როცა ბრენდი ისმენს: Hapttic x Ambassadori Island Batumi

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორ ეხმარება ინტერნეტში მიმდინარე საუბრების ანალიზი ბრენდს, უკეთ გაიგოს აუდიტორიის განწყობა და შექმნას უფრო ზუსტი კომუნიკაცია? რას ნიშნავს, როცა მარკეტინგული გადაწყვეტილებები ინტუიციის ნაცვლად ფაქტებით მიიღება?

ამ კითხვებზე პასუხს Ambassadori Island Batumi-ის მიდგომა გვაძლევს, რომელიც Hapttic-ის გამოყენებით მარკეტინგსა და კომუნიკაციებს საფუძვლიანად უკავშირებს ანალიზს, ტენდენციებს და მომხმარებლის ხმას.

მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა უძრავი ქონების მარკეტინგში

უძრავი ქონების შეძენა სენსიტიური და ემოციურად დატვირთული გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიდ ინვესტიციას ეხება და როცა ეს არა უბრალოდ ბინადრობისთვის, არამედ გრძელვადიანი ხედვისთვის ხდება.

ამიტომაც, ასეთ სფეროში მარკეტინგული კომუნიკაცია ვეღარ ეყრდნობა მხოლოდ ლამაზ ვიზუალურ მასალებსა და ზოგად დაპირებებს. Ambassadori Island Batumi-ს გამოცდილება აჩვენებს, რომ მაღალი ღირებულების გადაწყვეტილებებზე საუბარი იწყება არა მხოლოდ ფასით, არამედ ნდობით - აუდიტორიის მოლოდინის, შეხედულებებისა და ემოციების ღრმა გააზრებით.

ინტერნეტ ინტელექტი და Social Listening-ი სწორედ ამ პროცესების ზუსტად წარმართვაში გვეხმარება, რისთვისაც Ambassadori Island Batumi იყენებს Hapttic-ის პლატფორმას და პასუხობს ისე შეკითხვებს, როგორიცაა:

  • რა განწყობაა ონლაინ საუბრებში ბრენდის მიმართ?
  • რა თემები იწვევს ყველაზე მეტ ჩართულობას?
  • როგორია აუდიტორიის დამოკიდებულება კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და კამპანიებზე?
  • რა ტენდენციებია დისკუსიებში, რომლებიც გავლენას ახდენს სფეროს აღქმაზე?

Hapttic-ის პლატფორმა საშუალებას აძლევს გუნდს რეალურ დროში შეაფასოს ონლაინ დისკუსიების ტონი, ემოცია და შინაარსი. ეს მონაცემები კი ხდება საფუძველი არა მხოლოდ ანალიზისთვის, არამედ სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებადაც.

მაგალითად, კამპანიის გაშვების შემდეგ მიღებული გამოხმაურებების ტენორი შეიძლება გახდეს მიზეზი მესიჯის კორექტირებისთვის ან დიზაინის გადახედვისთვის. ასე იქმნება ცოცხალი კომუნიკაცია, რომელიც მუდმივად ეყრდნობა რეალურ უკუკავშირს.

როცა ბრენდი უსმენს

Ambassadori Island Batumi-ს მიდგომა აჩვენებს, რომ თანამედროვე მარკეტინგი მხოლოდ საუბარი აღარ არის - ეს არის მუდმივი მოსმენა, გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება.

ინტერნეტში არსებული ინფორმაციის სწორად გამოყენება კომპანიას აძლევს საშუალებას, იმოქმედოს არა გრძნობებზე დაყრდნობით, არამედ ცოდნაზე - და სწორედ აქ იკვეთება ახალი სტანდარტი, სადაც მარკეტინგი იწყება მონაცემებით და მთავრდება უკეთ გაგებული მომხმარებლით.