Gabuild Group-მა თბილისში Norde-ის პრემიუმ ავეჯის შოურუმი გახსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Gabuild Group მულტიბრენდული კომპანიაა, რომელიც კარისა და ავეჯის 5 შოურუმს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებებთან ერთად. კომპანია აგრძელებს განვითარების გზას და ახალ ეტაპზე გადადის – "გაბილდი ჯგუფმა" ამჯერად ოფიციალურად წარადგინა პრემიუმ ავეჯის ბრენდი Norde, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ესთეტიკის ახალ ხედვას – დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციურობის სინთეზს. Norde შეიქმნა იმ იდეით, რომ სახლის სივრცე მხოლოდ ავეჯი კი არა, ცხოვრების სტილია. თითოეული ელემენტი აერთიანებს ოსტატობას, ხარისხს და ინოვაციურ დიზაინს, რაც ინტერიერს ანიჭებს ელეგანტურობას, ბუნებრივ ჰარმონიას და ზუსტად ერგება თანამედროვე მომხმარებლის გემოვნებასა და საჭიროებებს.
ბრენდის კონცეფცია შთაგონებულია ევროპული ტენდენციით – ინტეგრირებული შოურუმების მოდელით, სადაც კარი და ავეჯი ერთად არის წარმოდგენილი. ევროპაში ეს მიდგომა სწრაფად ხდება ტრენდული, რადგან მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში დაინახოს სრულად გათვლილი ინტერიერის ჰარმონია – ფერები, ფაქტურები და ფორმები. სწორედ ამ მიდგომით იყო შთაგონებული Gabuild Group, როდესაც გადაწყვიტა პრემიუმ ავეჯის მიმართულების გაერთიანება უკვე არსებულ ეკოსისტემაში, რომელიც მოიცავს გაბილდის შოურუმებსა და Profildoors-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
რაც შეეხება Norde-სთან თანამშრომლობას, ბრენდი სრულ თანხვედრაშია "გაბილდი ჯგუფის" სტანდარტებთან – ავეჯის კოლექციები ხასიათდება ბუნებრივი მასალებით, რბილი ფორმებითა და მინიმალისტური ესთეტიკით.
"გაბილდი ჯგუფმა" Norde-სთან თანამშრომლობა სპეციალური ღონისძიებით აღნიშნა. საბურთალოზე, გამრეკელის 19 ნომერში, Norde-ის ოფიციალური წარმომადგენლობის შოურუმი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე მოეწყო შოურუმის ტური, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დეტალურად გაიცნეს ბრენდის უნიკალური მახასიათებლები. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა გათამაშება: მოწვეულ დიზაინერებს შორის გათამაშდა სტამბოლის სპეციალური საგზური, ხოლო გამარჯვებულ მომხმარებლებს "გაბილდი ჯგუფმა" ინტერიერის აქსესუარები გადასცა.

გახსნის ღონისძიებაზე Entrepreneur-თან საუბრისას Gabuild Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯმუხაძემ, აღნიშნა, რომ Norde სრულად ერგება კომპანიის ფილოსოფიას, რაც გულისხმობს ხარისხს, ესთეტიკასა და კომფორტს ერთ სივრცეში.
"დღეს Gabuild Group-ისთვის ახალი ეტაპი დაიწყო – Norde-ის შოურუმის გახსნა ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან კარის შოურუმებთან ერთად დავიმატეთ პრემიუმ ავეჯის მიმართულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიან ასორტიმენტსა და მომსახურებასთან ერთად, მომხმარებლებს შევთავაზოთ დასამახსოვრებელი გამოცდილება Gabuild Group-ის თითოეულ ბრენდთან ურთიერთობისას", – აღნიშნა მარიამ ჯმუხაძემ.
შოურუმის გახსნას ასევე ესწრებოდა Norde-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ილთურქ ქუვეთლი.
"გვეამაყება Gabuild Group-თან პარტნიორობა და ის ფაქტი, რომ Norde საქართველოს ბაზარზე შემოგვაქვს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ავეჯი, არამედ ცხოვრების სტილი – თანამედროვე, ელეგანტური და ყოველდღიურ კომფორტზე მორგებული. გვჯერა, რომ საქართველოს ბაზარი მზადაა იმ ხარისხისა და დიზაინისთვის, რაც Norde-ს განსაზღვრავს", – განაცხადა ილთურქ ქუვეთლიმ.