პირველი პრემიალური ბიზნეს ბარათი რეგიონში: Mastercard Corporate Card — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გარემო, რომელშიც ბიზნესი იქმნება, სულ უფრო სწრაფად იცვლება — გადაწყვეტილებების მიღებას წამები სჭირდება, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში იგეგმება, ხოლო კომფორტი ხშირად წარმატების წინაპირობა ხდება. სწორედ ასეთ დინამიკურ ბიზნეს რეალობაში, Mastercard-მა საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, შექმნა ახალი პროდუქტი, რომელიც ლიდერებისთვისაა შექმნილი — Mastercard Corporate Card, პირველი პრემიუმ კლასის ბიზნესბარათი რეგიონში.
Mastercard Corporate Card მფლობელს აძლევს ფინანსურ მოქნილობას — მულტისავალუტო ანგარიშს, თანხის განაღდების მაღალ ლიმიტებსა და გამარტივებულ ტრანზაქციებს, რაც ყოველდღიურ ფინანსურ პროცესებს უფრო ეფექტურს ხდის. თუმცა ეს ბარათი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტი.
ბიზნეს მოგზაურებისთვის Mastercard Corporate Card ნამდვილად საუკეთესო პარტნიორია: ბარათის მფლობელები იღებენ $50,000-იან სამოგზაურო დაზღვევას განსაკუთრებული პირობებით, წვდომას მსოფლიოს 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე, პრიორიტეტულ ჩასხდომას 70-ზე მეტ აეროპორტში (ექვსჯერ სრულიად უფასოდ), ასევე ფასდაკლებებსა და ქეშბექებს სასტუმროებში. უსაფრთხო მოგზაურობისთვის კი მათ შეუძლიათ ისარგებლონ Crisis24 Horizon პლატფორმით, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში ინფორმაციულ მხარდაჭერას.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში: მოხარული ვართ, საქართველოს ბანკთან ერთად წარვადგინოთ პირველი პრემიალური კლასის ბიზნეს ბარათი რეგიონში, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ უპირატესობებს. ეს ბარათი განსაკუთრებულია არა მხოლოდ დიზაინით, არამედ იმ შესაძლებლობებითაც, რასაც Mastercard-ის გლობალური გამოცდილება და პარტნიორობები აერთიანებს. ის ქმნის კომფორტის, უსაფრთხოების და სტატუსის ახალ სტანდარტს ბიზნეს სამყაროში."
ექსკლუზიური შეთავაზებები Mastercard-ის განუყოფელი ნაწილია და არც Corporate Card წარმოადგენს გამონაკლისს: ბარათის მფლობელებს ელოდებათ 4%-მდე ქეშბექი Booking.com-ის ჯავშნებზე, 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე, Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ, ასევე განსაკუთრებული წვდომა ღონისძიებებზე და გამოცდილებებზე Priceless პლატფორმის საშუალებით.
Mastercard Corporate Card არა მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტია - ეს არის წარმატების სიმბოლო, შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ დიდ მიზნებზე, არ ეშინიათ სწრაფი მოქმედების და იციან, რომ ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bankofgeorgia.ge/en/business/cards/mastercard-business