ვაკო მოტორსის კამპანია – " სატვირთოს აკეთებენ ჩვენთან"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვაკო მოტორსი - სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 16 წელია წარმატებით პოზიციონირებს.

კომპანია 2009 წელს დარგის პროფესიონალების მიერ დაარსდა და დღეს საქართველოში ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია როგორიცაა: DAF, CHEVRON, CARRIER, MAN FILLTER, AEOLUS, BLACKHAWK და სხვა წამყვანი 50-მდე ბრენდი, რომლის მეშვეობითაც ვაკო მოტორსის გუნდი უზრუნველყოფს მომხმარებელს გაუწიოს მაღალი ხარისხის ყველა საჭირო სერვისი და შესთავაზოს პრემიუმ ხარისხის სათადარიგო ნაწილები.

"კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მუდმივად ვიზრუნოთ მომხმარებლის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე. შესაბამისად ვცდილობთ მათ მივაწოდოთ აუცილებელი და დროული ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ რაც მათ უნდა გაითვალისწინონ სეზონის ცვლილების დროს, რათა ყველა სეზონს მომზადებულები დახვდნენ.

"სატვირთოს აკეთებენ ჩვენთან" ამ გზავნილის მიზანიც ისაა, რომ ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია სატვირთო ავტომობილის მძღოლებსა და სატვირთოს მფლობელ კომპანიებს თუ სად უნდა მოიყვანონ და მოამზადონ სატვირთო ზამთრის დადგმომადე, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება ნებისმიერი სირთულის გზაზე.

ჩვენი გუნდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილზე უმოკლეს დროში ხდება სატვირთოს პრობლემის დადგენა, რის შემდეგაც მომხმარებელს ყველა საჭირო სერვისითა და პრემიუმ ხარისხის პროდუქციით ადგილზევე ვუზრუნველვყოფთ, ფილიალში მოსულ მომხმარებელს ვუწევთ ისეთი სერვისებს როგორიცაა: საბურავების შეცვლა უფასოდ და უსასრულო გარანტიით, ძრავაზე მასრის საყრდენის მოხეხვა - აღნიშნული სერვისის მიღება მხოლოდ ვაკო მოტორსშია შესაძლებელი, ჰაერისა და ელექტრო სისტემების შეკეთება და სხვა.

ვაკო მოტორსი როგორც სატვირთო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, არის მთავარი და სანდო პარტნიორი ყველანაირი სირთულის გზაზე." - აღნიშნავს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ტაბატაძე

კამპანიის ფარგლებში, ვაკო მოტორსის გუნდი მომხმარებლებს, არაერთ საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს, როგორიცაა: 20%-იანი შეთავაზება საბურავებზე, დიაგნოსტიკის დღე, რა დროსაც მომხმარებელი შეძლებს შეამოწმოს სატვირთო მანქანა 50%-იანი ფასდაკლებით, 30%,40% და 50%-იანი ფასდაკლება სათადარიგო ნაწილებზე და სხვა. ფილიალებში მოსულ სტუმარს შეთავაზებებთან ერთად საინტერესო საჩუქრებიც დახვდებათ.

ვაკო მოტორსის შესახებ:

ვაკო მოტორსი დარგის პროფესიონალების მიერ 2009 წელს დაარსდა და დღეს სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 16 წელია წარმატებით მოღვაწეობს.

მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში, თითოეული ადამიანსა თუ კომპანიისთვის შევქმნათ ხელმისაწვდომი, მათ საჭიროეებზე მორგებული მომსახურება. ჩვენი მისიაა, დავნერგოთ ბაზარზე ისეთი სტანდარტები, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო ინდუსტრიის განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სტანდარტი, რომელსაც დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ განპირობებულია ჩვენი კვალიფიციური გუნდით, რომლებიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო დონის ტრენინგებში.

კომპანიაში გვჯერა, რომ სატვირთო ავტომობილების მომსახურების არსებობა აუცილებელია, რადგან ამით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ვაკო მოტორსის პარტნიორების წარმატებას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული მომხმარებელი მიიღებს საჭირო სერვისს და მხარდაჭერას. "ვაკო მოტორსი" - არის სანდო პარტნიორი სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში, სადაც თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია.