TKTFLY.GE მომხმარებლებს ავიაბილეთის შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TKTFLY.GE მომხმარებლებს ავიაბილეთების შეძენის და მოგზაურობის დაგეგმვის ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
TKTFLY.GE-ზე მომხმარებლებს საშუალება აქვთ ავიაბილეთი საკუთარი პრეფერენციის მიხედვით ააწყონ (ბარგი, ადგილი, მულტისითი, refundable ticket და ა.შ.), თანხა ეროვნულ ვალუტაში, კურსთა შორის სხვაობის გარეშე გადაიხადონ და ახლა უკვე ისარგებლონ თანხის მომენტალური განაწილებით - გადაიხადონ 0 ლარი დღეს და გაანაწილონ ხარჯი 4 თვეზე. თანხის განაწილება მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ იყვნენ ბევრად რაციონალურები და უფრო მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ახალ მოგზაურობაზე და ბილეთის შეძენასთან ერთად, მთელი მოგზაურობის მანძილზე, ისარგებლონ TKTFLY.GE-ს 24/7-ზე ქართულენოვანი მხარდაჭერის გუნდით, რომელიც ფრენასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებათ.
"წლიდან-წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოგზაურობას ონლაინ პლათფორმების გამოყენებით ინდივიდუალურად გეგმავენ. ავიაბილეთის საფასური პირველი და ერთ-ერთი დიდი ფინანსური კონტრიბუციაა დაგეგმილ მოგზაურობაში, შესაბამისად მსხვილი თანხის ონლაინ გადახდა ხშირად მღელვარების საბაბიც ხდება და გადაწყვეტილების მიღებასაც ართულებს - TKTFLY.GE, როგორც TNET-ის ციფრული ეკოსისტემის წევრი და TKT.GE შვილობილი, არა მხოლოდ სანდო პარტნიორია, არამედ უკვე მოქნილი დაგეგმარების ინსტრუმენტადაც იქცა. ჩვენ გვჯერა, რომ ყოველდღიურ რუტინას და დატვირთულ სამუშაო რეჟიმს, მხოლოდ დაგეგმილ მოგზაურობაზე ფიქრი ამსუბუქებს, TKTFLY.GE-ზე კი ახალი ფრენები და ახალი თავგადასავლები უკვე შესაძლებელია 0-დან დაიწყოთ. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ." - მარიამ თხილაიშვილი, TKTFLY.GE-ს ბინესის განვითარების ხელმძღვანელი