იფიქრე ისე, როგორც მსოფლიოს წამყვანი მეწარმეები ფიქრობენ: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სამეწარმეო პროგრამაზე აცხადებს მიღებას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ სამეწარმეო პროგრამაზე რეგისტრაცია 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ კონკურენტულ და სწრაფად ცვალებად გლობალურ ბაზარზე, წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა აღარ კმარა. ინოვაციური პროდუქტის შექმნა და მისი კომერციალიზაცია საჭიროებს ცოდნას, სტრუქტურასა და დისციპლინირებულ მიდგომას. სწორედ ამ მოთხოვნებზე პასუხობს SEU-ს მიერ შემოთავაზებული სამდონიანი სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია მსოფლიოში №1 უნივერსიტეტის - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო მეთოდოლოგიაზე.

SEU ერთადერთია რეგიონში, რომელსაც აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ექსკლუზივი გააჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ სტუდენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად ეძლევათ წვდომა იმ ცოდნასა და პრაქტიკულ ჩარჩოებზე, რომელმაც MIT-ს გლობალური ინოვაციების ლიდერის სტატუსი მიანიჭა.

პროგრამის პირველი მოდული დაიწყება 3 ნოემბერს და განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე მომავალი მეწარმეებისთვის - მათთვის, ვისაც აქვს იდეა ან უბრალოდ სურს სამეწარმეო უნარების საფუძვლიანი და პრაქტიკული განვითარება. მოდული გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში და მასში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

22 ოქტომბერს კი ამ პროგრამის შესახებ ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება, დეტალები და სარეგისტრაციო ბმული იხილეთ.

SEU-სა და MIT-ს პარტნიორობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონის განათლების სისტემისა და Start-up ეკოსისტემის განვითარებისთვის, რასაც MIT-ის გლობალური შედეგებიც ადასტურებს: MIT-ის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიები წლიურად თითქმის 2 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებენ, ხოლო Delta V აქსელერაციის პროგრამის 181 სტარტაპმა 2024 წელს 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, საიდანაც 61% დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სწორედ ამ გამოცდილების გადმოტანას უზრუნველყოფს სამდონიანი პროგრამა, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით შეასწავლის "როგორ მუშაობს" გლობალურ ბაზარზე არსებული წარმატებული სტარტაპი.

პროგრამის მთავარი მიზანია დისციპლინირებული მიდგომის სწავლება. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ უნდა გადმოიტანონ იდეა რეალურ ბაზარზე, როგორ განსაზღვრონ მომხმარებლის პრობლემა, როგორ დაგეგმონ პროდუქტის პირველი ვერსია (MVP) და როგორ ააწყონ გუნდი სწორი დინამიკით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამას უძღვებიან როგორც SEU-ს მიერ MIT-ში სპეციალურად მომზადებული პროფესორები, ისე MIT-ის სამეწარმეო ცენტრის მოწვეული ექსპერტები. ტრენერებს შორის არიან ინდუსტრიის ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან: ფინანსისტი და ანგელოზი ინვესტორი - პაატა შურღაია, ბიზნეს ანალიტიკოსი და ციფრული ტრანსფორმაციების ლიდი - მარიკა კლდიაშვილი, მომხმარებლის გამოცდილების მკვლევარი - ნათია ჯიბლაძე და მეწარმეობის ტრენერი - ზურაბ პერტაია. ყველა მათგანი მონაწილეობდა MIT-ის სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების გადამზადების პროგრამაში და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-თან.

აღნიშნული პროგრამის შედეგები უკვე დღეს ქმნის რეგიონულ პრეცედენტს. 2025 წლის ზაფხულში გამართულმა საპილოტე მოდულმა გამოავლინა მომავალი მეწარმეების ძლიერი თაობა, რომლებმაც MIT-ის ჩარჩოები საკუთარ ამბიციურ იდეებს მოარგეს. ამ წარმატების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია გიორგი ცაგურიშვილი – SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და სტარტაპ Stimull-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (CEO).

"ჩემი მთავარი მოტივაცია იყო MIT-ის მიდგომის გაცნობა ინოვაციისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით. მინდოდა გამეგო, როგორ ფიქრობენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინოვატორები და როგორ გადაჰყავთ იდეა გლობალურ ბიზნესად. მოლოდინი სრულად გამართლდა - კურსმა ჩემთვის გახსნა სრულიად ახალი ხედვა, თუ როგორ უნდა ვაქციო ტექნოლოგია ბიზნეს ღირებულებად.

ეს პროგრამა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული გამოცდილება იყო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ლექტორების პრაქტიკული ხედვა, რადგან ისინი თავად იყვნენ MIT-ში და ზუსტად იცოდნენ, როგორ გადმოეცათ 'MIT-thinking' ქართულ რეალობაზე მორგებულად. პიროვნულად, პროგრამა დამეხმარა, უკეთ გამეცნო საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, ხოლო პროფესიულად, სიღრმისეულად შევისწავლე პრაქტიკული ჩარჩოები ინოვაციური ბიზნესების ასაგებად. სწორედ ეს მიდგომა დაგვეხმარა, სტარტაპზე მუშაობისას, წარმატებით შეგვექმნა MVP და დაგვეწყო შემოსავლების გენერირება.

ყველაზე შთამაგონებელი იყო იმის დანახვა, რომ წარმატება მხოლოდ იდეაზე არაა დამოკიდებული - არამედ სწორი აზროვნების სისტემაზე", - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს გიორგი ცაგურიშვილი.

პროგრამის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ SEU-სა და MIT-ის სამეწარმეო ცენტრის ორმაგ სერტიფიკატს, რაც საგრძნობლად აძლიერებს მათ პროფესიულ პორტფოლიოს და კარიერულ პერსპექტივებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი