დოქტორი, ანტრეპრენერი და ინოვატორი – ალბინ ჟოსეს პროფესიული წარმატების გზა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბინ ჟოსე პროფესიით ექიმი და ანტრეპრენერია. წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწია. საქმიანობს როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესსექტორში. ხელმძღვანელობს რამდენიმე ტიპის ბიზნესს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ტურიზმსა და სასტუმროების ქსელს. თუმცა მიაჩნია, რომ მისი კარიერის ყველაზე ინოვაციური ნაწილი არის Meloc – საქართველოში პირველი ადგილობრივი ჭკვიანი საკეტების ბრენდი, რომელიც ქართული ოჯახებისთვის შეიქმნა და ახლა საერთაშორისო საზღვრებს იპყრობს.
მისი საქმიანობის, პროფესიის, სამომავლო გეგმებისა და Meloc-ის შესახებ Entrepreneur ალბინ ჟოსეს ესაუბრა.
გვიამბეთ თქვენი ანტრეპრენერული საქმიანობის შესახებ, როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?
საქართველოში პირველად 2016 წელს ჩამოვედი, რათა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მესწავლა. მალევე, საქართველო ჩემთვის სასწავლო პროცესზე უფრო მეტი გახდა და სახლად იქცა. ჩემი სტუდენტობის წლებში ტუროპერატორობას მივყავი ხელი და მოგვიანებით საერთაშორისო სტუდენტებს ვეხმარებოდი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში. ამ პატარა ნაბიჯებმა მასწავლა ურთიერთობების დამყარება, პრობლემების გადაჭრა, შესაძლებლობების შქმნა, თანაც ისე, რომ სწავლაში ხელი არ შემშლოდა.
იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩემს იდეებს იზიარებდნენ, დავიწყე Medventure Holdings-ის იდეის ფორმირება. რაც სტუდენტური ინიციატივით დაიწყო, მრავალეროვნულ ბიზნესჯგუფად გადაიქცა, რომელიც საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთსა და ჩინეთში ოპერირებს. 2023 წელს მედიცინის სწავლა დავასრულე და როგორც ექიმმა, გადავწყვიტე ჩემი დრო მთლიანად სამეწარმეო საქმიანობისთვის მიმეძღვნა, სტუდენტური ოცნება სწრაფად მზარდ კომპანიად ვაქციე.
ყველა ამ ინიციატივას ერთი ხედვა აერთიანებს: ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება ინოვაციური, ხელმისაწვდომი და სანდო გადაწყვეტილებების მეშვეობით. საქართველოში 50-ზე მეტი თანამშრომლით, Medventure Holdings სტაბილურად იზრდება – მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ყველაფერი აქ დაიწყო, საქართველოში, როგორც რეალობად ქცეული სტუდენტის ოცნება.

რა პრინციპით ირჩევთ მიმართულებას ან კონკრეტულ სფეროს, რომელშიც რესურსების ინვესტირებას ახდენთ?
ჩემთვის ანტრეპრენერობა არასდროს ყოფილა ტენდენციების დევნა – არამედ ყოველთვის რეალური პრობლემების გადაჭრაზე იყო დაფუძნებული. ჩემი ბიზნესების უმრავლესობა თითქმის შემთხვევით დაიწყო, მაგრამ საერთო იდეის ხაზი არასდროს არ დაკარგულა.
მაგალითად, Medventa გაჩნდა იმიტომ, რომ საქართველოში საერთშორისო სტუდენტებს სჭირდებოდათ უსაფრთხო და სანდო საცხოვრებელი, ყველაფრით უზრუნველყოფილი. ოჯახებს საზღვარგარეთ აწუხებდათ შვილების უსაფრთხოება, ხოლო ოპტიმალური გამოსავალი არ არსებობდა.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ამ პრობლემას მოვაგვარებდით.
