კამპანია Site Up 2025-ის გამარჯვებული გამოვლინდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კამპანია Site Up 2025 წარმატებით დასრულდა. მისი მიზანი იყო სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ციფრულ გზაზე წინსვლის ხელშეწყობა და WordPress ძრავზე, თანამედროვე დიზაინისა და ფუნქციონალით ვებსაიტის დამზადება სრულიად უფასოდ.

ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული სტარტაპი არის HeroMe, რომელიც მიიღებს 10 000 ₾-მდე ღირებულების ვებსაიტს. HeroMe ზრუნავს ბავშვების ცხოვრების გაფერადებასა და მათ ზღაპრის გმირებად წარმოჩენაზე, ქმნის:

  • პერსონალიზებულ წიგნებს – ზღაპრები, სადაც ბავშვის სახელი, ილუსტრაცია და გარემო თითოეულ გვერდზე ცოცხლდება;
  • დისნეის სტილის ანიმაციებს – მოკლე თავგადასავლები, სადაც მთავარი გმირი ბავშვები არიან.

გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა WordPress Meetup Georgia 2025-ზე, სადაც ღონისძიებას ესწრებოდნენ ინდუსტრიის წარმომადგენლები, WordPress-ით დაინტერესებული ადამიანები და კამპანიაში მონაწილე კომპანიები.

Web Features მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, რომლებიც დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღეს Site Up 2025-ში.