როდესაც ბიზნესი ხანძრის შედეგად ნადგურდება - როგორ იცავს ,,ირაო'' საკუთარ კლიენტებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის 30 აპრილს თბილისში მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა შპს ,,ბაქანის'' კუთვნილი ბაზრობა. მასშტაბური ზარალის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანია ,,ირაომ'' სწრაფად აანაზღაურა კომპანიის მნიშვნელოვანი დანაკარგები.

ამ შემთხვევის შესახებ დეტალებს გვიზიარებს სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ლევან თედორაძე, რათა უკეთ გავიგოთ, რა მექანიზმებმა იმუშავა ამ რთული სიტუაციის მოსაგვარებლად და რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის სანდო სადაზღვევო პარტნიორის არჩევა.

თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ, რა ტიპის შემთხვევასთან გვქონდა საქმე?

2025 წლის 30 აპრილს, ქალაქ თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად სერიოზული ზარალი მიადგა ბიზნესსექტორს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე ვერ დადგინდა, თუმცა მისმა შედეგებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რიგით ადამიანებზე. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ქონების დაზღვევა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ასეთ არაპროგნოზირებად სიტუაციებში.

რა სახის ქონებას შეეხო ხანძარი და რამდენად დიდი იყო ზარალის მასშტაბი?

ხანძარმა სრულად გაანადგურა შპს ,,ბაქანის'' კუთვნილი ბაზრობა. ეს არ იყო მხოლოდ შენობის დაზიანება - სრულად დაიწვა როგორც არქიტექტურული კონსტრუქცია, ასევე მთელი საქონელი - მოვაჭრეების წლების განმავლობაში დაგროვებული მარაგები წამებში ქრებოდა. ეს იყო ისეთი კატასტროფა, რომლის შედეგად ბიზნესი ნულიდან აღდგენას საჭიროებდა.

როგორი იყო კომპანიის რეაგირება, რამდენად სწრაფად ჩაერთო ,,ირაო'' ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესში?

,,ირაო'' შემთხვევის გაცხადებისთანავე მყისიერად ჩაერთო სიტუაციის მოგვარების პროცესში. პირველ ეტაპზე გაიმართა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად შეთანხმდა რეგულირების მთელი პროცედურა და განისაზღვრა საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა. საგამოძიებო ორგანოების მიერ დაზარალებულად ცნობის ოფიციალური დოკუმენტის გაცემის შემდეგ კი, ,,ირაომ'' დაუყოვნებლივ დაიწყო რეგულირების აქტების მომზადება და ანაზღაურების პროცესის ორგანიზება.

იყო თუ არა ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ,,ირაოს'' პრაქტიკაში დაფიქსირდა?

,,ირაოს'' პრაქტიკაში სხვადასხვა ოდენობის ზარალის ანაზღაურება რეგულარულად ხდება, თუმცა ყველაზე მასშტაბური, რაც მახსენდება, ეს იყო 2024 წლის დეკემბერში შპს "ჰიდროენერჯის'' ნახიდურ-ჰესის ზარალი, რომლის ოდენობამ 1,567,170.99 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კომპანია მზადაა და აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსები საიმისოდ, რომ სამართლიანად და გამჭვირვალედ მოაგვაროს თავისი კლიენტების საჭიროებები. ყოველი შემთხვევა უნიკალურია, თუმცა ,,ირაოს'' მიდგომა უცვლელი რჩება - ჩვენთვის მთავარია პასუხისმგებლობა და კლიენტზე ორიენტირებული სერვისი.

როგორ აძლიერებს მსგავსი შემთხვევები ,,ირაოს'' პოზიციონირებას ბაზარზე?

ასეთი მასშტაბური შემთხვევები ყველაზე კარგად ასახავს ,,ირაოს'' რეალურ შესაძლებლობებსა და ფინანსურ სიმყარეს. როცა კომპანიას დიდ ზარალზეც კი სწრაფი და სრულყოფილი რეაგირება გაქვს, ეს აძლიერებს ნდობას როგორც არსებული კლიენტების, ასევე პოტენციური მომხმარებლებისა და ბიზნესპარტნიორების მხრიდან. ბაზარზე სადაზღვევო კომპანია ,,ირაოს'' მაღალი რეპუტაცია წლების განმავლობაში სწორედ ასეთი გამოცდილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა.

როგორ ფიქრობთ, დღეს ქართულ ბიზნესს რამდენად აქვს რესურსი, რომ ასეთ რისკებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს?

დღევანდელი ეკონომიკური რეალობის ფონზე, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რთულია ასეთი მასშტაბური ფინანსური დანაკარგის დამოუკიდებლად გაწევა. როდესაც ბიზნესი წლებია აშენებს თავის კაპიტალსა და რეპუტაციას, ერთმა ხანძარმა ან სტიქიურმა უბედურებამ შეიძლება ეს ყველაფერი ერთ დღეში გაანადგუროს. მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც ქართული ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენენ, ვერ გაუძლებენ ასეთ დარტყმებს, ამიტომაც ხშირად ვამბობთ, რომ კორპორატიული დაზღვევა დღეს უკვე აღარ არის დამატებითი სერვისი - ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესინსტრუმენტია მსგავს სიტუაციებში გადასარჩენად.

დაბოლოს, რას ურჩევთ ბიზნესებს, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი ქონება ეფექტურად?

პირველ რიგში, აუცილებელია რისკების სწორი ანალიზი - ყოველ ბიზნესს აქვს თავისი უნიკალური საფრთხეები, იქნება ეს ხანძარი, სტიქიური უბედურება, კიბერთავდასხმა თუ სხვა. მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების დანერგვა - უსაფრთხოების ღონისძიებები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, პერსონალის ტრენინგები და ამასთან ერთად, ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტაბილური და სანდო სადაზღვევო პარტნიორის შერჩევას, რომელიც სრულად კლიენტზე იქნება ორიენტირებული.