ტერაბანკის CSR კამპანია ბიზნესკლიენტების მხარდასაჭერად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიმართულების ფარგლებში ტერაბანკს არაერთი პროექტი და ინიციატივა განუხორციელებია.
წელს ტერაბანკი მორიგი CSR კამპანიის ფარგლებში რეგიონებში ოპერირებად ბიზნესკლიენტებს სპეციალურად მათთვის შექმნილ, ბრენდირებულ საჩუქრებს უგზავნის, რომლებიც მათ მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზებასა და გამორჩეული გარემოს შექმნაში დაეხმარება.
ამასთან ერთად, კამპანია მიზნად ისახავს ბიზნესკლიენტების ცნობადობის ზრდასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას. კონტენტ კრეატორებისა და ინფლუენსერების ჩართულობით მომზადდა ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც მათ საკუთარი პლატფორმების მეშვეობით თავიანთ გამომწერებს გაუზიარეს და ჩვენი ბიზნესკლიენტების გარემო და კონცეფცია გააცნეს.
ტერაბანკისთვის საკუთარ ბიზნესკლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება და გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რასაც თავად ბიზნესკლიენტების უკუკავშირიც მოწმობს:
"სამანი ყაზბეგში, კერძოდ სტეფანწმინდაში, მდებარეობს. რესტორანი ერთი წლის წინ გაიხსნა ტერაბანკის მხარდაჭერით. ბანკი, ასევე, დაგვეხმარა სახელმწიფოსგან სუბსიდიის მიღებაში. ჩვენს რესტორანში სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებით ვუმასპინძლდებით. რესტორანი ფუნქციონირებს ოთხივე სეზონზე. ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ სტუმრებს შევთავაზოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო გამოცდილება." - ტერაბანკის ბიზნესკლიენტის "სამანის" მფლობელი, ანდრია ხუციშვილი.
"სადგური არის ადგილი ასურეთში, რომელიც გერმანელებმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დააარსეს. სადგური ცდილობს, რომ ტრადიციები, რომლებიც გერმანელებს ჰქონდათ, შეინარჩუნოს. ამ პროცესში ტერაბანკი ძალიან დაგვეხმარა. მაშინ, როდესაც გვჭირდებოდა დამატებითი დაფინანსება იმისათვის, რომ გავფართოებულიყავით, პრობლემები მოგვეგვარებინა და უკეთესად დავხვედროდით სტუმრებს, გავაკეთეთ პატარა კვლევა ბანკებს შორის და ყველაზე მეტად მხარში დაგვიდგა ტერაბანკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პარტნიორია ჩვენთვის." - ტერაბანკის ბიზნესკლიენტის "სადგურის" მფლობელი, რუსუდან ბარათაშვილი.
ტერაბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს.