"კონტაქტ ჰოუმის" ახალი მაღაზია უკვე ისთ ფოინთშია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კონტაქტის ახალი, რიგით მე-5 ფილიალი უკვე ისთ ფოინთშია! კონტაქტი სამომხმარებლო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელია ამიერკავკასიაში, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო საფასო შეთავაზებებით ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს უპროცენტო შიდა განვადებას ტექნიკაზე, რომელიც მტკიცდება მარტივად და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
28 სექტემბერს, 15:00 საათიდან, მაღაზიის ოფიციალურად გახსნის დღეს, "კონტაქტ ჰოუმში" მოსულ მომხმარებლებს ტექნიკის სრული ასორტიმენტი, სპეციალური აქციები, ფასდაკლებები და სიურპრიზები დახვდებათ.
ამავე დღეს, "კონტაქტ ჰოუმი" ყველა ასაკის სტუმარს შოუ პროგრამით და უმარავი საჩუქრით უმასპინძლებს. პარტნიორი ბრენდები კი სპეციალურ გათამაშებას შესთავაზებენ.
"კონტაქტ ჰოუმის ახალი მაღაზიის გახსნა ისთ პოინტში ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. "კონტაქტ ჰოუმი" მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ინოვაციური გამოცდილება. გვჯერა, რომ კონტაქტ ჰოუმში ვიზიტი სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება გახდება ჩვენი მომხმარებლისთვის - იქნება ეს ახალი ტელეფონის შეძენა, საოჯახო ტექნიკის არჩევა თუ უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. კონტაქტში ყველა იპოვის მას, რაც სჭირდება და მას, რაზეც უბრალოდ ოცნებობს," განაცხადა "კოპტაქტ ჰოუმის" დირექტორმა რადიკ ასგარლიმ.
მაღაზია გამოირჩევა ლოფტის თანამედროვე დიზაინით, სადაც განლაგებულია კომფორტული მოსაცდელი სივრცეები, გასართობი კუთხე ბავშვებისთვის და ყავის სადეგუსტაციო არეალი.
"კონტაქტ ჰოუმი" საქართველოს ბაზარზე 2021 წელს შემოვიდა, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და 2,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. კომპანია ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორიცაა: Toshiba, LG, Samsung, Apple, Midea, Panasonic და სხვა.
"კონტაქტ ჰოუმი" არის ერთადერთი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უპროცენტო შიდა განვადებას, გადახდის მეთოდს, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, ბანკის ჩარევის გარეშე, პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება ნივთის მფლობელი.
"კონტაქტ ჰოუმს" აქვს ელექტრონული კომერციის პლატფორმა - kontakt.ge, სადაც ხელმისაწვდომია პროდუქციის შეძენა როგორც პირდაპირი გადახდით, ასევე შიდა განვადებით. აღსანიშნავია, რომ ონლაინ მაღაზია სთავაზობს მომხმარებელს სწრაფი მიტანის სერვისს და 15 კგ-მდე პროდუქციის მიტანას თბილისსა და ბათუმში კი 2 საათის მანძილზე.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით "კოტაქტ ჰოუმი" 5 მაღაზიას აერთიანებს, თუმცა წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა თბილისსა და რეგიონებში.