TEDxTbilisi ბრუნდება! ღონისძიება 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარდება, მთავარი თემა კი "პატარა ნაბიჯები" იქნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წელს TEDxTbilisi სცენას 25+ წლის გამომსვლელებს დაუთმობს, რომლებიც საკუთარ განსაკუთრებულ გამოცდილებებზე, ხედვებსა თუ იდეებზე გვესაუბრებიან

ღონისძიება 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარდება, მთავარი თემა კი "პატარა ნაბიჯები" იქნება - მიზნამდე მისაღწევი გზა პატარა ცვლილებებით იწყება და გამომსვლელებისგან მოისმენთ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც დიდი იდეების განსახორციელებლად აუცილებელია.

"ყველას გვქონია მიზნები და ყველას დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგვისახავს ამ წერტილამდე მისასვლელი გზა, რომელიც ხან ტკბილ, ხან კი მეტისმეტად მწარე გამოდგება ხოლმე, მაგრამ ამ რთულ გზაზე მოგზაურობისას ზუსტად იცი, რომ ეს შედეგი ყველა გამოცდილებად გიღირს.

როგორც იცით, TEDxTbilisi ყოველწლიურად იმართება, ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და ვიცით, წინ არაერთი გაოცება თუ აღფრთოვანება გველის. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი წლევანდელი სპიკერების გამოცდილებები მსმენელისთვისაც ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორც ჩვენთვისაა ხოლმე." - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ამჟამად TEDxTbilisi სპიკერების შერჩევის ეტაპზეა, დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ფორმა ან გაუზიარეთ იმ ადამიანებს, ვისი ხილვაც TEDxTbilisi-ის სცენაზე გსურთ.

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. 2023 წელს TEDxTbilisi-ის 10 წლის იუბილე აღნიშნა.

პროექტის მთავარი მიზანი სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა.