მულტიბრენდული მაღაზიიდან "გაბილდი ჯგუფამდე" – ახალი პოზიციონირება და სტრატეგიული გარდაქმნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გაბილდი" ახალ ეტაპზე გადავიდა და "გაბილდი ჯგუფად" ჩამოყალიბდა – ესაა ცვლილება, რომელიც კომპანიას მულტიბრენდული კარის მაღაზიიდან ინტერიერის სრულფასოვანი გადაწყვეტების ეკოსისტემად აქცევს. ახალი იდენტობა ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს კარისა და ავეჯის მიმართულებებს და მომხმარებელს სთავაზობს პროცესის მთლიან ციკლს.
რეპოზიციონირების მთავარი მოტივი კომპანიის ზრდის ახალ საფეხურზე გადაყვანაა. წლების განმავლობაში "გაბილდი" კარის მრავალფეროვან ასორტიმენტზე იყო ორიენტირებული, თუმცა ბრენდის გაფართოებამ მოითხოვა ისეთი სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობებს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს და სხვადასხვა მიმართულებას ერთიანად მართავს.
სწორედ ამ ხედვით ჩამოყალიბდა "გაბილდი ჯგუფი" – ერთიანი პლატფორმა, რომელიც ხარისხიან და სრულყოფილ ინტერიერის გადაწყვეტებს ქმნის და საცხოვრებელ სივრცეს სისტემურად აწყობს.
პოზიციონირება განახლებული ბრენდინგით სადა და მკაფიო გახდა. "გაბილდი ჯგუფი" უკვე ჰოლდინგის მოდელით მუშაობს და მართავს კარისა და ავეჯის ხუთ შოურუმს ქვეყნის მასშტაბით: მულტიბრენდული კარის შოურუმები ფუნქციონირებს საბურთალოზე, წერეთელზე და ბათუმში, ბრენდირებული "პროფილდორსის" შოურუმი – აღმაშენებლის ხეივანზე, "ნორდეს" შოურუმი – საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩაზე. გაფართოებულმა ქსელმა გაზარდა არჩევანის მრავალფეროვნება და ექსკლუზიურობა, ხოლო პროცესების ერთიანმა მართვამ სარემონტო პერიოდი მომხმარებლებისთვის საგრძნობლად შეამცირა.

ბრენდის პროფილი არსებითად გააძლიერა ავეჯის შოურუმის დამატებამ. ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომა საქართველოშიც დაინერგა: მომხმარებელი კარის არჩევისას პარალელურად ხედავს საძინებლისა და მისაღები ოთახის ავეჯის კონფიგურაციებს, ტექსტურის და მასალის იდეალურ შეხამებას, რაც ინტერიერის ერთიან დაგეგმვას ამარტივებს და დროსა და ენერგიას ზოგავს.
კარის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია არა მხოლოდ კონკრეტული მოდელის არჩევა, არამედ მთლიანად ინტერიერის დაგეგმვაც, საერთო დიზაინის ნახვა და, საბოლოოდ, ერთიანი სივრცის საკუთარი სურვილების შესაბამისად ჩამოყალიბება.

"ჩვენთან წარმოდგენილია რბილი და მყარი ავეჯის ფართო არჩევანი, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ ინტერიერის სივრცე ერთიანად დაიგეგმოს".
ახალი შოურუმი დგას თანამედროვე დიზაინის, მაღალი ხარისხისა და ფუნქციონალურობის სინთეზზე – ეს აღარ არის მხოლოდ ექსპოზიცია, ეს არის სივრცე, სადაც საბოლოო შედეგს რეალისტურად წარმოიდგენთ.
"გაბილდი ჯგუფი" თანამშრომლობს ბრენდებთან, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობენ და ქმნიან პროდუქციას, რომელიც დროს უძლებს.

ერთიანი პლატფორმა – კარი და ავეჯი ერთი ბრენდის ქვეშ – ნდობასა და ერთგულებას ზრდის. როდესაც მომხმარებელმა იცის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთ ადგილას მიიღება და პროცესი ერთიანად მიმდინარეობს, ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ხდება. ამ მოდელმა ბრენდისგან მოითხოვა არა მხოლოდ ასორტიმენტის გაფართოება, არამედ მომსახურების სტანდარტის ამაღლებაც, რაც გრძელვადიან ურთიერთობებს აყალიბებს.
შემდეგი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია: "გაბილდი ჯგუფი" გეგმავს როგორც ახალი მიმართულებების დამატებას, ისე რეგიონულ გაფართოებას. დღის წესრიგშია საკუთარი წარმოების განვითარების გეგმაც – ნაბიჯი, რომელიც შეთავაზებას უფრო მოქნილსა და ლოკალურად მომხმარებელზე მორგებულს გახდის.
"გაბილდი ჯგუფი" არის ადგილი, სადაც ხარისხი, დიზაინი და კომფორტი მომსახურების სტანდარტთან ერთიანდება. წინ დიდი გეგმები და გამოწვევებია, რომელთა განხორციელებაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაფართოოთ საქმიანობის არეალი და ვიმუშაოთ იმ მიმართულებებზე, რომლებიც მომხმარებლისთვის ახალ გამოცდილებასა და დამატებით ღირებულებას შექმნის", – გიორგი წიფიანი, "გაბილდი ჯგუფის" კომერციული დირექტორი.
www.gabuild.ge
www.facebook.com/gabuildgroup.ge
www.linkedin.com/company/gabuildgroup/