"კრწანისი გრანდე" – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისის დიპლომატიურ უბანში თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მშვიდი გარემო დედაქალაქის ცენტრში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და დიპლომატიურ რაიონს, კრწანისს, სულ მალე ახალი სივრცე შეემატება, რომელიც ქალაქის ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. "კრწანისი გრანდე" არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ ახალი უბანია ქალაქის გულში – ადგილი, სადაც პრემიალურობა, კომფორტი და მშვიდი გარემო ერთიანდება.

"გრანდე ჯგუფმა", რომელიც წლებია ქმნის მაღალი კლასის სასტუმროებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გადაწყვიტა მცხოვრებლებისთვის ისეთი ურბანული სივრცე შეეთავაზებინა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს.

პრემიუმ ლოკაციადიპლომატიური პრესტიჟი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო

კომპლექსის მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა. კრწანისი – ეს არის თბილისის ელიტური უბანი, სადაც განთავსებულია ათამდე საელჩო და საერთაშორისო წარმომადგენლობა. ეს გარემო მობინადრეებისთვის არა მხოლოდ პრესტიჟის, არამედ უსაფრთხოების სიმბოლოა.
"კრწანისი გრანდე" მხოლოდ სტატუსი არ არის – აქ ბუნებაც იგრძნობა. პროექტი ეკოლოგიურად სუფთა ზონაშია, გარშემო მთებით და პანორამული ხედებით ძველი თბილისის ნაწილზე. თბილისის კულტურული ცენტრიდან, აბანოთუბნიდან, სულ სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

მშენებლობის პროგრესიფინალური ფაზა

კომპლექსის განვითარება სწრაფად მიდის წინ. A და B ბლოკები უკვე დასრულდა და სრულად არის რეალიზებული. C ბლოკი საბოლოო ფაზაშია – მობინადრეები უკვე არემონტებენ ბინებს და ემზადებიან ახალი ცხოვრებისთვის. განსაკუთრებული სიახლეა ისიც, რომ სწორედ აქ, კომპლექსის C ბლოკის კომერციულ ნაწილში, მალე გაიხსნება ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული ჰიპერმარკეტის ქსელი – "გუდვილი". ეს სიახლე არა მხოლოდ კომპლექსის მცხოვრებლების, არამედ მთლიანად კრწანისის უბნისთვის არის მნიშვნელოვანი.

D და E ბლოკების მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა – მიმდინარეობს საფასადე სამუშაოები, ხოლო გაზაფხულიდან დაიწყება ეზოს კეთილმოწყობა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია და დახურული აუზების მშენებლობა.

პროექტის მასშტაბები შთამბეჭდავია. კომპლექსი 2026 წლის ბოლოს სრულად ჩაჰბარდებათ მობინადრეებს გამწვანებული ეზოთი, ინფრასტრუქტურითა და ყველა საჭირო სერვისით.

ცხოვრება, რომელიც ყველაფერს აერთიანებს

"კრწანისი გრანდე" მობინადრეებს სთავაზობს სრულფასოვან ინფრასტრუქტურას – ბანკს, აფთიაქს, კაფეს, სავაჭრო ობიექტებს, ფიტნეს-ცენტრსა და სპას. თითოეულ ბლოკს აქვს ლობის ტიპის სადარბაზო, ხოლო მთელი ტერიტორია 24-საათიანი დაცვით არის უზრუნველყოფილი.

კომპლექსში გათვალისწინებულია დიდი შიდა ეზო, რომელიც ქალაქის ხმაურიდან მოწყვეტილ, უსაფრთხო და მშვიდ სივრცეს ქმნის. სწორედ აქ გაერთიანდება მწვანე ზონები, დასასვენებელი ადგილები და ყოველდღიური აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

მობინადრეების ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე ზრუნვას უზრუნველყოფს საცურაო აუზი, თანამედროვე სპორტდარბაზი და გამაჯანსაღებელი ცენტრი. მობინადრეები შეძლებენ ცხოვრების ხარისხის იმ სტანდარტით სარგებლობას, რომელიც თბილისში ცოტა თუ შეგვხვდება.

არქიტექტურული დახვეწილობა და პანორამული ხედები

"კრწანისი გრანდე" არის კარგად ნაფიქრი და არქიტექტურულად გამორჩეული პროექტი, რომელიც დეტალებში ასახავს პრემიალურობასა და თანამედროვე სტანდარტებს. აქ ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ მობინადრეებმა მაქსიმალური კომფორტი და ცხოვრების მაღალი ხარისხი მიიღონ. პროექტი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით. თითოეული ბლოკი ისეა დაგეგმარებული, რომ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დატკბნენ პანორამული ხედებით როგორც ქალაქზე, ისე კრწანისის მწვანე გარემოზე. ამას ემატება სწორად დაგეგმილი კომერციული და სოციალური სივრცეები, რომლებიც ყოველდღიურობას ბევრად უფრო პრაქტიკულს, კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. ეს არის ერთგვარი ჰარმონია ურბანულსა და ბუნებრივ სივრცეს შორის.

ახალი უბანი თბილისის გულში

2026 წლის ბოლოს, როდესაც "კრწანისი გრანდე" სრულად დასრულდება, თბილისი მიიღებს არა უბრალოდ საცხოვრებელ კომპლექსს, არამედ ახალ უბანს, სადაც ცხოვრება და დასვენება ერთიანდება. ადგილი, რომელიც ქმნის თანამედროვე სტანდარტს – მშვიდ გარემოში, თუმცა ქალაქის ცენტრთან უშუალო სიახლოვეში.