"მეპერსი" უკვე სომხეთშია! – MEP საინჟინრო სამუშაოები დალან ტექნოპარკის ბიზნეს ცენტრისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკვე 10 წელზე მეტია, კომპანია "მეპერსი" საინჟინრო კომუნიკაციების სრულ ციკლს ახორციელებს – საპროექტო, სამონტაჟო და სერვისის სამუშაოებს მექანიკური, ელექტრული, სუსტი დენების, წყალგაყვანილობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით.
კომპანიის საქმიანობის, სიახლეებისა და სამომავლო მიზნების შესახებ Entrepreneur "მეპერსს" ესაუბრა.
გვიამბეთ თქვენი კომპანიის შესახებ, რას საქმიანობთ, რა სერვისებს აერთიანებთ და როგორ მომსახურებას სთავაზობთ?
ჩვენი მიზანია, თითოეულ ობიექტზე დავნერგოთ ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც აერთიანებს ეფექტურობას, ენერგოეფექტურობას და უსაფრთხოებას.
"მეპერსი" სანდო პარტნიორია როგორც მულტიფუნქციური და საცხოვრებელი კომპლექსების, ასევე პრემიუმ კლასის სასტუმროების, ბიზნესცენტრებისა და კომერციული ობიექტებისთვის.
ყველა პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების – NFPA, ASHRAE, EN, BS, IBC, IEC – სრული დაცვით.
"მეპერსი" უზრუნველყოფს საინჟინრო სისტემების სრულ MEP მომსახურებას – კონცეფციიდან ექსპლუატაციამდე.
როდის და რა მიზნით დაიწყეთ საქმიანობა სომხეთში და როგორ განვითარდა ეს პროცესი?
სომხეთის ბაზარზე "მეპერსი" შევიდა მიზნად დასახული გეგმით – გავავრცელოთ ის მაღალი საინჟინრო სტანდარტი, რომელიც საქართველოში წარმატებით გვაქვს დანერგილი.
სომხეთში ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად დაიწყო დალან ტექნოპარკის მასშტაბური პროექტით, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს საინჟინრო და ბიზნესცენტრს. მისი სამშენებლო ფართობი შეადგენს 154 500 კვადრატულ მეტრს.
ამ პროექტმა არა მხოლოდ დაგვამკვიდრა ახალ ბაზარზე, არამედ გაგვიხსნა შესაძლებლობა, ჩვენს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომები გადაგვეტანა რეგიონულ დონეზე.
რით არის გამორჩეული თქვენი სერვისი და როგორია თანამედროვე მიდგომები, რომლებსაც იყენებთ?
როდესაც ხდება საინჟინრო წარმოსახვის და ტექნოლოგიის სინთეზი, იდეა იქცევა რეალობად! "მეპერსის" განსხვავებულობა მდგომარეობს შემოქმედებით მიდგომაში ნებისმიერი საკითხის მიმართ, არასტანდარტულ გადაწყვეტებში, რაშიც ტექნოლოგიური ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება. ტრადიციული მიდგომების გადააზრება, მოვლენების ყველა რაკურსით დანახვა და უახლესი ტექნოლოგიების უზადო ცოდნა საშუალებას გვაძლევს, მტკიცე ნაბიჯი გადავდგათ მომავალში და მოხმარებელს თანამედროვე, ტექნოლოგიური გადაწყვეტები შევთავაზოთ.
სხვა ქვეყნებშიც ხომ არ გეგმავთ კომპანიის გაფართოებას?
დიახ, ჩვენი ხედვა რეგიონულ განვითარებაზეა ორიენტირებული. სომხეთის შემდეგ აქტიურად ვაფასებთ შესაძლებლობებს კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთაც, სადაც მაღალი მოთხოვნაა თანამედროვე MEP სერვისებზე. ჩვენი მიზანია "მეპერსის" საერთაშორისო გამოცდილება დავნერგოთ იქაც, სადაც ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებები ჯერ მხოლოდ ყალიბდება.
როგორ არის დაცული ტექნოლოგიური და ეკოლოგიური უსაფრთხოება თქვენს პროექტებში?
ჩვენი ყველა პროექტი პასუხობს ენერგოეფექტურობისა და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებს. ვიყენებთ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტით სერტიფიცირებულ მასალებსა და ტექნოლოგიებს, ვატარებთ CO მონიტორინგსა და ჰაერის ხარისხის კონტროლს, რათა გარემო იყოს უსაფრთხო როგორც ადამიანებისთვის, ისე ეკოსისტემისთვის. ISO 9001:2015 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ "მეპერსის" შიდა პროცესები სრულად შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სისტემას.
რას გვეტყოდით თქვენი გუნდისა და მისი კვალიფიკაციების შესახებ?
"მეპერსის" ძალა მის თანამშრომლებშია, – 100-მდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროექტებში. ჩვენი გუნდი აერთიანებს ინჟინრებს, პროექტმენეჯერებსა და ტექნიკურ ექსპერტებს, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენთვის ინჟინერია მხოლოდ პროფესია არ არის – ეს შემოქმედებაა ტექნოლოგიაში.
როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოს MEP ბაზარზე და რით განსხვავდება სომხეთში არსებულისგან?
საქართველოში MEP ბაზარი უკვე ჩამოყალიბებული და გაჯერებულია, თუმცა სომხეთში ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება. სომხეთის უპირატესობაა ახალი ინვესტიციების ნაკადი და მზარდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ინჟინერიას უფრო მასშტაბურ პერსპექტივას აძლევს.
"მეპერსი" ამ პროცესში ხედავს შესაძლებლობას – გადავიტანოთ ჩვენი ცოდნა რეგიონში და გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა ორივე ქვეყნის ბაზარს შორის.
სამომავლოდ როგორია თქვენი განვითარების ხედვა და სტრატეგია?
ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, რეგიონულ გაფართოებასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე. ვგეგმავთ მეტი Smart Infrastructure და Green Building პროექტის განხორციელებას, რადგან გვჯერა, რომ ინჟინერია უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს დავანახვოთ MEP გამოწვევების არსი 360 გრადუსით, ვაჩვენოთ მათი გადაჭრის შემოქმედებითი და ტექნოლოგიური გზები და გავხდეთ მათი გრძელვადიანი პარტნიორები. ჩვენი მისიაა გარდავქმნათ MEP ინდუსტრია საქართველოს ბაზარზე და მივცეთ ორგანიზაციებს წვდომა ყველაზე ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტებზე. ჩვენ ვაქცევთ ნებისმიერი სირთულის MEP იდეას რეალობად.