Mitsubishi Motors Georgia-მ უახლესი Outlander წარადგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mitsubishi Motors Georgia-მ, რომელიც საქართველოში Mitsubishi Motors-ის ოფიციალური წარმომადგენელია, ღონისძიება – სახელწოდებით "Spotlight on Mitsubishi Motors" გამართა. შეხვედრაზე კომპანიამ სტუმრებს ახალი Outlander წარუდგინა. Mitsubishi Motors Georgia-მ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ახლოს გასცნობოდნენ მოდელს და ამავდროულად, ერთად აღენიშნათ ბრენდის ახალი ეტაპი ქართულ ბაზარზე. ახალი მოდელის პრეზენტაციით კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა Mitsubishi Motors-ის განვითარების ტრაექტორია და ბრენდის მთავარი ფილოსოფია – ინოვაცია, საიმედოობა და მომხმარებელზე ზრუნვა.

საღამოს მთავარი გმირი – Outlander-ის ახალი მოდელი – თანამედროვე დიზაინისა და მოწინავე ტექნოლოგიების იდეალური შერწყმაა. ის აერთიანებს Mitsubishi-ს SUV კატეგორიის განუყოფელ მძლავრ მახასიათებლებს – დახვეწილ სტილსა და კომფორტს. Outlander შექმნილია ადამიანებისთვის, ვინც თავისუფლებას, სტაბილურობასა და გამორჩეულ გამოცდილებებს ეძებს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მოგზაურობისას.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე მოინახულეს Mitsubishi Motors-ის განახლებული შოურუმი. სივრცეში განახლდა როგორც ინტერიერი, ასევე შოურუმის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა – ეზო და პარკინგის ზონა, რაც ვიზიტს უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა პიკაპების ზონამ – ახალმა სივრცემ, რომელიც მთლიანად Mitsubishi L200-ს ეძღვნება და სტუმრებს აძლევს საშუალებას, ახლოდან გაეცნონ ბრენდის ყველაზე გამძლე და მრავალფუნქციური მოდელების შესაძლებლობებს.

ინფრასტრუქტურული ცვლილებების პარალელურად, კომპანია წელს რიგის მართვის ახალ სისტემას ნერგავს. ეს სიახლე მომხმარებელს საშუალებას მისცემს, წინასწარ დაჯავშნოს მომსახურება, მიიღოს უფრო ეფექტური სერვისი და ისარგებლოს იმ მაღალი ხარისხით, რომელიც Mitsubishi Motors-ის ბრენდის განუყოფელი ნაწილია. ამ სიახლით კომპანია ერთ მიზანს ემსახურება – მომსახურების პროცესი გახდეს უფრო სწრაფი, კომფორტული და პერსონალიზებული.

Mitsubishi Motors-ს საქართველოში უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, ხოლო ბრენდის შემდეგი ნაბიჯი ამ ნდობას კიდევ უფრო აღრმავებს: ინოვაციების მუდმივი დანერგვით, ხარისხზე მაქსიმალური ყურადღებითა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით, ავტომწარმოებელი თანამედროვე მძღოლების მოლოდინებს ამართლებს.

Outlander-ის ოფიციალური გაყიდვები უკვე დაწყებულია, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ამ განსაკუთრებული SUV-ის პირველი მფლობელები საქართველოში.

"კავკასუს მოტორსი" 2013 წლიდან Mitsubishi Motors-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს იაპონური ბრენდის უახლესი მოდელების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და სერტიფიცირებულ ავტოსერვისს. კომპანია მუდმივად მუშაობს მომსახურების გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სერვისი თითოეული მომხმარებლისთვის.