"თუ 4 მილიონი ადამიანი დაიჯერებს, ყველაფერი შესაძლებელია" – IKG ესპანეთი-საქართველოს მატჩზე დასწრების შესაძლებლობას გაძლევთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მორიგი მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინში, საერთაშორისო დეველოპერული კომპანია IKG ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს ერთი მიზნისა და რწმენის გარშემო აერთიანებს.
ინიციატივა ჰეშთეგით #IKGforGEO სოცქსელებში უკვე გაშვებულია და მისი მთავარი იდეაა – თუ 4 მილიონი ადამიანი დაიჯერებს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას შეძლებს.
კამპანიის ფორმატი გულშემატკივარსა და მის შემოქმედებითობაზეა ორიენტირებული. მონაწილეებს შეუძლიათ ჩაწერონ TikTok-ისა და Instagram Reels-ის ვიდეოები, სადაც უპასუხებენ ერთ მარტივ კითხვას: რატომ სჯერათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს?
ვიდეოებში შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ძველი გულშემატკივრობის კადრები, ასევე ახალი, კრეატიულად შექმნილი ისტორიები ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ორგანიზატორები ურჩევენ მონაწილეებს, შეარჩიონ თხრობის საინტერესო სტილი, სადაც ფორმატი სტანდარტული "სთენდაფით" არ შემოიფარგლება. ცხადია, არცერთი ფორმატი შეზღუდული არ არის, თუმცა უპირატესობა კრეატიულ ნაშრომებს მიენიჭებათ.
ვიდეოების ატვირთვისას აუცილებელია გამოიწერონ IKG-ის Instagram ან TikTok გვერდი, პოსტში მონიშნონ და გამოიყენონ კამპანიის ჰეშთეგი #IKGforGEO. მონაწილეობა შესაძლებელია 1 ოქტომბრამდე.
კომპანია 5 ფინალისტს გამოავლენს, ხოლო მთავარი გამარჯვებული განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს – ორკაციან საგზურს ესპანეთში, სადაც 11 ოქტომბერს საქართველოსა და ესპანეთის გუნდებს შორის გაიმართება დაპირისპირება.
"ჩვენ გვჯერა, რომ საერთო მიზნის რწმენით ყველაფერი შესაძლებელია", – აცხადებენ IKG-ში. მათი თქმით, ეს გამოწვევა არა მხოლოდ ფეხბურთის მხარდასაჭერია, არამედ ადამიანების ერთიანობის ძალის წარმოჩენასაც ემსახურება.
IKG საერთაშორისო დეველოპერული კომპანია, რომელიც თბილისში გუნდის ჩამოყალიბების პროცესშია და უკვე 100-მდე თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის ფილოსოფია და სტრატეგია თანამშრომლებზე მორგებული გარემოს შექმნაზეა აგებული. სწორედ ამ ფილოსოფიის ერთგვარი გაგრძელებაა ახალი კამპანიაც, რომელიც სპორტისა და გულშემატკივრობის ენაზე საუბრობს.