HEROme – სტარტაპი, რომელიც ბავშვს საკუთარი ზღაპრის გმირად აქცევს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ხსნის წიგნს და იქ თავადაა მთავარი გმირი. მისი სახელი, ილუსტრაცია და ფანტაზია ერთიანად ცოცხლდება Pixar-ის სამყაროს სტილში. ეს არის HEROme - ქართული სტარტაპი, რომელიც ბავშებს საკუთარი წიგნის და ძალიან მალე უკვე ანიმაციის მთავარ გმირად აქცევს.
სტარტაპის იდეა თორნიკე ჩუნთიშვილმა და სალი მაისურაძემ - მეუღლეებმა და თანადამფუძნებლებმა - ერთად შექმნეს. მათი მიზანი იყო შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ბავშვისთვის არა მხოლოდ პერსონალიზებული, არამედ შემეცნებითი გამოცდილებაც იქნებოდა - ზღაპრები, რომლებიც ასწავლიან კოსმოსის, ცხოველების სამყაროსა და საქართველოს ისტორიის და ამავდროულად მეგობრობის, ერთგულებისა და სიმამაცის მნიშვნელობასაც.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გამოცდილება, სადაც ბავშვი, არა მხოლოდ თავგადასავალში ეხვევა და გმირად იქცევა, არამედ ამავდროულად სწავლობს, ეცნობა სამყაროს და აღმოაჩენს ძალას საკუთარ თავში." - სალი მაისურაძე
ბრენდის კატალოგში დღეს უკვე 8 თემატიკის ზღაპარია:
- დინოზავრების სამყაროში
- კოსმოსური თავგადასავალი
- ცხოველების აკადემია
- წყალქვეშა თავგადასავალი
- პრინცესა და დაკარგული ვარსკვლავი
- მანქანების ქალაქი
- ფეხბურთის მსოფლიო თასზე
- მოგზაურობა საქართველოს ისტორიაში
როგორ მუშაობს HEROme
წიგნის შექმნა მარტივია: მშობელი ტვირთავს ან უგზავნის კომპანიას ბავშვის ფოტოს და სახელს, ირჩევს ზღაპრის სასურველ თემას და რამდენიმე დღეში იღებს უნიკალურ ბეჭდურ წიგნს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის, ილუსტრაციისა და ბავშვთა ფსიქოლოგიის სინთეზი.
სამომავლო გეგმები
სტარტაპის გეგმები წიგნებით არ შემოიფარგლება. HEROme უკვე მუშაობს მოკლემეტრაჟიან ანიმაციებზე, სადაც თითოეული ბავშვის პერსონაჟი საკუთარი სიუჟეტით გაცოცხლდება.
ასევე, სტარტაპი აქტიურად მუშაობს ვებგვერდის დასრულებაზე, რომლის გაშვებაც ნოემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.
HEROme - ყველა ბავშვი გმირია
- www.herome.kids
- fb.com/herome.kids
- Instagram: herome.kids