იგივე პრინციპი წარმართავდა Meloc-საც. დავინახე, რომ საქართველოში ოჯახებსა და სასტუმროებში არ ჰქონდათ თანამედროვე, სანდო და ხელმისაწვდომი ჭკვიანი საკეტები. მიზანი იყო მარტივი: მოგვეძებნა გამოსავალი, რომელიც ცხოვრებას უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდიდა – ამით კი მდგრადი ბიზნესი აგვეშენებინა.
კიდევ ერთი მთავარი პრინციპი ჩემთვის არის ხიდის გადება პრემიუმ ხარისხის გამოცდილებებსა და ადამიანებს შორის. მე მჯერა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტები და სერვისები მხოლოდ მცირე ჯგუფის პრივილეგია არ უნდა იყოს. იქნება ეს სტუდენტური საცხოვრებელი, მოგზაურობა თუ ჭკვიანი მოწყობილებები – ჩემი ფოკუსი ყოველთვის იყო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება, ხარისხზე უარის თქმის გარეშე.
ამრიგად, ფილოსოფია მარტივია: მე არ მივდევ ინდუსტრიებს – მე მივდევ გავლენას. თუ პროექტი აუმჯობესებს ცხოვრებას, აღმოფხვრის რეალურ ხარვეზებსა და აწვდის პრემიუმ ღირებულებას მისაღებ ფასად – მაშინ ღირს ჩემი დროისა და ენერგიის ჩადება. მოგება ბუნებრივად მოჰყვება ზემოქმედებას.
როგორია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა და როგორ ახორციელებთ დროის მენეჯმენტს?
ჩემთვის ანტრეპრენერობა არა უბრალოდ სამსახური, არამედ ცხოვრების ჟინია. ბიზნესების მართვა, პრობლემების გადაჭრა და ახალი იდეების შექმნა ის არის, რაც ყოველდღე მაძლევს ენერგიას.
კარგი დროის მენეჯმენტი მხოლოდ გრაფიკზე არ არის დამოკიდებული. ეს არის სწორი სისტემის ქონა და სწორი გუნდის ყოლა. მე ძალიან გამიმართლა, მყავს ახალგაზრდა, ძლიერი გუნდი, რომლის წევრთა უმრავლესობა 30 წლამდეა. ისინი პასუხისმგებლობას იღებენ და დიდ პოტენციალს აჩვენებენ. მჯერა დელეგირების. თითოეულ ადამიანს მკაფიო ამოცანა აქვს და ეს გვხდის ეფექტიანებს.
ჩვენი კომპანიის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ბიზნესი აგრძელებს მუშაობას მაშინაც კი, როცა რომელიმე ჩვენგანი ადგილზე არ არის. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ყველას გვაქვს ერთი და იგივე ხედვა და მიზანი. ყველა ერთად პროდუქტიულად მუშაობს – არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჯგუფის წარმატებისთვის.
ხშირად საქმიანი მოგზაურობები მაქვს, შესაბამისად, ამ სისტემაზე და გუნდის სიძლიერეზე ვარ დამოკიდებული. სწორედ მათი წყალობით გრძელდება ოპერაციები შეუფერხებლად – მიუხედავად იმისა, საქართველოში ვარ თუ საზღვარგარეთ.
როგორ ფიქრობთ, რა თვისებები სჭირდება ანტრეპრენერს, ბიზნესმენსა და ლიდერს?
მჯერა, რომ ნებისმიერი ლიდერისთვის აუცილებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა: პატიოსნება, მთლიანობა, დისციპლინა, მოთმინება, გამძლეობა, ხედვა და მოქნილობა. ეს მხოლოდ ბიზნესუნარები არ არის, ეს არის ცხოვრებისეული ღირებულებები. ადამიანი, ვინც ამ ღირებულებებით ცხოვრობს, შეძლებს ნდობის მოპოვებას, გამოწვევების გადალახვას და გარემოებების შეცვლის ადაპტაციას.
ამ თვისებების პრაქტიკაში გამოყენებაზე მეც ყოველდღიურად ვმუშაობ. ლიდერობა სრულყოფილება არ არის – ეს არის სწავლება, განვითარება და სწორი მაგალითის მიცემა.
ეს ღირებულებები ადამიანს მხოლოდ წარმატებულ მეწარმედ არ აქცევს – ისინი ცხოვრებასაც უკეთესს ხდიან. საქართველოში ადამიანები აფასებენ შრომისმოყვარეობას, სამართლიანობასა და ერთგულებას. მჯერა, რომ ამ თვისებებით ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს მიზანს და, ამავდროულად, დადებითად შეუწყოს ხელი საზოგადოებას.

რა არის თქვენთვის მოტივაციის წყარო, რომ შექმნათ ინოვაციური პროდუქტი და წახვიდეთ რისკზე?
ჩემი უდიდესი მოტივაცია არის ის, რომ შემიძლია ზეგავლენის მოხდენა. როცა ვხედავ, რომ ჩვენი საქმიანობა ადამიანების ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება, იქნება ეს სტუდენტი, რომელიც პოულობს უსაფრთხო საცხოვრებელს; ოჯახი, რომელიც სახლში უფრო დაცულად გრძნობს თავს; ან ახალგაზრდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს იღებს, სწორედ ეს მაძლევს ენერგიას წინსვლისთვის.
ჩემთვის ბიზნესი არასდროს ყოფილა ფულზე დამოკიდებული. მოგება მნიშვნელოვანია ზრდისთვის, მაგრამ რეალურად ჯილდო არის ის, რომ ვიცოდე – ჩვენი პროდუქტი ან სერვისი ვიღაცისთვის ცხოვრებას ამარტივებს, აუმჯობესებს ან უფრო უსაფრთხოს ხდის. სწორედ ეს "გავლენა" მაძლევს გამბედაობას რისკების მისაღებად.
მჯერა, რომ ანტრეპრენერობა არის პასუხისმგებლობა. თუ გაქვს შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი შექმნა, უნდა შექმნა ისე, რომ ადამიანებს დაეხმარო და საზოგადოება გააუმჯობესო. ეს რწმენა მაძლევს მოტივაციას – და, ამავდროულად, ვგრძნობ, რომ ჩემი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისზეც მინდა ეს კეთილი ზეგავლენა მოვახდინო.
იმ განსხვავებულ ბიზნესებს, რომლებსაც უძღვებით, რა აერთიანებს და როგორია საერთო ხედვა?
Medventure Holdings-თან ერთად, მე ვხელმძღვანელობ რამდენიმე ბიზნესს სხვადასხვა სექტორში. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულად გამოიყურებიან, საგანმანათლებლო კონსულტაცია, ჭკვიანი საკეტები, სასტუმროები, მოგზაურობა, მაგრამ მათ ყველას ერთი პრინციპი აერთიანებს: ადამიანების ცხოვრების რეალური პრობლემების გადაჭრა და ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა.
მაგ: Medwizard ეხმარება სტუდენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლა სურთ, რაც მათ ოჯახებს მატებს თავდაჯერებულებასა და ნდობას. Medventa Residences შეიქმნა იმიტომ, რომ თბილისში სტუდენტებს სჭირდებოდათ უსაფრთხო საცხოვრებელი, კვება და გარემო, რომელიც მათ მშობლებს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას მოუტანდა. Travo საქართველოს მსოფლიოსთან აკავშირებს, მოგზაურობისა და კულტურათა გაცვლის გზით.
Meloc, რომელიც გახდა ჩვენი ჯგუფის მთავარი ძალა. ეს არის საქართველოს პირველი ადგილობრივი ჭკვიანი საკეტი, – უსაფრთხო ცხოვრებისთვის შექმნილი ბრენდი. შევქმენით იმისთვის, რომ გავამარტივოთ ცხოვრება ოჯახებსა და ბიზნესებში.
