Black Friday-ის აქცია – Reverance by otium ზღვისპირა არქიტექტურის ახალი ხედვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმის სწრაფად განვითარებად უბანში, ახალ ბულვარში, შენდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც კომფორტის, ელეგანტურობისა და სანდოობის ახალ სტანდარტს აყალიბებს – ეს არის "Reverance by Otium", Otium Development-ისა და MN Group-ის ერთობლივი პროექტი.

ლოკაცია, რომელიც ზრდის ღირებულებას

პროექტი მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ზონაში – შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის სავალზე.
ლოკაცია გამორჩეულია არა მხოლოდ კომფორტით, არამედ საინვესტიციო პოტენციალით. ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებასა და ურბანულ განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ღირებულებას მომავალ წლებში.

არქიტექტურა და კონცეფცია: ელეგანტურობა მოძრაობაში

Reverance არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე – ეს არის თანამედროვე ცხოვრების ხარისხი.

პროექტის არქიტექტურა შთაგონებულია მოძრაობით, სინათლითა და სიმშვიდით, სადაც მინიმალისტური ელეგანტურობა და ფუნქციური დიზაინი ერთიანდება.

საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს ორ 16-სართულიან ბლოკსა და 360 ბინას, სადაც ყოველი დეტალი გათვლილია სინათლის, სიმყუდროვისა და პრაქტიკული კომფორტის სრულყოფილ ბალანსზე.

პროექტის ვიზუალურ რენდერებსა და კონცეფციაზე იმუშავა Render.ge- პროფესიონალმა გუნდმა, რომელმაც ზუსტად გადმოსცა ის ვიზუალური ესთეტიკა და ატმოსფერო, რომელიც Reverance-ის ფილოსოფიას ასახავს.

5-ვარსკვლავიანი ცხოვრების სტილი ყოველდღიურობაში

Reverance-ში მცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე კომფორტით, რასაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები სთავაზობენ სტუმრებს. კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • თანამედროვე სავარჯიშო დარბაზს
  • სპასა და საუნას
  • ღია და დახურულ აუზს
  • იოგას სივრცეს
  • ინტეგრირებულ სამუშაო სივრცეს, ბიბლიოთეკას და დასასვენებელ ზონებს

პროექტის მიზანია შექმნას გარემო, სადაც ქალაქის ენერგია და ბუნების სიმშვიდე სრულ ბალანსშია.

გადახდის მოქნილი პირობები – თქვენზე მორგებული მიდგომა

პროექტის შემქმნელები ამბობენ, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია – შესაბამისად, ბინის შეძენის პირობებიც უნდა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალურად მორგებული.

Otium Development მუდმივად ქმნის მრავალფეროვან შეთავაზებებს – როგორც ადგილობრივი მყიდველებისთვის, ასევე ემიგრანტებისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ნოემბერში Otium Development იწყებს შავი პარასკევის სპეციალურ კამპანიას, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველას, ვინც ბათუმში ბინის შეძენას და ინვესტირებას გეგმავს.

ეს იქნება უნიკალური შანსი, შეიძინოთ ბინა განსაკუთრებული პირობებით, რითაც კიდევ ერთხელ აღინიშნება კომპანიის ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა და სურვილი, შექმნას რეალური ღირებულება თავისი მომხმარებლებისთვის.

ასევე, "ოტიუმ დეველოპმენტი" რეგულარულად გეგმავს სპეციალურ აქციებსა და კამპანიებს, რაც მყიდველებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.

მოქნილი პირობები მოიცავს:

  • 0%-იან პირველად შენატანს
  • სპეციალურ პირობებს ემიგრანტებისთვის
  • მიზნობრივ შეთავაზებებს ინვესტორებისთვის

ინვესტორებისა და ემიგრანტებისთვის – რეალური ღირებულება და სანდოობა

დღეს, როდესაც უძრავი ქონება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ინვესტიციად მიიჩნევა, Reverance By Otium აძლევს საშუალებას ემიგრანტებსა და უცხოელ ინვესტორებს, უსაფრთხოდ და მოგებიანად დააბანდონ კაპიტალი.

პროექტის მდებარეობა, ხარისხი და კომპანიის სანდოობა ქმნის რეალურ ფინანსურ პოტენციალს როგორც პასიური შემოსავლის წყაროსთვის, ასევე კაპიტალიზაციის ზრდისთვის მშენებლობის დასრულებამდე.

Otium Development მარტივი ცხოვრებისთვის

Otium Development-ის ხედვა სცდება მხოლოდ სივრცის ფიზიკურ შექმნას – კომპანიის მიზანია ადამიანებზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს ფორმირება, სადაც ყოველი დეტალი მცხოვრებთა კომფორტსა და ცხოვრების ხარისხზეა ორიენტირებული.

Reverance სწორედ ამ ფილოსოფიით გაჩნდა – სანდო პარტნიორობა, ინოვაციური ხედვა და ხარისხზე დაფუძნებული განვითარება, რომელიც ქმნის მომავალზე ორიენტირებულ ცხოვრებას დღესვე.