NEXT-ის გრანდიოზული საინვესტიციო პროექტი ,,სამოთხის კუნძულზე''- ზანზიბარში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დეველოპერული კომპანია NEXT საერთაშორისო ბაზარზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს და ახალ, გამორჩეულ საინვესტიციო პროექტს იწყებს ზანზიბარში. პროექტი ნექსთის სტრატეგიული გლობალური ხედვის ნაწილია და მიზნად ისახავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი და მზარდი მიმართულებების ათვისებას.
ზანზიბარის პროექტზე პარტნიორთან თანამშრომლობის აქტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. პროექტზე მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს საერთაშორისო კრეატიულ სააგენტო BRASH-თან ერთად, რომელმაც ისეთი დიდი პროექტების ბრენდინგზე იმუშავა, როგორებიცაა Burj Khalifa დუბაიში, საუდის არაბეთის მასშტაბური განვითარების ინიციატივები – Qiddiya City, Amaala, New Murabba და The Red Sea International Airport. ბრაშის პორტფოლიოში ასევე შედის ლონდონის, სიდნეის ლეგენდარული პროექტები.
ბრაშისა და ნექსთის კოლაბორაციით იგეგმება გრანდიოზული, გამორჩეული და ინოვაციური ბრენდული პროექტის შექმნა, რომელიც ახალ სტანდარტებს არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე დაამკვიდრებს.
ზანზიბარი, ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგი, რომელსაც "სამოთხის კუნძულსაც" უწოდებენ, სულ უფრო მეტად იქცევს საერთაშორისო ინვესტორების ყურადღებას. თეთრი ქვიშის სანაპიროები, მდიდარი ისტორია და უნიკალური ეკოსისტემა მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. გარდა საუკეთესო სანაპიროებისა, ზანზიბარი კულტურულადაც საინტერესო დანიშნულებაა. ქვის ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ასახავს არაბული, ინდური, ევროპული კულტურების გავლენას, კუნძული მდიდარია იშვიათი სახეობის ეგზოტიკური მცენარეებით, ცხოველებითა და წყალქვეშა ბინადრებით. ეს ყველაფერი მზიან კლიმატთან და თბილ ოკეანესთან ერთად ნამდვილი ზღაპრული და საოცნებო სამყაროა.
ტურიზმი ზანზიბარის ეკონომიკის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. რაც პირდაპირპროპორციულად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე. 2024 წელს ვიზიტორების რაოდენობა 15.4%-ით გაიზარდა, ამან გამოიწვია მოთხოვნის ზრდა საცხოვრებელ ფართებზე, განსაკუთრებით კი მოკლევადიანი გაქირავებისთვის განკუთვნილ ვილებსა და აპარტამენტებზე. აპარტამენტებზე მოთხოვნა იზრდება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სთოუნ-თაუნი (Stone Town), სადაც უნიკალური ისტორიული შენობებია. სანაპირო ზონებში, Paje და Nungwi, კი პრემიუმ ვილების ფასები წლიურად დაახლოებით 10%-ით იმატებს. ინვესტიციის მოგება (ROI) წლიური გაქირავებიდან აღწევს 10-15%-ს, ხოლო ქონების ფასის ზრდა დამატებით 5-10%-ს შეადგენს, რაც ზანზიბარს მიმზიდველ ინვესტიციად აქცევს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინვესტორებისთვის.
NEXT-ის ახალი პროექტი ზანზიბარში მორიგი გამოწვევა და შესაძლებლობაა, რომელიც აძლიერებს კომპანიის საერთაშორისო რეპუტაციას, როგორც ინოვაციური და გლობალური ბრენდის, რომელსაც შეუძლია წარმატებით იმოქმედოს განსხვავებულ ეკონომიკურ და კულტურულ გარემოში.
გაიგეთ მეტი: next-property.com/ge