თბილისი ნექსთის მსოფლიო რუკაზე, საერთაშორი ბრენდის ახალი პროექტი Tbilisi Oriental by NEXT
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
NEXT 2018 წელს დაარსებული ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც მოკლე დროში საერთაშორისო ბრენდის სახე შექმნა და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
დღეს ნექსთი წარმატებულ პროექტებს სამ კონტინენტსა და 6 ქალაქში ახორციელებს: ბათუმში, თბილისში, დუბაიში, ნაირობიში, მარბეიასა და ზანზიბარში. თბილისის ბაზარზე კომპანიამ ოპერირება ახლახან დაიწყო, დედაქალქში ნექსთს განსაკუთრებით დიდი და ამბიციური გეგმები აქვს.
კომპანიის პორტფოლიო 420,000 მ²-ზე მეტ საცხოვრებელ, სასტუმროსა და კომერციულ სივრცეს მოიცავს. NEXT-ის გამოცდილება და ფინანსური სტაბილურობა საერთაშორისო ინვესტორებს აძლევს წვდომას მაღალშემოსავლიან ტურისტულ პროექტებზე, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებზე.
თბილისის არქიტექტურულ პანორამას უახლესი მრავალფუნქციური, თანამედროვე შენობა დაემატება Tbilisi Oriental by NEXT. 21-სართულიანი კომპლექსი გამორჩეული გეომეტრიული ფორმებითა და თანამედროვე სტილით ორთაჭალის ისტორიულ უბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
შენობის აღწერილობა
Tbilisi Oriental სამ ძირითად ნაწილად იყოფა:
- პოდიუმი – პირველ ორ სართულზე განთავსდება რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და კომერციული სივრცეები.
- ოფისები – პოდიუმის ზედა ორ სართულზე იქნება თანამედროვე საოფისე გარემო.
- საცხოვრებელი ზონა – დარჩენილი 17 სართული მთლიანად დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეს.
ასევე, შენობის მიწისქვეშა ორ სართულზე მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების, ვიზიტორებისა და პერსონალის საჭიროებებს.
ადგილმდებარეობა
პროექტი განთავსებულია ორთაჭალაში, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების გზაგასაყარზე. მისი უნიკალური ლოკაცია უზრუნველყოფს 360-გრადუსიან ხედებს ძველ თბილისსა და მტკვარზე. ყველა ბინას ექნება ფართო აივანი, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს დატკბნენ ქალაქის პანორამული სილამაზით.
არქიტექტურული სტილი
შენობის არქიტექტურა შექმნილია High-tech სტილში – ინდუსტრიული ჟანრის თანამედროვე გაგრძელება. აქცენტი გაკეთებულია რკინის ელემენტებზე, რომლებიც ტრადიციულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასთან ერთად შენობას სიძლიერესა და ვიზუალურ სიმსუბუქეს სძენს. Tbilisi Oriental ამ მხრივ პიონერული პროექტია საქართველოში და მნიშვნელოვან არქიტექტურულ ღირებულებას მატებს ქალაქს.
შთაგონება
High-tech სტილის შერჩევა განაპირობა შენობის მიმდებარე არსებულმა ინდუსტრიულმა შენობებმა და გარემომ, კერძოდ ორთაჭალის ჰესმა, რომელიც თავის მხრივ ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის შედევრს წარმოადგენს.
გავლენა
Tbilisi Oriental თავისი მრავალფუნქციური ხასიათით არა მხოლოდ მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტია, არამედ ეკონომიკური განვითარების სტიმულიც, რადგან მის ფარგლებში არსებული კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები გააძლიერებს არეალის ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობას.
მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ საიტს - https://next-property.com/