რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების "თბილისი აუთლეტ ვილიჯი" გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისი აუთლეტ ვილიჯი 26 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა და დედაქალაქს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შოპინგ სივრცეც შეემატა.

რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია მსოფლიოს ტენდენციებს მიჰყვება: ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 30 წუთში, ვიზიტორებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საერთაშორისო პრემიუმ ბრენდები განსაკუთრებული ფასდაკლებით და დრო სასიამოვნოდ გაატარონ როგორც შოპინგით, ისე ღია სივრცეებსა და გასტრონომიულ ზონებში დასვენებით. ორგანიზატორების თქმით, სწორედ ესაა ახალი დანიშნულების ადგილის ფილოსოფია: პრემიუმ შოპინგის გამოცდილება და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა.

თბილისი აუთლეტ ვილიჯი მიზნად ისახავს შოპინგის გამოცდილების ტრანსფორმაციას ქალაქში, ქვეყანასა და რეგიონში. სივრცე ეტაპობრივად გააერთიანებს პრემიუმ კატეგორიის ბრენდებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც პირველად შემოდიან ქართულ ბაზარზე, და ერთ ეკოსისტემაში შეკრავს მოდას, გართობასა და სტუმარ-მასპინძლობას.

ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისი აუთლეტ ვილიჯმა დახურულ ფორმატში პირველი სტუმრები მიიღო და მათ კონცეფცია წინასწარ გააცნო. 23 სექტემბერს გამართული ტურის მონაწილეებმა ახლოდან დაათვალიერეს სრულიად ახალი სივრცე და მიიღეს გამოცდილება, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავდნენ, "დედაქალაქს მნიშვნელოვან და აქამდე არარსებულ შოპინგ-სივრცეს" შემატებს.

პროექტი ესპანურმა არქიტექტურულმა ბიურო L35-მა დააპროექტა, დეველოპმენტზე კი საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ "დომუსმა" იმუშავა. არქიტექტურული გადაწყვეტა ორგანულად აერთიანებს ძველი თბილისის დეტალებს თანამედროვე ხაზებთან, რის შედეგადაც შეიქმნა გარემო, რომელიც ნაცნობ ქალაქურ იდენტობას ახალ საერთაშორისო ხარისხთან აკავშირებს.

სივრცის მნიშვნელობა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე: თბილისი აუთლეტ ვილიჯი დასახელდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის "წლის საუკეთესო მომავლის პროექტად", რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი კონცეფციის უნიკალურობასა და პოტენციალს.

გახსნის ღონისძიება 3-დღიანი ფესტივალის ფორმატში გაგრძელდება. სტუმრებს ყოველდღიურად დახვდებათ ახალი აქტივობები და შეთავაზებები.

ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე?

https://maps.app.goo.gl/Z64xHZgY9Tm3bYGb9