პლატფორმული ბიზნესის როლი ეკონომიკის განვითარებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში, პლატფორმული ბიზნესი, მათ შორის მიტანის სერვისი (ე.წ. დელივერი) გლობალურ ეკონომიკაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად იქცა. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ არა მხოლოდ მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება გაამარტივა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკის სტრუქტურაზეც. ეს ტენდენცია თვალსაჩინოა საქართველოშიც, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.

კომფორტული სერვისის გარდა პლატფორმულ ბიზნესს კიდევ არაერთი უპირატესობა გამოარჩევს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს პლატფორმული ბიზნესის ეკონომიკური ღირებულება. კომპანიები, რომლებიც ამ სექტორში ოპერირებენ, ქმნიან შემოსავლების მიღებისა თუ ზრდის ახალ შესაძლებლობებს. საუბარია ათასობით პარტნიორ კურიერზე, რომელიც მოქნილი პირობებით, საკუთარი არჩევანის შესაბამისად იღებს და ასრულებს შეკვეთას და აქედან გამომდინარე, აკონტროლებს საკუთარი შემოსავლის მოცულობასაც.

გარდა ამისა, პლატფორმული ბიზნესი არის საუკეთესო შესაძლებლობა ბიზნესისთვის, გაიზარდოს მისი ონლაინ-გაყიდვები და შესაბამისად - შემოსავალი. ხშირ შემთხვევაში, დელივერი სერვისის მიმწოდებელი კომპანიების პლატფორმა გაყიდვებისა და ზრდის ერთადერთი შესაძლებლობაა დამწყები ბიზნესისთვის, რომელსაც საკუთარი პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზებისთვის ფიზიკური სივრცე არ გააჩნია.

საქართველოში დელივერი სექტორში რამდენიმე კომპანია ოპერირებს. მათ შორის, სფეროს გამორჩეული ლიდერია ფინური ტექნოლოგიური კომპანია ვოლტი, რომელიც მომხმარებელს მუდმივად ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის სერვისს თავაზობს. საქართველოში ოპერირების დაწყების დღიდან ვოლტი, სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, დამატებითი თუ ძირითადი შემოსავლის მიღების წყარო გახდა ათასობით პარტნიორი კურიერისთვის და პარტნიორი ბიზნესებისთვის.

პლატფორმული ბიზნესის კიდევ ერთი უპირატესობა მისი დივერსიფიკაცია და მასშტაბია, რამდენადაც ის შესაძლებელს ხდის, მომსახურება რეგიონშიც განვითარდეს. ვოლტი დღეს დედაქალაქის გარდა, საქართველოს 8 ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქობულეთი, გორი, რუსთავი, თელავი) ოპერირებს, რაც რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების კარგი შესაძლებლობაა. ამავდროულად, ვითარდება მიტანის სერვისი, აქტიურდება რეგიონული ეკონომიკა, ხოლო ლოკალურ ბიზნესებს ეძლევათ ბაზრის ათვისებისა და ზრდის შესაძლებლობა.

გარდა ტრადიციული სერვისებისა, ვოლტი ბაზარს არაერთ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად Wolt Drive, Wolt Market და ახალი ფუნქცია, რომელიც ამანათების მიღებისა და გაგზავნის სერვისს გულისხმობს. მეგობრისთვის საჩუქრის გაგზავნა, დოკუმენტების მიღება ან შეძენილი ნივთის მიღება ვოლტის აპლიკაციის გამოყენებით ერთ წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. ნივთის მიტანას კი, ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდება.

ვოლტის სახელი უკავშირდება მოქნილი გრაფიკით მიღებულ შემოსავლებს, ბიზნესის, მათ შორის სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მომხმარებლამდე მარტივად და სწრაფად მიტანას. ამას უახლესი კვლევის შედეგებიც ადასტურებს. ბიზნესისა და შემოსავლების ზრდა, სწრაფი და კომფორტული მიტანა, მოსახერხებელი სერვისი და ფართო მომხმარებელზე წვდომა - სწორედ ეს არის ის ძირითადი ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ვოლტმა საუკეთესო შეფასებები მიიღო 2025 წლის კვლევაში.

ცნობისათვის, კომპანია ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ატარებს პარტნიორი კურიერების, პარტნიორი ბიზნეს ობიექტების და მომხმარებლის კმაყოფილების კვლევას, რათა მომავალი ნაბიჯები სწორედ კვლევის მთავარ მიგნებების გათვალისწინებით დაგეგმოს.

გამოკითხული პარტნიორი ობიექტების 57% აცხადებს, რომ ვოლტთან პარტნიორობამ მისი შემოსავლები გაზარდა. ამდენივეა იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც მიტანის არსებული პლატფორმებიდან სწორედ ვოლტის სერვისს ირჩევს. კომპანიები ვოლტთან პარტნიორობის შედეგად მიღებულ ძირითად სარგებლად გაყიდვების ზრდას, მომხმარებლისთვის სწრაფი მიტანის სერვისის შეთავაზებას, ფართო მომხმარებელზე წვდომის თუ ონლაინ-გაყიდვების შესაძლებლობას და ვოლტის მარკეტინგული შეთავაზებებით სარგებლობას ასახელებენ.

გამოკითხული კომპანიების 63%-ს ვოლტთან პარტნიორობის შედეგად გაეზარდა გაყიდვები და შესაბამისად - შემოსავლები; 62%-ს ვოლტი ბიზნესის გაციფრულებაში დაეხმარა და მოემატა მომხმარებლის რაოდენობაც. რაც შეეხება მომხმარებლის კმაყოფილებას, ვოლტი აქაც მოწინავე პოზიციებზეა. გამოკითხულთა 66% ვოლტს სწრაფი მიტანის სერვისის გამო ირჩევს.

პლატფორმული ბიზნესის ზრდის ტემპი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებასთან, რამდენადაც ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ჩნდება ციფრულ მოდელზე ორიენტირებული სულ უფრო მეტი ახალი სტარტაპი, ხდება სერვისების დიგიტალიზაცია და ახალი უნარ-ჩვევების შეძენა.

მიტანის სერვისი და პლატფორმული ბიზნესი საქართველოში კომფორტის გარდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. გარდა იმისა, რომ ის წარმოადგენს შემოსავლის მიღების მნიშვნელოვან საშუალებას, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას, რეგიონულ განვითარებას და გლობალურ ტენდენციებთან საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირებას.