Beluga – საკულტო არაყი მონტენეგროდან: ევროპული იდენტობა, ორმაგი წარმოება და პრემიუმ სტანდარტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მონტენეგროსა და ლატვიურ ბაზებზე დამზადებული საკულტო არაყი Beluga დღეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ევროპულ ბრენდად ჩამოყალიბდა პრემიუმ სასმლის სეგმენტში. ბრენდი სრულად ევროპული იდენტობით პოზიციონირებს: Beluga-ს ფლობს Noblewood Group, მონტენეგროში დაფუძნებული კომპანია, რომლის დისტილერიაც ლატვიაში მდებარეობს.
Noblewood Group-მა Beluga-ს გლობალური უფლებები 2022 წელს შეიძინა და წარმოების ახალი სტრატეგია ჩამოაყალიბა. კომპანია ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურას იყენებს: სპირტის გამოხდა ხდება ლატვიის სოფელ იაუნკალსნავაში, ხოლო საბოლოო დამუშავება და ჩამოსხმა – მონტენეგროს ქალაქ ნიკშიჩში. სწორედ ამ ორფაზიანმა მოდელმა შექმნა ევროპული მიწოდების ჯაჭვი, რომელიც Beluga-ს დღეს ბაზარზე ლიდერის პოზიციას აძლევს.
ლატვიაში სპირტი ორგანული მარცვლეულისგან მიიღება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით. შემდგომ ეტაპზე პროდუქტი გადადის მონტენეგროში, სადაც გადის მრავალჯერად ფილტრაციას, ე.წ. დასვენების ფაზას და საბოლოოდ აქვე ჩამოისხმება.
ამ პროცესის შედეგად მიიღება არაყი, რომელიც რბილი და ნეიტრალური გემოთი ხასიათდება და როგორც სუფთა სახით, ისე კოქტეილების შემადგენლობაში ინარჩუნებს ხარისხს.

Beluga მჭიდროდ უკავშირდება პრემიუმ კლასის გასტრონომიას. მას ხშირად მიირთმევენ ხიზილალასთან ერთად, როგორც საუკეთესო კომბინაციას, ხოლო კოქტეილების სამყაროში ცნობილია Beluga Martini, რომელიც განსაკუთრებულად ხაზს უსვამს პროდუქტის სისუფთავეს.
მონტენეგრო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კონსტიტუციაში თავი "ეკოლოგიურ სახელმწიფოდ" გამოაცხადა. Noblewood სწორედ ამ ეკოლოგიურ გარემოს იყენებს ბრენდის ახალი ნარატივის ნაწილში – სისუფთავე, ბუნებრივი რესურსები და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა Beluga-ს თანამედროვე პოზიციონირების განუყოფელი ელემენტია.
ოფიციალური Beluga-ს შეძენა შესაძლებელია "ალკორიუმის" მაღაზიათა ქსელში და ყველგან, სადაც ბოთლზე კომპანია "ჯიდი ალკოს" სტიკერი იქნება წარმოდგენილი.