მოემზადე შავი პარასკევისთვის – სილქ ბანკში 21 ნოემბრის ჩათვლით სესხზე 25% ფასდაკლება დაგხვდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალური შოპინგის ყველაზე დიდი დღესასწაული, შავი პარასკევი, სულ უფრო ახლოვდება. ეს არის დრო, როდესაც მომხმარებლები მოუთმენლად ელიან ყველაზე დიდ ფასდაკლებებს, რათა მნიშვნელოვანი შენაძენები გააკეთონ. იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ეს დღე მაქსიმალური ფინანსური სარგებლით გამოიყენონ, სილქ ბანკი შავი პარასკევის პერიოდს წინ უსწრებს და სპეციალურ აქციას აცხადებს: მხოლოდ 17-დან 21 ნოემბრის ჩათვლით, სილქ ბანკში სამომხმარებლო სესხზე იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება საპროცენტო განაკვეთზე.

ეს შეთავაზება საშუალებას გაძლევს, წინასწარ მოემზადო, სესხი დაიდასტურო და შავი პარასკევის შოპინგი წინასწარ დაგეგმო.

25%-იანი ფასდაკლება პირდაპირ ამცირებს როგორც სესხის ნომინალურ, ისე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სესხის მთლიანი ღირებულება საგრძნობლად შემცირდება, ხოლო ყოველთვიური შენატანი გაცილებით დაბალი იქნება.

ფინანსური სარგებელი აშკარაა:

  • თუ სესხის სტანდარტული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს შეადგენს, აქციის პერიოდში ის 13.5%-იდან დაიწყება;
  • თუ სტანდარტული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 21.3%-ია, თქვენ მას მხოლოდ 15.9%-იდან მიიღებთ.

ეს არის შესაძლებლობა, მიიღოთ საჭირო თანხა ახლავე, გაცილებით დაბალი ყოველთვიური შენატანით; და თავიდან აიცილოთ ის რისკები, რაც შავი პარასკევის შეზღუდულ შეთავაზებებსა და სწრაფად ამოწურვად მარაგებს ახლავს თან. წინასწარი ფინანსური მზადყოფნა უზრუნველყოფს, რომ საუკეთესო ფასდაკლებების გამოჩენისთანავე შეძლოთ შენაძენის გაკეთება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

არ გადადოთ ფინანსური გადაწყვეტილება ბოლო წუთისთვის. გამოიყენეთ სილქ ბანკის ექსკლუზიური აქცია 17-21 ნოემბერს — აიღეთ სამომხმარებლო სესხი საპროცენტო განაკვეთზე 25%-იანი ფასდაკლებით და შეხვდით შავ პარასკევს სრული ფინანსური მზადყოფნით.