Scania-ს ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა Scania საქართველო ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებს როგორც Scania-ს სატვირთო ავტომობილებს, ასევე - სრული ტექნიკურ მომსახურებას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Georgian Truck Company ამბოლის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2025 წლის თებერვალში დაარსდა. ამავე წლის მარტიდან კომპანია გახდა Scania-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ოქტომბრის თვიდან Scania საქართველო სრული ძალებით დაიწყებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე და ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებს როგორც Scania-ს სატვირთო ავტომობილებს, ასევე - სრული ტექნიკურ მომსახურებას.
დეტალურად კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Georgian Truck Company-ს გენერალურ მენეჯერს, იოსებ ფხალაძეს გავესაუბრეთ:
რა პროდუქტებს შესთავაზებს Scania მომხმარებლებს?
მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი სპეციფიკაციის სატვირთო ავტომობილები და მიიღონ ჩვენს სერვის-ცენტრში კვალიფიციური მომსახურება. გვაქვს ორიგინალი სათადარიგო ნაწილების დიდი არჩევანი და შესაძლებელია Scania-ს ორიგინალი საცხებ-საპოხი მასალების შეძენაც.
პროდუქტებთან ერთად, როგორი ტიპის სერვისებს მიიღებენ მომხმარებლები?
შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სახის მომსახურების მიღება შეუძლია ჩვენს სერვის-ცენტრში მოსულ მომხმარებელს. ვინადაინ გვაქვს Scania-ს ავტორიზირებული ხელსაწყოები და შევძლებთ ნებისმიერი სირთულის სამუშაოების შესრულებას. მინდა აღვნიშნო, რომ ვსარგებლობთ Scania-ს ლიცენზირებული პროგრამით და მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ელექტრო დიაგნოსტიკას. გვყავს კვალიფიციური მექანიკოსები, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური, როგორც თეორიული, ასევე - პრაქტიკული გადამზადება. მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს, მათ შორის: ძრავისა და გადაცემათა კოლოფის, სავალი ნაწილის შეკეთებას, ჰაერის სისტემის შემოწმებასა და სრულ ელექტრო დიაგნოსტიკას.
რა გამოარჩევს Scania-ს კონკურენტებისგან საქართველოში?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში, განსაკუთრებით სატვირთო მიმართულებით, ძალიან ძნელია, მიიღო კარგი და სანდო მომსახურება. ვინაიდან ბაზარზე კვალიფიციური მექანიკოსების სიმცირეა. მოგეხსენებათ Scania არის ერთ-ერთი უმსხვილესი მანქანათმწარმოებელი შვედური კომპანია, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს სრულყოფილი გახადოს მომსახურება და შეუმსუბუქოს კომერციული ავტომობილების მფლობელებს ყოველდღიურობა. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, საქართველოში დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები, შევთავაზოთ ქართულ კომპანიებს ხელმისაწვდომი და სანდო მომსახურება. Scania-ში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია მექანიკოსის კარიერულ განვითარებას და ჩვენი რესურსების უდიდესი ნაწილიც მიმართულია მომსახურე პერსონალის განვითარებაში. მოგეხსენებათ, კომერციული ავტომობილების მფლობელებისთვის თითოეული დაყოვნებული საათი სერვისში დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჯორჯიან თრაქ კომპანიში დასაქმებული ადამიანები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, რაც ავტომატურად ნიშნავს სწრაფ და სანდო სერვისს მომხმარებლებისთვის.
როგორია Scania-ს სამომავლო გეგმები?
Scania საქართველო აპირებს გეოგრაფიულ ექსპანსიას, რადგან გვსურს, ჩვენი სერვისები საქართველოს ნებისმიერ წერტილში იყოს ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში რამდენიმე დიდ ქალაქში გავხსნით სერვის-ცენტრებს. ხოლო გრძელვადიან პერიოდში გვსურს, Scania საქართველო რეგიონალური ცენტრი გახდეს და სრულებით ვპასუხობდეთ იმ მოთხოვნებს, რაც თანამედროვე მსოფლიოშია სატვირთო მიმართულებით.
და ბოლოს, სად მდებარეობს Scania-ს სერვის-ცენტრი?
Scania-ს ოფიციალური სერვის-ცენტრის მისამართია: სოფელი მარტყოფი, მე-60 ქუჩა, #28.