ერთი შეხედვით ეს ბიზნესები თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ ხედვა იგივეა: ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება, ინოვაციური, სანდო და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებებით. ეს არის ხიდი პრემიუმ გამოცდილებებსა და ადამიანებს შორის. უსაფრთხო სახლი, თანამედროვე ცხოვრების სტილი, საზღვარგარეთ სწავლის შანსი ან ხარისხიანი მოგზაურობა არ უნდა იყოს მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის პრივილეგია – ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბევრისთვის.

როგორ გაჩნდა და განვითარდა "მელოქის" იდეა?
Meloc-ის ისტორია დაიწყო მარტივი დაკვირვებით: საქართველოში უმეტესობა სახლების, ბინებისა და თუნდაც, სასტუმროების ჯერ კიდევ ძველ საკეტ სისტემებს იყენებდა. ისინი არც უსაფრთხო იყო, არც მოსახერხებელი და არ ასახავდა იმ თანამედროვე ცხოვრების სტილს, რაც ადამიანებს სურდათ. ამავე დროს, უცხოეთიდან შემოტანილი ჭკვიანი საკეტები ან ძალიან ძვირი იყო, ან საქართველოს ბაზრისთვის შეუსაბამო.
საქართველო ტექნოლოგიურად ძალიან გახსნილი ქვეყანაა. ადამიანები აქ სწრაფად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს, იქნება ეს ფინანსებში, კომუნიკაციაში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამან მომცა იდეა: როცა ჩვენი სახლის თითქმის ყველა ნაწილი ტექნოლოგიით ახლდება, ტელევიზორებიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე, რატომ არ უნდა განახლდეს საკეტები და უსაფრთხოებაც?
ამ აზრმა საფუძველი ჩაუყარა Meloc-ს. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ბრენდი, რომელიც არ იქნებოდა იმპორტირებული, არამედ დაბადებული აქ, საქართველოში, ადგილობრივი საჭიროებებისთვის. გვინდოდა, "ჭკვიანი ცხოვრება" გამხდარიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ პრივილეგია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი იდეა იყო, ბრენდის ზრდა და განვითარება მნიშვნელოვანწილად განახორციელა ჩემმა კოლეგამ – დოქტორმა აკილ ჯაფარიმ, რომელიც მართავს ბრენდის სტრატეგიასა და გაფართოებას. ამავდროულად, ჩვენი ერთგული ქართული გუნდი, ანი გოგოლიძის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს ყოველდღიურ ოპერაციებს, გაყიდვებს, ბიზნესშეხვედრებს, ტრენინგებსა და მომხმარებელთა მომსახურებას პროფესიონალურად და ზრუნვით.
სწორედ ეს საერთაშორისო სტრატეგიისა და ადგილობრივი რეალიზაციის ბალანსი გახდა Meloc-ის წარმატების საფუძველი. ბრენდისა, რომელიც ახლა საქართველოს ნომერ პირველი ჭკვიანი საკეტის ბრენდად იქცა.
მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება. Meloc აფართოებს ოპერაციებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში, და ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი წარმოებისა და აწყობის ცენტრის შექმნისთვის საქართველოში. ეს გააძლიერებს ბრენდს, შექმნის სამუშაო ადგილებს და აჩვენებს, რომ საქართველომ შეიძლება შექმნას ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანია გლობალური პოტენციალით.
ჩემთვის Meloc მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სიყვარული ტექნოლოგიისა და ინოვაციის მიმართ შეიძლება გადაიქცეს ძლიერ ადგილობრივ ბრენდად, რომელიც ყველასთვის ცხოვრების გამარტივებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.
როგორია მომხმარებლის დაინტერესება ჭვკიანი საკეტების მიმართ და როგორია ამ მხრივ ბაზარი საქართველოში?
