საქართველოს უნივერსიტეტი - ცოდნის, ინოვაციისა და პროგრესის ენერგია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისის გულში, სადაც საუკუნეების ტრადიცია თანამედროვე გამოწვევებს ხვდება, უკვე ორი ათწლეულია არსებობს ადგილი, რომელიც ცვლილებებს ქმნის - საქართველოს უნივერსიტეტი (UG).
მისი ისტორია 2002 წელს იწყება, როცა მომავლის უნივერსიტეტის იდეა პირველად იქცა კონკრეტულ პროექტად. 2004 წელს ოფიციალურად დაარსებული ეს ინსტიტუტი დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კერძო უნივერსიტეტად ითვლება, რასაც საერთაშორისო მარეიტინგებელი ორგანიზაციების შეფასებაც მოწმობს. მისი ყველაზე დიდი აქტივი არც შენობებია და არც მატერიალური რესურსები - მისი მთავარი სიმდიდრე ის ადამიანები არიან, ვისი იდეებითა და ღირებულებებით, საქართველოს განათლებისა და განვითარების გზაზე ახალი სტანდარტები მკვიდრდება.
ახალი თაობის პროფესიონალები
საქართველოს უნივერსიტეტმა ათასობით სტუდენტს მისცა შანსი მიეღო საერთაშორისო დონის განათლება - აქ სწავლობენ მომავალი იურისტები, ექიმები, ბიზნესმენები, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები, არქიტექტორები, პროგრამისტები და ჟურნალისტები.
UG-ს სწავლების მოდელი ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას და ინგლისური ენის დონის ამაღლებას. დღეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ - კერძო სექტორში, სახელმწიფო უწყებებსა და მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში. პროფესიული და პიროვნული არჩევანი, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდში საქართველოს უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათი წარმატებული მომავლის გარანტიაა.
საქართველო მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე
UG ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც ქართული განათლება ევროპულ სივრცესთან დააკავშირა.
საერთაშორისო პარტნიორობებისა და გაცვლითი პროგრამების წყალობით, უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
ყოველწლიურად იზრდება უცხოელი სტუდენტების რაოდენობაც, რაც არა მხოლოდ საქართველოს განათლების საერთაშორისო იმიჯს აძლიერებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია. ამ გზით, UG უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ განათლებას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
იდეებიდან სტარტაპებამდე
UG-ში სწამთ, რომ თეორიული ცოდნა აუცილებლად უნდა ითარგმნოს პრაქტიკაში.
UG Startup Factory სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას - თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესებად აქციონ. მენტორობის პროგრამები, კონკურსები და ინოვაციური ლაბორატორიები უკვე არაერთ ახალგაზრდა მეწარმეს დაეხმარა საკუთარი ანტრეპრენერული გზის დაწყებაში
სწორედ ამ ეკოსისტემიდან წამოვიდა სხვადასხვა სტარტაპი და ტექნოლოგიური პროექტი, რომლებმაც საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი.
სამოქალაქო ცნობიერება და ღირებულებები
UG მხოლოდ აკადემიური ცოდნით არ კმაყოფილდება - ის ზრდის პასუხისმგებელ მოქალაქეებს.
სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ორგანიზებით მუდმივად იმართება დისკუსიები და საჯარო ლექციები, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც საზოგადოების ჩართულობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ამაღლებს.
უნივერსიტეტი გახდა სივრცე, სადაც თავისუფლება, ეთიკა და კრიტიკული აზროვნება ერთიანდება - სწორედ ამ პრინციპებზე დგას ძლიერი საზოგადოება.
კვლევა, ინოვაცია და მომავალი
UG-ის პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობენ კვლევით პროექტებში, რომლებიც მოიცავს საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან თემებს - ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, განათლება და სახელმწიფო მმართველობა.
მათი კვლევები არ არის მხოლოდ აკადემიური შედეგი - ეს არის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ქვეყნის პროგრესს აჩქარებს.
საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდება აღმოჩენებისა და ინოვაციების ქვეყანა, რომელიც თავის საერთაშორისო სიტყვას იტყვის სამეცნიერო მიმართულებით.
ენერგია, რომელიც ცვლის მომავალს
საქართველოს უნივერსიტეტი დღეს არის ადგილი, სადაც ცოდნა ინოვაციად იქცევა, იდეები - ქმედებად, ხოლო ახალგაზრდები ქვეყნის მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.
UG-მ დაამტკიცა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ სასწავლო სივრცე არ არის - ის შეიძლება გახდეს კულტურული, სოციალური და ინტელექტუალური ძრავა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.
ამ ენერგიით, საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს მთავარ მისიას - შექმნას მომავალი, სადაც განათლებული თაობა ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის ისტორიას წერს.