KVARA by თამთა კვარაცხელია: From Georgia to the World
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული მოდის ინდუსტრია ახალი ბრენდის გაჩენას აღნიშნავს. ტელე-წამყვანმა და Glamour Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, თამთა კვარაცხელიამ, წარმოადგინა საკუთარი ბრენდი KVARA, რომელიც უკვე აჩენს საერთაშორისო პოტენციალს და პოზიციონირდება, როგორც ქართული მოდის გლობალური ამბასადორი.
"KVARA ჩემთვის მხოლოდ სამოსი არ არის, ეს არის თავისუფლების, თვითგამოხატვისა და ქართული ფესვების ფილოსოფია," – ამბობს ბრენდის ავტორი.
KVARA-ს ისტორია ბევერლი ჰილსში დაიწყო, სადაც თამთას მიერ შექმნილი კაბის სატესტო ნიმუში პრესტიჟული მაღაზიის ვიტრინაში განთავსდა. უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ინსპირაციად იქცა დამოუკიდებელი სამოსის ხაზი შექმნილიყო.
"ბრენდის სახელწოდებაზე მუშაობა ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ჩემი გვარის რთულად წარმოთქმის პრობლემის გამო და საერთაშორისო ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, შევარჩიეთ KVARA ჩემი გვარის შემოკლებული ფორმა. KVARA ჩემი ფესვების სიმბოლოა. მინდოდა ბრენდის სახელი ქართული წარმომავლობისა და საგვარეულო მნიშვნელობის მქონე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინვესტიცია ამერიკული იყო, ბრენდის რეგისტრაცია მაინც საქართველოში გადავწყვიტე. ჩემამდე არავის მოსვლია თავში აზრად, რომ კვარას სახელი საქართველოში დაეპატენტებინა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წარმატებული კვარაცხელია გვყავს, პირველმა მე გავაკეთე განაცხადი. ეს ჩემთვის პრინციპული იყო, ამ იდეით და გზით ვაპირებ ჩემი ქვეყნის გაპიარებას გლობალურ მოდის არენაზე."
KVARA-ს ფილოსოფია სამ ძირითად პრინციპზე დგას:
• Glamour + Statement Fashion – ქართული სტილი, როგორც უნიკალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.
• Empowerment & Lifestyle – ქართული ხასიათი, თავისუფლებისა და საკუთარი გზის მნიშვნელობის ხაზგასმა.
• Capsule Thinking – საქართველოს ისტორია, თითოეული კოლექცია როგორც მოკლე ისტორია, სადაც მომხმარებელი თავად ხდება პროცესის ნაწილი.
"ტანსაცმელი ჩემთვის ყოველთვის იყო ენერგიის გამოხატულება, კაბაში ეს ელეგანტურობაა, ცხოვრებაში კი მოძრაობის თავისუფლება," – ამბობს თამთა.
ბრენდის სტარტი ორი მიმართულებით იწყება:
• Evening / Statement Wear – ელეგანტური საღამოს კაბები და კლასიკური სილუეტები.
• Casual Line – ყოველდღიური თავისუფალი სტილი, რომელიც მალე საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდება.
2026 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექცია აერთიანებს საღამოს კაბებს, ორეულებს, oversized მაისურებს, ქურთუკებს, hoodie-ებს, ჯინსებს და აქსესუარებს, glamour-ისა და street fashion-ის სინთეზში.
KVARA უკვე წარდგა იტალიის მოდის ბაიერებთან, ოქტომბერში კი ბრენდი პირველად წარდგება ნიუ იორკის მოდის კვირეულზე, ამერიკელი სტილისტებისა და "key ბაიერებისთვის".
ამ ეტაპზე KVARA-ს კოლექციები საქართველოში იწარმოება. თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო, განიხილება ნაწილი წარმოების ჩინეთში გადატანაც, რათა უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი მიწოდება და მასშტაბური წარმოება.
"ჩინეთში ქსოვილის არჩევანიც ბევრად დიდია, საქართველოში მაშტაბური წარმოება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, Capsule ხაზები ყოველთვის Made in Georgia დარჩება," – განმარტავს თამთა.
თამთა კვარაცხელია ხაზს უსვამს, რომ დიზაინერობა მის მიზნებში არასდროს ყოფილა:
"დიზაინერობა არც მინდოდა და არც არასდროს მიცდია. არც ვხატავ, არც ვკერავ. გადავწყვიტე, რომ თითოეულ ხაზზე ცალკე დიზაინერი იმუშავებს, მე კი ვმართავ ბიზნესს, ვგეგმავ კოლექციებს, ვხელმძღვანელობ PR-სა და საერთაშორისო სტრატეგიებს. KVARA-ს ვუყურებ როგორც ბიზნესს, რომლის კეთების პროცესში ჩემი როლი კომპანიის ხედვის, სტრატეგიისა და გლობალური პოზიციონირების მართვაა."
მისი გრძელვადიანი გეგმები მოიცავს:
• მამაკაცის და საბავშვო ხაზის დამატებას
• ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზის შექმნას
• ონლაინ გაყიდვების პარალელურად ფიზიკურ მაღაზიებში ექსკლუზიური გამოჩენას
ბრენდის სლოგანი "Win Your Way" მომხმარებელს მოუწოდებს, საკუთარი გზა და თავისუფლება პირად წარმატებად აქციოს.
"დღეს ამერიკაში ქართველ დიზაინერებს არ იცნობენ. ხშირად ევროპელ დიზაინერად მომიხსენიებენ. მსურს ეს შევცვალო და KVARA საქართველოს გლობალურ ამბასადორად ვაქციო," - ამბობს თამთა.
KVARA-მ საკუთარი სტრატეგიით და საერთაშორისო ხედვით "From Georgia to the World" გზა უკვე დაიწყო.
