როგორ გარდაქმნა SMART Accounting-მა საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის ოპერაციები ერთიანი ციფრული სისტემით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც კომპანიის მიზანი გრძელვადიანი ზრდა და სტაბილური სისტემური მართვაა, ტექნოლოგიური განახლება გარდაუვალი ხდება. Sonniva Georgia-მ ეს ნაბიჯი უკვე გადადგა — წარმატებით განახორციელა Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ლოკალიზებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია SMART business-ის გამოცდილ გუნდთან ერთად.

თანამედროვე ERP სისტემის Microsoft Dynamics 365 Business Central- ის ბაზაზე შექმნილი ლოკალიზებული გადაწყვეტილება SMART Accounting უზრუნველყოფს გაყიდვების, მარაგების, ფინანსების, შესყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების გაერთიანებას ერთ პლატფორმაზე.

წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, Sonniva Georgia-ს უკვე აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები რეალურ დროში და გამჭვირვალედ მართოს ყველა ოპერაციული პროცესი მაღაზიების მასშტაბით. ეს გარდამტეხი ნაბიჯი კომპანიისთვის ქმნის სტაბილურ და მოქნილ ტექნოლოგიურ საფუძველს, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს მიმდინარე საქმიანობას, არამედ სრულად ამზადებს მომავალი გაფართოებისთვისაც.

Microsoft-ის სანდო პარტნიორმა კომპანია SMART business Georgia-მ Sonniva-სთვის შექმნა ციფრული სივრცე, რომელიც მთლიანად ერგება კომპანიის სპეციფიკას და საშუალებას აძლევს მას სწრაფად უპასუხოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.

თუ თქვენც ეძებთ ინოვაციურ და ციფრულ გზებს საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის ეფექტური მართვისთვის, SMART business Georgia მზად არის გაგიზიაროთ პრაქტიკული გამოცდილება და დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევაში.