საუკეთესო მდებარეობით. 360-გრადუსიანი ხედები, ქალაქის ტურისტულ და ბიზნესცენტრთან სიახლოვე, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალი მოთხოვნა პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
სტრუქტურულად კომპლექსი სამ ნაწილად იყოფა: პირველ ორ სართულზე განთავსდება პოდიუმი, რომელშიც რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და კომერციული ფართები იქნება. პოდიუმის ზედა ორ სართულზე მოეწყობა თანამედროვე საოფისე გარემო, ხოლო დარჩენილი 17 სართული მთლიანად საცხოვრებელ სივრცეს დაეთმობა. დამატებით მოეწყობა მიწისქვეშა ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც უზრუნველყოფს მცხოვრებლებისა და ვიზიტორების სრულ კომფორტს.
Tbilisi Oriental თავისი ხასიათით არა მხოლოდ მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტია, არამედ ეკონომიკური განვითარების სტიმულიც, რადგან მის ფარგლებში არსებული კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები გააძლიერებს არეალის ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობას.
არქიტექტურა და დიზაინი
Tbilisi Oriental-ის არქიტექტურული სტილი ეფუძნება High-tech კონცეფციას და არის ინდუსტრიული ჟანრის თანამედროვე ინტერპრეტაცია. არჩევანი განპირობებულია პროექტის მიმდებარე ინდუსტრიული გარემოთი.

High-tech-ის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ტრადიციული რკინაბეტონის კონსტრუქციის სიძლიერის ხაზგასმასთან ერთად, ის იძლევა საშუალებას, შენარჩუნდეს სიმსუბუქე დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე მასალების გამოყენების საშუალებით. ამ კუთხით, ეს პროექტი იქნება ინოვაციური საქართველოსთვის და ქალაქს მნიშვნელოვან არქიტექტურულ ღირებულებას შემატებს. დიზაინში ვიზუალური აქცენტი წითელ ფერზეა, რომელიც ხაზს უსვამს მკაფიო იდენტობასა და სივრცის დახვეწილობას.
გამოცდილება და საერთაშორისო ხედვა
ინვესტორები უძრავ ქონებაში უკვე ნაკლებად ფოკუსირდებიან ლოკაციასა და ფასზე, მთავარი ყურადღება დეველოპერის სახელს ეთმობა. განვითარებულ ბაზრებზე, როგორიცაა ლონდონი, დუბაი და ნიუ-იორკი, უკვე დამკვიდრდა ინვესტირების პრაქტიკა არა მხოლოდ კვადრატულებში, არამედ საიმედო დეველოპერში.
ამ პრინციპის შესაბამისად, პირველივე დღიდან NEXT აყალიბებს საკუთარ ბრენდს, ზრუნავს რეპუტაციაზე და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებსა და ხარისხს. 2018 წელს დაფუძნებული კომპანია მალევე გაფართოვდა საერთაშორისო ბაზრებზე.
NEXT-ის პორტფილიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ სივრცეებს და თანამშრომლობს გლობალურ საერთაშორისო ბრენდებთან, რაც საშუალებას აძლევს ინვესტორებს, განახორციელონ ინვესტირება მაღალშემოსავლიან პროექტებში.
დღეს კომპანია წარმატებულ პროექტებს ახორციელებს და ავითარებს სამ კონტინენტსა და 6 ქალაქში: ბათუმში, თბილისში, დუბაიში, ნაირობიში, მარბეიასა და ზანზიბარზე. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს 1 000 000მ²-მდე საცხოვრებელ, სასტუმროსა და კომერციულ სივრცეს. სტაბილურ ოპერირებას კი ხელს უწყობენ ინვესტორები 65 ქვეყნიდან.
საინვესტიციო შესაძლებლობები
ახალი პროექტი, რომელსაც NEXT ახორციელებს, განსაკუთრებით გამორჩეულია ინვესტიციის პერსპექტივით. კომპანიის მონაცემებით, მსგავსი პროექტების ფასები საშუალოდ ორმაგდება. პროექტის განხორციელების ვადები მკაფიოდ არის განსაზღვრული.
NEXT MAGNOLIA

NEXT თბილისის პარალელურად ბათუმშიც ახორციელებს ახალ მასშტაბურ პროექტს, რაც კომპანიის ხედვისა და განვითარების სტრატეგიის გაგრძელებაა. NEXT Magnolia ახალი ბულვარის მახლობლად სიმშვიდეს, ბუნებასა და თანამედროვე კეთილმოწყობას აერთიანებს.
პროექტი ითვალისწინებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს: ფიტნესსა და იოგას, ქოვორქინგ სივრცეს, ბიზნესკაფეს, საბავშვო ზონებს.

ურბანული ხმაურისგან მოშორებით გამწვანებული ბაღები, სასტუმროს ტიპის პრემიუმ მომსახურება და 24/7 ქონების მართვა ქმნის მოქნილ გარემოს და ამკვიდრებს სიმშვიდეს. NEXT Magnolia-ს იდეალური მდებარეობა და მრავალფუნქციურობა კიდევ უფრო ზრდის კომპლექსის საინვესტიციო პოტენციალს.

პროექტი სრულად ეფუძნება ბრენდის ფილოსოფიას Create | Care | Connect. ეს არის სივრცე, რომელიც შემოქმედებითობას, კეთილდღეობასა და სოციალიზაციას შორის სრულ ბალანსს ქმნის, რეზიდენტებს აძლევს საშუალებას, აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრონ, იმუშაონ კომფორტულ გარემოში.
NEXT Magnolia ხაზს უსვამს კომპანიის მისიას, განახორციელოს თანამედროვე ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია დახვეწილი დიზაინისა და გლობალური სტანდარტების საშუალებით.