წლის ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია – ახალი სიტყვა ქართულ საინვესტიციო სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფინანსური ბაზრების განვითარებისა და ინვესტიციებისადმი მზარდი ინტერესის ფონზე, "ლიბერთი ბანკი" ერთი წელია, რაც მომხმარებლებს თანამედროვე საბროკერო სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობს.

ბანკის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ქარჩავა განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში "ლიბერთის" საშუალო და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა, რამაც საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ ინტერესის ზრდა განაპირობა.

"ლიბერთი ბანკის" სტრატეგიაა, გახდეს უნივერსალური ფინსანსური ინსტიტუტი, რაც გულისხმობს ყველა ტიპის მომხმარებლის მომსახურებას ერთ საბანკო სივრცეში.
ამ პროცესში ბანკი გაიზარდა და გაძლიერდა. მომხმარებლის სტრუქტურა შეიცვალა. საშუალო
და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების დიდი ბაზა გაჩნდა. ისინი ეტაპობრივად ინტერესდებიან საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პროდუქტების მიმართ.

სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ საბროკერო მიმართულება შევქმენით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, რაც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საბროკერო მომსახურებას უწევს".

საბროკერო მიმართულება მიზნად ისახავს, მოიზიდოს როგორც გამოცდილი, ასევე ინვესტირებით ახალდაინტერესებული ადამიანები და მისცეს მათ შესაძლებლობა, მიიღონ ბროკერის პროფესიონალური მომსახურება. ბანკის ხარისხიან მომსახურებას განაპირობებს ისიც, რომ მომხმარებელთა რაოდენობა გუნდის წევრთა რაოდენობის შესაბამისია და თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მომსახურებას იღებს, ყველა მომხმარებელს თავისი ბროკერი ჰყავს.

მომხმარებელი ტრანზაქციებში არ მონაწილეობს. ის მხოლოდ სავაჭრო დავალებებს გვაძლევს, ხოლო მის შესრულებას "ლიბერთი ბანკის" საბროკეროს გუნდი უზრუნველყოფს.
ჩვენ მომხმარებლის პროფილს თავიდანვე მაქსიმალურად დეტალურად ვსწავლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს, მათ ოპტიმალური პორტფელის შექმნაში დავეხმაროთ.

"ლიბერთი ბანკის" საბროკეროს გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში სწავლობს როგორც მომხმარებლების ინდივიდუალურ, ასევე ჯამურ პორტფელებს და ბაზრის ანალიზს ვახორციელებთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები და მოსალოდნელი რისკები".

ინვესტორები დაინტერესებული არიან, რამდენად არის შესაფერისი დრო ახლა ინვესტირებისთვის, რაზეც გიორგი ქარჩავა განმარტავს, რომ ინვესტირებისთვის სწორი დროს არის ყოველთვის დღეს.

"ფინანსურ ბაზარს ახასიათებს მუდმივი მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ფასიანი ქაღალდების დიდი მრავალფეროვნება, რაც საშუალებას გვაძლევს, მათი სწორად არჩევის შემთხვევაში, სასურველ საინვესტიციო მიზნებს მივაღწიოთ.
ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მომხმარებელი დამწყები ინვესტორია თუ მას უკვე აქვს გარკვეული ტიპის გამოცდილება ამ სფეროში. ჩვენი საბროკეროს გუნდი აქ სწორედ იმისთვის არის, რომ ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერ დროს სწორი პორტფელის შექმნასა და მის ეფექტიანად მართვაში დაეხმაროს.

ადამიანები, რომლებიც ინვესტირებით არიან დაინტერესებული, ბუნებრივია, აკვირდებიან, სწავლობენ ახალ პროდუქტებს. ამ მიმართულებით "ლიბერთი ბანკს" როგორც საბროკერო, ასევე საბანკო მომსახურების მხრივაც აქვს სიახლეები.

"ჩვენი საბროკეროს მიზანი თავიდანვე იყო, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა არა მხოლოდ საუკეთესო სერვისები, არამედ პროდუქტებიც. სწორედ ამიტომ გამოცდილი ინვესტორებისთვის ჩვენ "ლიბერთი ბანკის" პირველადი კაპიტალის ობლიგაცია შევქმენით. ემისია განხორციელდა დოლარში, ხოლო გადახდის ვალდებულება წელიწადში ორჯერ გახდა საჭირო.

ფაქტორი, რაც ამ ობლიგაციას გამოარჩევს და საქართველოს ბაზრისთვის უკონკურენტოს ხდის, არის წლიური სარგებლის განაკვეთი, რომელიც დოლარში 13,5%-ს შეადგენს.

ბუნებრივია, ჩვენ მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს "ლიბერთი ბანკის", დაგროვილი აქტივების მართვის დეპარტამენტთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბროკერო სერვისების მიმართ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გვქონდა ასევე "სტუდიო ლიბერთიდან", რომელიც არის
"ლიბერთის" ახალი პრემიუმ საბანკო მომსახურება.

ჩვენ ვიცით, რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს და ბანკირებთან ერთად მათ ინტერესებს მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ. ასე რომ, ყველას, ვისაც აქვს გარკვეული ტიპის დანაზოგი და ფიქრობს დააბანდოს სხვადასხვა მიმართულებით, თავისუფლად შეუძლია ალტერნატივად ჩვენი საბროკერო მომსახურება განიხილოს".