არქიტექტურა, რომელიც ინარჩუნებს ღირებულებას – რას სთავაზობს Artex მომავალ ბინადრებს შავ პარასკევს?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Artex-ის ისტორია იწყება ერთი ადამიანის ხედვით, ვინც გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი სივრცე შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ოთხი კედელი. ამ ხედვამ ჩამოაყალიბა კომპანიის ფილოსოფია: ბათუმში შეექმნათ ადგილები, სადაც სიხარული, სიმშვიდე და ზრუნვა ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია.
სწორედ ამ პრინციპზე მუშაობს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც პრემიუმ კლასის კომპლექსებს აერთიანებს უსაფრთხოებით, კომფორტითა და განსხვავებული ცხოვრების სტილით.
"სამშენებლო სფეროში მრავალი წლის მუშაობამ კარგად დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალზე ზრუნვა. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მივიღე საკუთარი კომპანიის შექმნის გადაწყვეტილება, სადაც სტაბილურობა და ხარისხი ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტებია".
Artex-ისთვის ხარისხი ზედაპირული სიტყვა არ არის. სიმტკიცე და გრძელვადიანი ღირებულება იწყება სწორი არჩევანით: სანდო პარტნიორები, უმაღლესი ხარისხის მასალები და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომელზეც დგას კომპანიის თითოეული პროექტი – არა დროებითი ეფექტით, არამედ წლების განმავლობაში მდგრადი შედეგით.
ამიტომაც Artex-ში ბინის შეძენა მხოლოდ საცხოვრებლის პოვნა არ არის; ეს არის გადაწყვეტილება ცხოვრების სტილისა და საიმედო კაპიტალის გააზრებით.
კომპლექსების დაგეგმვა იწყება მცხოვრების ყოველდღიურ საჭიროებებზე ფიქრით. სად იქნება ბავშვების გასართობი სივრცე, როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი, რა დისტანციაზეა ზღვა, სუპერმარკეტი, სკოლა; სად იქნება პარკინგი და როგორ მუშაობს ინფრასტრუქტურა ისე, რომ სახლი არა მხოლოდ ფიზიკურად არსებობს, არამედ ცოცხალი ორგანიზმია. სწორედ ასეთმა მიდგომამ გააჩინა სამი განსხვავებული ხაზი, სადაც თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ადგილი შეიძლება იპოვოს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა – Artex Parkline, Artex Beachline და Artex Premiere. თითოეული მათგანი განსხვავებულ ლოკაციასა და არქიტექტურულ ხედვას აერთიანებს. სწორედ ამ მრავალფეროვნების წყალობით შეგვიძლია სხვადასხვა პრიორიტეტის მქონე მობინადრეებსა და ინვესტორებს შევთავაზოთ საუკეთესო არჩევანი. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელებაც", – ამბობენ კომპანიაში.
Artex Parkline – ეს არის ოჯახური რიტმისთვის შექმნილი საცხოვრებელი გარემო ბათუმის ახალი ბულვარის გამწვანებულ უბანში. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ყოველდღიური საჭიროებები მინიმალურ დროს მოითხოვდეს, ხოლო მეტი სასიამოვნო წუთი დარჩეს ოჯახისთვის. გარემო, რომელიც ბავშვების ჟრიამულს ეწყობა და ერთდროულად ზრდასრულების ცხოვრების ტემპსაც ჰყვება – სწორედ ეს აქცევს Parkline-ს ოჯახების ბუნებრივ არჩევანად.
Artex Beachline – იქ, სადაც შავი ზღვის ყველაზე სუფთა სანაპირო, გონიოს პირველი ზოლი, ხვდება პანორამულ ხედებსა და დასვენებისთვის შექმნილ კომფორტს. აქ დილა ფანჯრიდან სინათლის შემოსვლით იწყება, საღამო კი მზის ჩასვლით სრულდება. ზღვის სიახლოვე არამხოლოდ ესთეტიკაა; ეს არის ყოველდღიური ენერგია, რომელიც ცხოვრების რიტმს სასიამოვნოდ ცვლის.
Artex Premier კი ბათუმის ისტორიულ უბანში გაცოცხლებული სივრცეა, სახელმწიფო რენოვაციის პროგრამის ფარგლებში. აქ ტრადიციული ატმოსფერო თანამედროვე ფუნქციონალთან ერთიანდება. ქალაქის "ძველ" კოლორიტს ახალი სიცოცხლე ეძლევა ისე, რომ ბაზისური ღირებულებები: არქიტექტურა, ეზოს კულტურა, ქუჩის ჟღერადობა შენარჩუნებულია.
