"კლარსენი" ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და კონკურენტულ გარემოში განვითარებაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"კლარსენი" შეიქმნა იმ მიზნით, რომ რთული რეგულაციები აღარ წარმოადგენდეს დაბრკოლებას, როგორც მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ ფინანსურ სერვისებს საქართველოში, ასევე შესაბამისი ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის.

რეგულაციები, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, ძალიან კომპლექსურია და საქმიან პროცესებში შეცდომა დროისა და რესურსის მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს, ასევე დაჯარიმების რისკებს ზრდის.

"ჩვენ ვეხმარებით რეგულირებად სუბიექტებს, საგადახდო და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საბროკერო კოპანიებს, ასევე ლიცენზირების ან რეგისტრაციის მაძიებელ სტარტაპებს, რათა რეგულაციებში სწრაფად და ეფექტიანად გაერკვიონ, ბიზნესი სწორად დაგეგმონ, კონკურენტულ გარემოში განვითარდნენ და რისკები შეამცირონ", – ნიკოლოზ კანდელაკი, შპს "კლარსენ ჯორჯიას" დირექტორი და დამფუძნებელი.

როგორც ნიკოლოზი აღნიშნავს, საკონსულტაციო სერვისი არ გულისხმობს მხოლოდ დოკუმენტების მოწესრიგებას. "კლარსენი" ეხმარება ბიზნესს გადაწყვეტილებების მიღებაში, შეცდომების თავიდან არიდებაში, პროცესების წინასწარ განსაზღვრასა და წინასწარ დაგეგმვაში, და რეგულატორთან სწორ და ეფექტიან კომუნიკაციაში.

"კლარსენის" შექმნის იდეა პროფესიული გამოცდილებიდან ძალიან ბუნებრივად დაიბადა. 17 წელზე მეტია საფინანსო სექტორში ვმუშაობ, ბოლო 7 წელი საქართველოს ეროვნულ ბანკში გავატარე, სადაც ჯერ ახალი შექმნილი ზედამხედველობის განყოფილება განვავითარე. შემდეგ ეს განყოფილება დეპარტამენტად გადაკეთდა და მას ვხელმძღვანელობდი.

ამ პერიოდში ნათლად დავინახე ერთი რამ: ფინტეკებს შეიძლება ჰქონდეს კარგი იდეა და საკმარისი რესურსი, თუმცა რეგულაციების კოპლექსურობა იქცეს მძიმე ტვირთად და კომპეტენციის სიმცირე ბიზნესის მნიშვნელოვან შემაფერხებლად.

ვხედავდი სად იყო ექსპერტიზის ნაკლებობა და მქონდა პასუხი, თუ როგორ გამეადვილებინა ეს სფერო სხვებისთვის, პროცესში მეტი სიცხადე და სტრუქტურა შემეტანა, მათი დრო დამეზოგა და რისკები შემემცირებინა".

ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ყველა ახალი საქმის წამოწყების დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამბედაობა, განსაკუთრებით, როდესაც სტაბილურობას თმობ და ყველაფრის შენებას ნულიდან იწყებ.

"კლარსენის" შექმნაც არ ყოფილა გამონაკლისი. თუმცა გადამწყვეტი საკუთარი თავისა და იდეის რწმენა აღმოჩნდა. მჯერა, რომ რეგულაციების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ხედვა, "კლარსენის" პარტნიორულ მიდგომასთან ერთად, იქნება ჩვენი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი.

ხედვა და პროფესიული გამოცდილება, რომელიც ჩვენს გუნდს საჯარო და კერძო სექტორებიდან აქვს, დღესაც მარწმუნებს იმაში, რომ კლარსენს შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე".

ნიკოლოზი იხსენებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა იყო. თუმცა "კლარსენის" მოტივირებულმა გუნდმა პასუხისმგებლობები სწორად გაინაწილა, ბიზნესსტრატეგია შეიმუშავა, კლიენტებთან სწორი კომუნიკაცია დაამყარა და ბიზნესი წარმატებით დაიწყო.

"კლარსენი", პირადად ჩემთვის, განსაკუთრებულად საინტერესოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, საფინანსო სექტორი. ამ სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ბიზნესხედვა ჩამომიყალიბა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს უპირატესობას მისცემს და სწრაფ განვითარებაში დაეხმარება. მეორე, "კლარსენს" არ აქვს საზღვრები და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი მისი მომსახურებით სარგებლობა. მესამე, ხელოვნური ინტელექტის ერაში უფრო მეტი შესაძლებლობა გვიჩნდება ეფექტიანობის ზრდისა და გამოწვევების დასაძლევად.

"კლარსენი" არის დიდი და ძალიან საინტერესო გმოწვევის წინაშე, მთელი საფინანსო სექტორი უფრო ეფექტიანი გახადოს, მოიზიდოს ქვეყანაში ინვესტორები და საერთაშორისო ბაზრები გახსნას. კომპანიას ამბიციური, მაგრამ რეალისტური გეგმა აქვს.

"დავიწყეთ საქართველოში, საფინანსო სექტორით, მაგრამ ვგეგმავთ გაფართოებას, როგორც სხვა რეგულირებად სექტორებში, ასევე სხვა იურისდიქციებში. უკვე გადადგმული გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესასვლელად, სადაც ვამზადებთ მსგავსი პროფილის კომპანიას. პარალელურად, ვმუშაობთ პარტნიორებთან რეგიონის სხვა იურისდიქციებში.

გრძელვადიან პერსპექტივაში, "კლარსენი" უნდა იქცეს გლობალურ პლატფორმად, რომელიც შესთავაზებს პარტნიორულ, სანდო და ეფექტიან საკონსულტაციო მხარდაჭერას ნებისმიერ რეგულირებულ კომპანიას ან შესაბამისი ბიზნესით დაინტერესებულ პირს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში".