SENSORIUM WORLDS - ახალი, ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც SELETTI-სთან თანამშრომლობით შეიქმნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
25 ოქტომბერს, მილანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგამოფენო დარბაზში ღონისძიება "Sensorium Worlds" გაიმართა, რომელიც დამთვალიერებელს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობდა. ღონისძიება ფილიპ მორისისა და SELETTI-ს ბრენდის ერთწლიანი კოლაბორაციის აღსანიშნად ჩატარდა - თანამშრომლობის, რომელიც ქმნის სივრცეს მუდმივი ძიებისა და აღმოჩენებისთვის.
ცნობისმოყვარეობა იყო ის, რაც ხელოვანებისა და არტისტებისთვის შექმნილ, გლობალურ პლატფორმა "Curious X"-ს დაედო საფუძვლად, ხოლო შემდეგ, " Sensorium Worlds"-ის ინსპირაციად იქცა. შესაბამისად, ღონისძიებაც ერთგვარად წარმოადგენდა თამამი ნამუშევრებისა და არაორდინალური მუსიკის თანხვედრას, რომელიც აცოცხლებს ცნობისმოყვარეობასა და შთამაგონებელია ადამიანური ემოციების გასაღვივებლად.
"ცნობისმოყვარეობა ადამიანის შინაგანი ძალაა, რომელიც მუდმივი მოძრაობისკენ და პოზიტიური ცვლილებისკენ გვიბიძგებს. სწორედ ის არის, რაც ჩვენში მუდმივად უკეთესი გამოცდილების, ახალი პერსპექტივის ძიების სურვილს იწვევს და გვაძლევს მოტივაციას, გამოვიწვიოთ არსებული status quo", - აღნიშნავს სტეფანო ვოლპეტი, PMI-ის მომხმარებელთა უფროსი ოფიცერი და უკვამლო პროდუქტების პრეზიდენტი.
"Sensorium Worlds"-ის ღონისძიებამდე მოგზაურობა 2025 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე დაიწყო, რომელიც გამორჩეული და ინტერაქტიული ინსტალაციით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლოკაციად იქცა. ამავე წლის ივნისში, თანამშრომლობა "Curious Minds"-ის ვორქშოპით გაგრძელდა, რომელსაც SELETTI-ის სტუდიამ უმასპინძლა. ამ ვორქშოპში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი 20 არტისტი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, გაეცვალათ იდეები და კრეატიული ხედვები.
მათ მიერ წლის განმავლობაში შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა კულტურაში მოგზაურობას ირეკლავდა, "Sensorium Worlds"-ზე გამოიფინა. ის შთამბეჭდავი გამოცდილება და უსასრულო შესაძლებლობების განცდა, რომელიც მათ შექმნეს, მხოლოდ მაშინ იბადება, როცა სხვადასხვა სფეროს ხელოვანი ერთიანდება და საკუთარ ხედვებს აზიარებს.
"კრეატიული პროცესი იყო იდეებითა და ენთუზიაზმით სავსე. ჩვენთვის დიდი პატივი იყო, გვქონოდა შესაძლებლობა, თავი მოგვეყარა ამდენი განსხვავებული, მულტიდისციპლინარული არტისტისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაგვეცვალა იდეები", - აღნიშნავს სტეფანო სელეტი, SELETTI-ის კრეატიული დირექტორი და ხელმძღვანელი.
ღონისძიების დასასრულს კი, შედგა SELETTI-სთან კოლაბორაციით შექმნილი, ლიმიტირებული კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც ტექნოლოგიისა და კრეატიულობის შერწყმით შექმნილი მოწყობილობებისა და აქსესუარების ფართო პორტფოლიოს აერთიანებს.