OKTO Art House – საცხოვრებელი სივრცის, ხელოვნების, სპორტისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სინთეზი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია OKTO Group-ის შექმნის იდეა საქართველოში უძრავი ქონების ახალ ეტაპზე გაყვანას უკავშირდება. კომპანიის მიზანია, რომ შეიქმნას არა უბრალოდ საცხოვრებელი სივრცეები, არამედ გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტებით.
OKTO Group-ის მთავარი მიზანი ფოკუსირებულია ხარისხზე, არქიტექტურასა და ცხოვრების სტილზე. სწორედ ამიტომ კომპანიის თითოეული პროექტი განიხილება როგორც კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ხარისხს, ფუნქციურობასა და კულტურულ ღირებულებას.
Entrepreneur-ს კომპანიის ახალ, უნიკალურ კონცეფციასა და პროექტებზე OKTO Group-ის დირექტორი, გიორგი ცენტერაძე ესაუბრა.
რას წარმოადგენს OKTO Group-ის კონცეფცია და რითია იგი უნიკალური ქართულ ბაზარზე?
OKTO Art House – არის თანამედროვე არქიტექტურასა და ხელოვნებაზე დაფუძნებული კონცეფციის სინთეზი. აქ საცხოვრებელი სივრცე ერთიანდება ხელოვნებასთან, სპორტსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან. OKTO Art House-ის ტერიტორიაზე სივრცეები გააზრებულად და ფუნქციურად არის განაწილებული ისე, რომ მცხოვრებლებს ერთდროულად ჰქონდეთ კომფორტი, აქტიური დასვენებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობა.
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ბათუმის უძრავ ქონებაში ინვესტირებისგან და რით იქნება ეს პროექტი განსხვავებული?
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სწრაფად ვითარდება, თუმცა ჩვენ მიზნად დავისახეთ ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ხარისხითა და კონცეფციით ახალ სტანდარტს დააწესებს.
ჩვენ ვაშენებთ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეს OKTO Art House, რომელიც მდებარეობს ქალაქის დინამიკურ ნაწილში – სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი პასუხობს თანამედროვეობის ყველა მოთხოვნას და ამავდროულად, აერთიანებს ხელოვნების, სპორტისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ელემენტებს.
ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ ინვესტორებმა მიიღონ არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, არამედ მონაწილეობა მიიღონ კულტურულ და ურბანულ განვითარებაში.
როგორც ცნობილია, იგეგმება სამხატვრო სკოლისა და სამხატვრო გალერეის მშენებლობა. როგორ მივიდა კომპანია ამ გადაწყვეტილებამდე და რაზე არის ორიენტირებული კონკრეტულად ეს პროექტი?
ხელოვნება ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილია. OKTO Art House-ში სამხატვრო სკოლა და გალერეა იქმნება იმისთვის, რომ ეს სივრცე გახდეს კულტურული პლატფორმა – ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სწავლა, თვითგამოხატვა და პროფესიული ზრდა.
ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩვენი ხედვიდან, რომ არქიტექტურა და ხელოვნება ერთობლივად ქმნის მდგრად გარემოს.
ჩვენ გვსურს, რომ OKTO Art House არ იყოს მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ ადგილი, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს.
გეგმავს თუ არა კომპანია ინვესტიციების გაზრდას ბაზარზე?
დიახ, OKTO Group აქტიურად მუშაობს ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე.
ჩვენი მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ისეთივე მაღალი სტანდარტით იქნება შექმნილი, როგორიცაა OKTO Art House.
ინვესტიციების გაზრდა საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ არა მხოლოდ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებები, რაც ჩვენი სტრატეგიის ნაწილია.