გლობალური CX ექსპერტიზა უკვე საქართველოში: Lexden UK-ის უნიკალური სტანდარტები კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეალური შესაძლებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის შესაქმნელად. Lexden UK – გლობალური ლიდერი მომხმარებლის გამოცდილების (Customer Experience – CX) მიმართულებით – ოფიციალურად იწყებს საქმიანობას საქართველოში.
Lexden-ის საერთაშორისო გუნდი
Lexden-ის საერთაშორისო ექსპერტიზა მეთოდოლოგიებს, სტრატეგიასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს მოიცავს. გუნდი აერთიანებს მსოფლიო დონის ექსპერტებს:

- Christopher Brooks – Lexden-ის აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო CX სტრატეგი, წიგნების ავტორი, 2024 წლის CX Influencer of the Year, მიწვეული აკადემიური ლექტორი.
- Prof. Dr. Phil Klaus – Stanford-ის უნივერსიტეტის მსოფლიო ტოპ 2%-ში შემავალი მეცნიერი, ქცევითი მეტრიკის EXQ ავტორი.
- Michael Brandt – ტრენინგისა და განვითარების ხელმძღვანელი, ABB-ის ყოფილი გლობალური მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი.
საქართველოში Lexden-ის პრაქტიკას ხელმძღვანელობს სოფო ჩხაბერიძე – CX კონსულტანტი და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. სოფო არის მომხმარებლის გამოცდილების პროფესიონალთა ასოციაციის (CXPA) წევრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო CX პროფესიონალი, International Customer Experience Awards 2025-ის (ICXA) ჟიური და 15 წელზე მეტია მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის შემქმნელად, ასევე გახლავთ ბიზნესტრენერი.
როგორც სოფო აღნიშნავს, ეს უპრეცედენტო შანსია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის, დანერგონ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა, გაზარდონ ფინანსური შედეგები და ერთდროულად უპასუხონ როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს, ისე მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს.
Lexden უზრუნველყოფს სრულ საკონსულტაციო სერვისს: დიაგნოსტიკა, კვლევა, სტრატეგიის დიზაინი, იმპლემენტაცია და გრძელვადიანი პარტნიორობა. ეს მოიცავს პროცესებისა და ოპერაციების ოპტიმიზაციას, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას და შესრულების შეფასების ჩარჩოებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია უნიკალური, მსოფლიოში ცნობილი პროგრამები: Mini MBA in CXM და CX World Games.
"მომხმარებლის გამოცდილების მართვა (CXM) გულისხმობს ყველა შეხების წერტილის სტრატეგიულ მართვას ისე, რომ მომხმარებელი თითოეული გადაწყვეტილების ცენტრში იყოს.
Lexden-ის მიდგომა აერთიანებს ლიდერობას, სისტემურ მართვას და ორგანიზაციული კულტურის გარდაქმნას, რათა თითოეული მომხმარებლის გამოცდილება იყოს იდეალური და დასამახსოვრებელი, ხოლო ორგანიზაციამ მომხმარებელზე ორიენტირება მდგრად კონკურენტულ უპირატესობად აქციოს".
სოფო ასევე გვიყვება, რომ Lexden-მა 25-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა CX ტრანსფორმაცია. გუნდის წევრების – Christopher Brooks-ის, Prof. Dr. Phil Klaus-ისა და Michael Brandt-ის – მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება ქმნის მსოფლიო დონის ცოდნასა და უნიკალურ შესაძლებლობას.
"საქართველოში ამ გამოცდილებასთან ერთად ვითვალისწინებთ ადგილობრივ კონტექსტს – მე, როგორც Lexden-ის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი, ვხელმძღვანელებ გუნდთან ერთად ყველა CX ტრანსფორმაციის პროცესს.
ჩემი 15-წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის განვითარებაში უზრუნველყოფს, რომ გლობალური პრაქტიკა ეფექტიანად და რეალისტურად მოერგოს ქართულ გარემოს".
გლობალურად გამოცდილი CX სტანდარტების დანერგვა გაზრდის ქართულ კომპანიათა კონკურენტულ უპირატესობას, მომხმარებლის კმაყოფილებასა და საერთაშორისო აღიარებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის ეკოსისტემის განვითარებას, თანამშრომლობის გაძლიერებასა და მდგრადი შედეგების მიღწევას.
გაიგეთ მეტი: https://lexdengroup.com
გამოგვყევით: https://www.linkedin.com/company/lexdencx