Artex Premier-ის დასრულების ვადა განსაზღვრული და გამჭვირვალეა. სანაპიროდან დისტანცია 650 მეტრია, რაც კომფორტული გზით სეირნობის ტოლფასია; პარკინგისთვის გათვალისწინებულია 180 ადგილი, რომ დაბრუნებისას სივრცის ძებნაში დრო აღარ დაიკარგოს; კომერციული ზონა 7 000 მ²-ს მოიცავს და ყოველდღიურ საჭიროებებს ადგილზევე პასუხობს; მიწის სრული ფართობი 8 700 მ²-ია – მასშტაბი, რომელიც გამწვანებას, სარეკრეაციო კუნძულებსა და ინფრასტრუქტურას ერთიან, წინასწარ გათვლილ სისტემად აქცევს.
Artex-ის საინვესტიციო ლოგიკა ისეთივე მკაფიოა, როგორიც მისი არქიტექტურა. აქ უძრავი ქონება არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ გამჭვირვალე ფინანსური პროდუქტი ხდება. მოსალოდნელი ROI 12%-ის ფარგლებშია, ხოლო უკუგების პერიოდი 10-12 წელს მოიცავს – სწორედ ეს არის მაჩვენებლები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საცხოვრებლის, ისე გაქირავების სტრატეგიასთან.
"ხარისხი, უსაფრთხოება და საინვესტიციო პოტენციალი – ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომელთა გათვალისწინებითაც მობინადრეებსა და ინვესტორებს გარანტირებულ სარგებელს ვთავაზობთ", – ამბობენ კომპანიაში Entrepreneur-თან საუბრისას.
პროექტების დასრულების ციკლი ოთხწლიანი ვადითაა განსაზღვრული და მასზე მუშაობს გუნდი, რომელიც უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს იყენებს – დაწყებული ენერგოეფექტური სისტემებიდან, დასრულებული სამშენებლო მასალების კონტროლითა და უსაფრთხოების სტანდარტებით.
ამ სეზონზე Artex განსაკუთრებულ შეთავაზებასაც უმზადებს მომხმარებელს – BLACK FRIDAY-ს ფარგლებში მოქმედებს რეალური 5%-იანი ფასდაკლება კონკრეტულ – 21-ე და 25-ე სართულებზე ორივე ბლოკში (A და B). შეთავაზება ვრცელდება სტანდარტულ გადახდაზეც: 15% პირველადი შენატანი და 49-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება. შედეგად მყიდველი იღებს არა მხოლოდ სართულს განსაკუთრებული ხედით, არამედ ეკონომიკურ სარგებელსაც, რომელიც პირველივე დღიდან იგრძნობა.
შესყიდვის გზაზე მომავალ ბინადრებს ხშირად უჩნდებათ ერთი შეკითხვა: "ღირს ინვესტიციად?" Artex-ის პასუხი ამ კითხვაზე მონაცემებშივე ჩანს – პრემიუმ ხარისხის მშენებლობა, გამჭვირვალე ვადები, ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა და საინვესტიციო მაჩვენებლები, რომლებიც რისკს ამცირებს და პროგნოზირებადობას ზრდის. როცა პროექტი ასე მკაფიოდაა გაწერილი, არჩევანი ემოციასა და რიცხვებს შორის აღარ არის გასაკეთებელი.
"Artex – ეს არის სახლი, სადაც შენი ახალი ისტორია იწყება"
Artex-ის კომპლექსები არის იქ, სადაც ცხოვრება ბუნებრივ ტემპში მიმდინარეობს შესაბამისი მომხმარებლისთვის: Parkline-ისა – ოჯახურ რიტმში, Beachline-ის – ზღვის ენერგიაში და Premier-ისა – ისტორიულ ხასიათში. თუ გსურს სივრცე, რომელიც უკვე არის კომფორტის სინონიმი და ხვალაც შეინარჩუნებს მის ღირებულებას, არჩევანი უკვე მარტივია. შეგიძლიათ ახლავე აირჩიო ბლოკი, სართული და ხედები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას ყველაზე მეტად შეეფერება, ხოლო Black Friday-ს განსაკუთრებული შეთავაზების ფარგლებში რეალური 5%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლოთ ამჟამად არსებულ ფასებზე.