ვაკო ყორღანაშვილის გზა დიდ ბრიტანეთში – ინოვაცია განათლებასა და ბიზნესში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ვაკო ყორღანაშვილი, მრავალმხრივი პროფესიონალი და ლიდერი განათლების სფეროში, მნიშვნელოვანი ნაბიჯის მოწმე გახდა, იგი ოფიციალურად შეუერთდა BPW UK-ს (Business and Professional Women UK), ბრიტანეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციას, რომელიც 1938 წლიდან ქალთა პროფესიული განვითარებისთვის იღვწის.
როგორც კოლეჯ საერთაშორისო განათლების აკადემია "ბიდისის" თანადამფუძნებელი და ლიდერ ქალთა საზოგადოების მენეჯერი, ვაკო ყორღანაშვილი უკვე წლებია, მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივებს უძღვება. მისი საქმიანობა მოიცავს თანამედროვე პროგრამების შემუშავებას, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ საჭიროებებთან აერთიანებს.
ვაკოს პროფესიული პორტფოლიო შთამბეჭდავია: იგი არის "პალიტრანიუსზე" გადაცემა "მონეტიზაციის"თანაწამყვანი, სადაც განიხილავს ფინანსურ წიგნიერებასა და ბიზნესის განვითარებას; მიწვეული ლექტორი ბიზნესის ადმინისტრირებისა & მენეჯმენტის პროგრამების და სახელმძღვანელოების ავტორი; ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
"ჩემთვის, როგორც ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, უმნიშვნელოვანესია, საერთაშორისო გამოცდილებას ვეცნობოდე და ჩვენს ქვეყანაში ვითვალისწინებდე", – აღნშნავს იგი.
"მე მაქსიმალურად ვეცდები, საერთაშორისო გამოცდილება გავიზიარო და ჩვენს ქვეყანაშიც დავნერგო, რათა ქართველ ქალებსაც მივცე ანალოგიური შესაძლებლობები".
BPW UK-სთან თანამშრომლობით, ვაკო გეგმავს, ქართველი ქალების შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე გააფართოოს. ეს ახალი პარტნიორობა ხსნის პერსპექტივებს მულტიკულტურული შეხვედრების, გაცვლითი პროგრამებისა და გლობალური რესურსებისადმი წვდომისთვის.
ვაკო ყორღანაშვილის მიზანია არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება, არამედ სისტემური ცვლილებები, რომლებიც ყველა ქალისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მისი საერთაშორისო კავშირები უკვე ხდება მნიშვნელოვანი პლატფორმა ქართველი ქალების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერებისთვის.