თბილისი აუთლეტ ვილიჯი 26 სექტემბერს გაიხსნება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება თბილისი აუთლეტ ვილიჯი – რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტ ვილიჯი. ახალი სივრცე ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას, საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებსა და გასტრონომიულ სივრცეებს შესთავაზებს.
გახსნის ღონისძიება 3-დღიანი ფესტივალის ფორმატში ჩატარდება, სადაც დაუვიწყარი საფესტივალო განწყობა შეიქმენება, მოსულ სტუმრებს კი მრავალფეროვანი, სიურპრიზებით სავსე თავგადასავალი დახვდებათ.
მსოფლიოში აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია სულ უფრო ტრენდული ხდება, თბილისის ცენტრიდან, 30 წუთის სავალზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ ცნობილი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდები განსაკუთრებული ფასდაკლებით და ამავდროულად დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
თბილისი აუთლეტ ვილიჯის მიზანია შოპინგის გამოცდილების ტრანსფორმაცია და ახალი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება ქალაქში, ქვეყანაში და რეგიონში. აუთლეტში წარმოდგენილი იქნება პრემიუმ კატეგორიის ბრენდები, მათ შორის ისეთი, რომლებიც პირველად შემოვლენ ქართულ ბაზარზე.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანიამ L35-მა დააპროექტა, ხოლო პროექტის დეველოპმენტზე საქართველოში წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია - დომუსმა იმუშავა. აუთლეტ ვილიჯის დიზაინი ჰარმონიულად აერთიანებს ძველი თბილისის დეტალებსა და თანამედროვე არქიტექტურულ ტენდენციებს.
თბილისი აუთლეტ ვილიჯმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – პროექტი დასახელდა "წლის საუკეთესო მომავლის პროექტად" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ასევე ხაზს უსვამს მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას.
ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე https://maps.app.goo.gl/Z64xHZgY9Tm3bYGb9