Palmaris by Alliance - World Architecture Festival 2025-ის ფინალისტია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალიანს ჯგუფის ახალი მრავალფუნქციური პროექტი კურორტ გონიოში - Palmaris by Alliance, გლობალური არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival 2025-ის ფინალისტია.
კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, შემუშავებულია Alpha Architecture-ის მიერ.
Palmaris by Alliance ზღვისპირა კურორტის მშვიდ და რეკრეაციულ გარემოში მდებარეობს, რეზორტის კონცეფციას ეფუძნება და ორიენტირდება, დამსვენებლებისთვის დაბალანსებული, ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნაზე.
სასტუმროს-ტიპის რეზორტული ინფრასტრუქტურით, 5 000 კვ. მ. გამწვანებული არეალითა და ინკლუზიური სოციალური სივრცეებით, კურორტ გონიოს პირველი მდგრადი პროექტი, რეგიონის ტურიზმისა და უძრავი ქონების ინდუსტრიაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
World Architecture Festival 2025-ზე Palmaris by Alliance-ის ფინალისტობა, წინ გადადგმული ნაბიჯია პროექტის, როგორც უნიკალური ხედვის, კონცეფციისა და არქიტექტურული ნიშის მქონე ნიმუშის პოზიციონირებისკენ.