Silk Bank-ში საკრედიტო ლიმიტის გაგებას 1 წუთში შეძლებ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Silk Bank მომხმარებლებისთვის ფინანსურ გადაწყვეტილებებს კიდევ უფრო ამარტივებს — ბანკის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია საკრედიტო ლიმიტის შემოწმება სულ რამდენიმე ნაბიჯით, მაქსიმუმ, ერთ წუთში.
ახალი ციფრული სერვისის მეშვეობით მომხმარებელი მხოლოდ ძირითად პირად ინფორმაციას შეიყვანს, — სახელს, გვარს, პირად ნომერსა და შემოსავალს, — რის შემდეგაც სისტემა მომენტალურად დააგენერირებს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს. ამ ლიმიტის გააქტიურება კი ძალიან მარტივია სილქის მობაილბანკიდან, რეგისტრაციის დასრულებისთანავე მთავარ გვერდზე დაგხვდებათ წინასწარ დამტკიცებული სესხი.
დაგენერირებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამომხმარებლო სესხის, ისე მერე ბარათის ფარგლებში: სამომხმარებლო სესხისთვის ლიმიტი განსაზღვრულია 70 000 ლარამდე, ხოლო მერე ბარათისთვის — 30 000 ლარამდე.

სამომხმარებლო სესხი
სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია მობაილბანკიდან ნებისმიერი მიზნობრიობით — იქნება ეს რემონტი, მოგზაურობა, ახალი ტექნიკის შეძენა თუ ყოველდღიური საჭიროებები. სრული პროცესი მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში და არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენასა და ბანკში ვიზიტს. პირობები კი მაქსიმალურად მორგებულია თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალურად — სისტემა თავად განსაზღვრავს ხელმისაწვდომ ლიმიტს და გთავაზობს გადახდის ოპტიმალურ გრაფიკს, შენს შემოსავალზე დაყრდნობით.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათთვის სესხის დამტკიცება, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია — ხშირ შემთხვევაში ბანკებს არ აქვთ მკაფიო მექანიზმი მათი შემოსავლების დასადასტურებლად; ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს სესხის მიღებას. Silk Bank-ში ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია: ბანკის ციფრული სისტემა აერთიანებს ალტერნატიულ ანალიტიკას და თვითდასაქმებულებისთვის სესხის მიღება მარტივდება, თანაც მათთვისაც ისევე ხელმისაწვდომი ხდება, როგორც ოფიციალურად დასაქმებული პირებისთვის.

მერე ბარათი — 12 თვემდე განაწილება ეფექტურ 0%-ად
მერე ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს სასურველი პროდუქტი ან მომსახურება ეფექტურ 0%-ად და თანხა გაანაწილოს 3-იდან 12 თვემდე ვადაში, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. ამასთანავე, მერე ბარათის საკრედიტო ლიმიტი 30 000 ლარია, რითაც უკონკურენტოა ბაზარზე. ბარათით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, პარტნიორ ობიექტებში.
Silk Bank აგრძელებს ინოვაციური, მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ფინანსური სერვისების დანერგვას, რაც საბანკო გამოცდილებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს ხდის.