Piplia – აქციე ბიზნესი ადამიანებზე ზრუნვის განუყოფელ ნაწილად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს ბევრ კომპანიას სურს განვითარება, მაგრამ ადამიანური რესურსების სწორად მართვას ვერ ახერხებს, რადგან HR გუნდი არ ჰყავს. ან ჰყავს, მაგრამ პროცესები სისტემურად არ მუშაობს. სწორედ ამისთვის შეიქმნა Piplia – Your People Partner.
"ჩვენ კომპანიებს სტაბილური და ეფექტური HR სისტემის შექმნაში ვეხმარებით, ისე, რომ თავად შიდა გუნდის შექმნა არ დასჭირდეთ. ჩვენ ვაგვარებთ იმ პრობლემას, რაც ბიზნესის ზრდას ყველაზე მეტად აფერხებს, ადამიანურ ქაოსს. ჩვენი მიზანია, თქვენი ბიზნესის ზრდის პარალელურად, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც თქვენთვის მუშაობს", – მარიამ დემურაშვილი, Piplia-ს დამფუძნებელი.
Piplia უზრუნველყოფს ყველაფერს: რეკრუტინგს, ხელფასების მართვას, დოკუმენტაციას, იურიდიულ აუთსორსს, პოლიტიკებსა და HR სტრატეგიას – ერთ გუნდში, ერთ პარტნიორთან.
Piplia-ში თითოეული სერვისი აგებულია პრინციპზე:
"ნაკლები სტრესი – მეტი სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია – მეტი შედეგი".
როგორც მარიამი აღნიშნავს, ბაზარზე კომპანიების საშუალოდ 50%-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი არ აქვს და ეს ფუნქციები არის გადანაწილებული არსებული დეპარტამენტების ხელმძღვანელებზე.
"ხშიდან ბიზნესი ვერ ხვდება, რომ ზრდისა და მატერიალიზაციის ნახევარი წილი დამოკიდებულია სწორად შერჩეულ თანამშრომლებზე, რომლებიც შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა დააკომპლექტონ.
გარდა ამ გამოწვევისა, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის სტრუქტურა პროფესიონალებმა ააწყონ, პროცესები დანერგონ და დელეგირებები გაწერონ. რამდენჯერ წაუგია ბიზნესს თანამშრომელთან სასამართლო დავა არასწორად აწყობილი პროცესის გამო, ან რამდენი უჯდება ბიზნესს თანამშრომლების გადინება.
არსებობს შესაბამისი ბიზნესი, ამ შემთხვევაში HR აუთსორსი, რომელიც დროს, ფულსა და რესურსს გიზოგავს. შეგიძლია ასეთ კომპანიაში ადამიანური რესურსები გადაანაწილო, შენ კი, როგორც ბიზნესმა, საოპერაციო პროცესი მართო".
Piplia-ს დაფუძნებასთან ერთად, ასევე Piplia-ს დაფინანსებით, პოდკასტ სტარტაპერი გაჩნდა, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ადამიანური კაპიტალის დელეგირების გარდა, მარკეტინგული ნაწილიც ჩართონ მომსახურებაში, რაც გულისხმობს, პოდკასტის მეშვეობით, ხმა მიაწოდონ როგორც პოტენციურ მომხმარებლებს, ასევე პოტენციურ კანდიდატებს, ვისაც დასაქმება სურს.
მარიამი ამბობს, რომ ნებისმიერი ბიზნესის დაწყებას და განხორციელებას სიმამაცე, სისტემურობა და დისციპლინა სჭირდება. საქართველოში აუთსორსის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია, შესაბამისად, გაყიდვამდე საჭიროა ინფორმაციული კამპანიის წარმოება.
"Piplia-ს საფუძველი ჩაეყარა გულწრფელი სურვილით – გადავაქციოთ HR პარტნიორობის კულტურად, სადაც ნდობა, გამჭვირვალობა და ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, უბრალოდ, სერვისის მიწოდება.
ზოგადად ვფიქრობ, გამოწვევები იმიტომ გვეძლევა, რომ გავიზარდოთ და მეტი შესაძლებლობა დავინახოთ. კრიზისს ყოველთვის მოაქვს შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, რომ Piplia არის სტარტაპი, გვაქვს საკმაოდ დიდი მომართვიანობა კლიენტების მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაზრის საჭიროებას HR აუთსორსის სერვისზე.
ინსპირაცია მოდის რწმენიდან, რომ ვართ ბიზნესი, რომელიც ეხმარება ადამიანებს, უფრო კონკრეტულად – ბიზნესსაც და ადამიანებსაც. ყოველთვის მჯეროდა ადამიანების შესაძლებლობების და სიკეთის. ამ სიკეთის დანერგვას ვცდილობთ ყოველდღიურად, შესაბამისად, ეს გვაძლევს ინსპირაციას".
Piplia-ს მიზანია, რომ სტარტაპი გახდეს სანდო და ბიზნესის ზრდაზე ორიენტირებული HR აუთსორსული პარტნიორი საქართველოში, რომელსაც ენდობიან როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესები.
"უახლოესი 1 წლის გეგმებში შედის:
- რეკრუტინგისა და Payroll მიმართულებების გაფართოება.
- ახალი კლიენტების მოზიდვა რეგიონებიდან და საერთაშორისო ბაზრებიდან.
- HR ტრენინგების და სასწავლო პროგრამების გაშვება, რათა შევქმნათ ახალი თაობის HR სპეციალისტები.
- ტექნოლოგიური ინტეგრაციები, პლატფორმების სრულად დანერგვა ჩვენს სერვისებში.
ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი იმ გუნდებს ეკუთვნით, რომლებიც ადამიანებზე ზრუნვას ბიზნესის ნაწილად აქცევენ და სწორედ ეს არის ის, რასაც Piplia ყოველდღიურად აკეთებს".