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველო ტექნოლოგიურად ძალიან გახსნილი ქვეყანაა და ადამიანები აქ სწრაფად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს. ეს ყველაფერი Meloc-ის სასარგებლოდ მუშაობს. თავდაპირველად იყო ცნობისმოყვარეობა, რადგან ჭკვიანი საკეტები ბევრისთვის ახალი კონცეფცია იყო. მაგრამ, როცა ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოცადეს მათი მოხერხებულობა და უსაფრთხოება, მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა.
დღეს ინტერესი მოდის არა მხოლოდ ოჯახებისგან, არამედ სტუდენტებისგან, სასტუმროებისა და უძრავი ქონების დეველოპერებისგანაც. ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ თუ სახლში თითქმის ყველაფერი ჭკვიანდება, ტელევიზორებიდან ტექნიკამდე, მაშინ საკეტები და უსაფრთხოებაც უნდა გახდეს თანამედროვე.
იმისათვის, რომ Meloc ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი ყოფილიყო, შევქმენით მარტივი შესაძენ-დამყენებელი სისტემა. მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქტის ონლაინ ან სატელეფონო შეკვეთა, ხოლო ჩვენი პროფესიონალი გუნდი ადგილზე მიიტანს და დააყენებს. მათთვის, ვისაც სურს პროდუქტი პირადად ნახოს, გვაქვს მაღაზიები თბილისში (მირიან მეფის 37) და "ბათუმის მოლში".
მოკლე დროში Meloc გახდა საქართველოს ნომერ პირველი ჭკვიანი საკეტის ბრენდი. მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ის გახდა კომპანია, რომელიც ბაზარს გააუმჯობესებს. ჩვენ, უბრალოდ, პროდუქტს არ ვყიდით, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორია უსაფრთხო და ჭკვიანი ცხოვრების მომავალი.
რით გამოირჩევა სერვისი, რომელსაც "მელოქი" გვთავაზობს, ბაზარზე არსებული მსგავსი ბრენდებისგან?
რაც განასხვავებს Meloc-ს, არის ის, რომ ჩვენ მხოლოდ პროდუქტი არ გვაქვს – ჩვენ ვთავაზობთ სრულ გადაწყვეტას. ბევრი საერთაშორისო ბრენდი მხოლოდ მოწყობილობას ყიდის, მაშინ როცა საქართველოში ადამიანები აფასებენ ნდობას, მომსახურებასა და გრძელვადიან სანდოობას. სწორედ ამას აძლევს მათ Meloc.
პირველ რიგში, Meloc არის ქართული ბრენდი, შექმნილი სპეციალურად ქართული ოჯახებისა და ბიზნესების საჭიროებებისთვის. ჩვენი პროდუქტები ფრთხილად არის შექმნილი, რომ იყოს როგორც თანამედროვე, ისე ხელმისაწვდომი – რათა ჭკვიანი ცხოვრება მხოლოდ მცირე ჯგუფის პრივილეგია არ იყოს.
მეორეც, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომსახურებასა და მხარდაჭერას. თითოეული მომხმარებელი იღებს პროფესიონალურ მონტაჟსა და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას. თუ რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, მათ იციან, რომ ჩვენი გუნდი აქ, საქართველოშია და დაეხმარებათ. ეს აძლიერებს ნდობას, რადგან ადამიანები მხოლოდ ტექნოლოგიას კი არ ყიდულობენ – ისინი ყიდულობენ სიმშვიდეს.
დაბოლოს, Meloc ქმნის სრულ ჭკვიანი ცხოვრების ეკოსისტემას. მაშინ როცა სხვები ფოკუსირდებიან მხოლოდ საკეტებზე, ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას დაკავშირებულ მოწყობილობებსა და სერვისებზე, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ქმნის თანამედროვე ცხოვრების გამოცდილებას. ეს ხედვა – ხარისხისა და ხელმისაწვდომობისადმი ჩვენს ერთგულებასთან ერთად – ხდის Meloc-ს უნიკალურს ქართულ ბაზარზე.
რა გეგმები გაქვთ "მელოქის" განვითარებასთან დაკავშირებით?
