"ლუსო ჯორჯია" – საავტომობილო შოურუმი საქართველოში პრემიუმ კლასის მომსახურებას გთავაზობთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლუსო ჯორჯია" 2023 წლის თებერვლიდან პირველი საავტომობილო შოურუმია საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარს უიშვიათეს, პრემიუმ კლასის ავტომობილებს სთავაზობს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ყოველდღიური, ბიზნესკლასის, ასევე სპორტული სტილის ავტომობილები, ხოლო თუ ადგილზე ვერ შეარჩევენ მათ გემოვნებაზე მორგებულ მოდელს, კომპანია მოკლე ვადაში სასურველი ავტომობილის გერმანიიდან საქართველომდე ჩამოყვანას სთავაზობს.

"ჩვენთან ხარისხი და სერვისის მაღალი სტანდარტი ყველა დეტალში იგრძნობა. შოურუმში შემობიჯებისთანავე ნახავთ, რომ ყველაფერზე დეტალურადაა ნაფიქრი, რათა ჩვენთან მოსულ ადამიანს მაღალი ხარისხის მომსახურება დახვდეს. ვფიქრობთ, რომ სწორედ აქედან იწყება წარმატებისკენ სვლა და დღესდღეობით ამას პირნათლად ვასრულებთ", – უჩა ურუშაძე, "ლუსო ჯორჯიას" დირექტორი.

როგორც უჩა აღნიშნავს, "ლუსოს" ფილიალი აქვს გერმანიაში, Lusso Auto Haus Germany. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს პროცესების სწორად მართვას, რაც გერმანიიდან საქართველომდე ავტომობილის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას სჭირდება.

"პირველ რიგში, ვიკვლევთ საქართველოს ბაზარს, პოტენციური მომხმარებლის სურვილებს და შემდეგ ვიწყებთ ავტომობილების შერჩევას. ვყიდულობთ, რა თქმა უნდა, ახალ და სუფთა ისტორიის მქონე ავტომობილებს, რომელსაც ნულოვანი ან მინიმალური გარბენი აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი საქართველოში ვერ არჩევს ავტომობილს და ჩამოყვანის სერვისით ინტერესდება, ჩვენ მას სასურველი მოდელის შერჩევაში ვეხმარებით. მოდელის შერჩევის შემდეგ გერმანიაში ჩვენი წარმომადგენლები ავტომობილის მდგომარეობას ამოწმებენ.

თუ ავტომობილს სუფთა ისტორია აქვს და ჩვენი მომხმარებლის სურვილებს იდეალურად ერგება, ჩვენ მას ვყიდულობთ და საქართველოში ჩამოგვყავს. გერმანიიდან საქართველომდე ტრანსპორტირების ვადები მინიმალურია, საშუალოდ 7-10 დღეში ავტომობილი უკვე ჩვენს შოურუმშია".

"ლუსო ჯორჯიას" უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის პროცესები საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებული, რათა ყველა პროცესი იყოს მკაფიო. რაც შეეხება გადახდის მეთოდებს, მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე "სოლო" და "თიბისი ბანკის" დახმარებით.

"ბანკებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას ხელი შევუწყოთ და შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებაში დავეხმაროთ.

მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია ჩვენი გუნდის პირველი და უმთავრესი პრიორიტეტია. მათ ინტერესებს ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვიცავთ. ჩვენი თითოეული თანამშრომელი მუდამ ცდილობს, მომხმარებლის საჭიროებებს მოერგოს და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენს შოურუმს ესტუმრება. არ აქვს მნიშვნელობა, ის სამომავლოდ ისარგებლებს თუ არა ჩვენი მომსახურებით. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება ყველას მიმართ უცვლელია".

"ჩვენი მომხმარებლის იმედებს ყოველთვის ვამართლებთ. ვიაზრებთ იმასაც, რომ 100%-ით დაზღვეულები არ ვართ ისეთი შემთხვევებისგან, როცა შეიძლება მოლოდინი რეალობას არ შეესაბამებოდეს, ამიტომ ამისთვისაც მზად ვართ და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რათა მომხმარებელი ფინანსურად არ დაზარალდეს. ყოველდღიურად ვცდილობთ, გავიზარდოთ და განვვითარდეთ".