Meloc მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისშია. ჩვენი მიზანია, არ შევჩერდეთ მხოლოდ საქართველოს წამყვან ჭკვიანი საკეტის ბრენდობაზე. გვინდა გავიზარდოთ სრულ ჭკვიანი ცხოვრების ეკოსისტემად, რომელსაც ადამიანები ენდობიან თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მოსალოდნელი ნაბიჯია ადგილობრივი აწყობის ერთეულის გახსნა აქ, საქართველოში. ეს არა მხოლოდ ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს შექმნის, არამედ Meloc-ს ნამდვილ ქართულ ბრენდად აქცევს, ადგილობრივი წარმოებით.
ასევე წელს ვემზადებით Meloc-ის საკუთარი მობილური აპლიკაციის ამუშავებისთვის, რაც მომხმარებლებს მისცემს კიდევ უფრო მეტ კონტროლს, უსაფრთხოებასა და კომფორტს. ამასთან ერთად, ვაპირებთ რამდენიმე საინტერესო ახალი პროდუქტის დამატებას, რომელიც მალე ხელმისაწვდომი იქნება და კიდევ უფრო გააფართოებს ჭკვიანი ცხოვრების შესაძლებლობებს.
საქართველოს გარეთ ჩვენი გაფართოების გეგმები მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს, სადაც ვხედავთ მსგავს მოთხოვნას თანამედროვე და ხელმისაწვდომ ჭკვიანი სახლის მოწყობილობებზე. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გავიზრდებით საერთაშორისო დონეზე, ჩვენი გული და ფოკუსი ყოველთვის საქართველოში დარჩება.
რა არის თქვენი, როგორც ლიდერის მიზანი მომავალში?
ჩემი, როგორც ლიდერის, მიზანი არის ისეთი მემკვიდრეობის შექმნა, რომელიც ბიზნესს სცდება. მინდა დამიმახსოვრონ არა მხოლოდ როგორც ექიმი ან მეწარმე, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც შექმნა შესაძლებლობები, შთააგონა ახალგაზრდები და რეალური წვლილი შეიტანა საზოგადოებაში.
უახლოეს მომავალში მსურს Medventure Holdings ვიხილო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ინოვაციური ჯგუფი რეგიონში – ჯგუფი, რომელსაც ხალხი ენდობა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო შეიძლება იყოს მსოფლიო დონის ბიზნესების სამშობლო. Meloc-თან ერთად, ჩემი ხედვაა, რომ ის გახდეს თანამედროვე საქართველოს სიმბოლო: ბრენდი, რომელიც აქ დაიბადა, აქვე გაიზარდა და ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაიტანა.
28 წლის ასაკში ვიცი, რომ ჩემი მოგზაურობა ჯერ მხოლოდ დასაწყისშია. ახლა ჩემი ფოკუსი არის საკუთარი თავის განვითარება როგორც ლიდერის, ასევე, როგორც ადამიანის, ვიყო პატიოსნებით, დისციპლინითა და პასუხისმგებლობით სავსე.
წარმატება ჩემთვის არ იზომება მხოლოდ რიცხვებით, არამედ იმით, თუ რამდენი ადამიანის დახმარებას შევძლებ და რამდენს შთავაგონებ. როგორც ხშირად ვამბობ: "შექმენი ხელმოწერა ამ სამყაროში, რომელსაც ვერავინ გააყალბებს". ჩემთვის ეს არის ლიდერობის არსი, დატოვო რაღაც უნიკალური. ისეთი, რაც დროს გაუძლებს და რაც სხვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.
საქართველოში ვხედავ ახალ თაობას, რომელიც ენერგიითა და ამბიციით არის სავსე. თუ ჩემი მოგზაურობა შეძლებს რამდენიმე მათგანის მოტივირებას, რომ უფრო დიდი ოცნებები ჰქონდეთ და პატიოსნად აშენონ, ეს ჩემი უდიდესი მიღწევა იქნება.