FK Development-ისა და Tonino Lamborghini-ს ისტორიული კოლაბორაცია – უნიკალური პროექტი ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა ნებისმიერი ადგილობრივი კომპანიისთვის მეტია, ვიდრე რიგითი ბიზნესკონტრაქტი. ეს ნიშნავს ინოვაციას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და იმ განვითარების იმპულსს, რომელიც მთელ რეგიონს ცვლის. სწორედ ასეთ მნიშვნელობას ატარებს იტალიურ პრემიუმ ბრენდს – Tonino Lamborghini-სა და ქართულ კომპანია FK Development-ს შორის გაფორმებული პარტნიორობაც. ეს თანამშრომლობა ახალი და მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისია ქართული დეველოპმენტის სფეროში.

მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი პირველად და ექსკლუზიურად შემოდის ამიერკავკასიის მასშტაბით. ის რეგიონის ყველაზე მასშტაბურ პროექტში – ბათუმის კუნძულზე, FK Development-ის მიერ შექმნილ უნიკალურ კონცეფციაში ინტეგრირდება. ამ თანამშრომლობის შედეგად, შენობა ოფიციალურად იბრენდება სახელით – Tonino Lamborghini Tower Batumi, რაც აღნიშნავს პრემიუმ არქიტექტურისა და ბრენდის ფილოსოფიის – "Luxury Beyond Time" – ერთიან კონცეფციას შავი ზღვის სანაპიროზე.

Tonino Lamborghini იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ქმნის იტალიური ცხოვრების სტილის, დიზაინისა და ელეგანტურობის გლობალურ გამოცდილებას სხვადასხვა სივრცეში. ბრენდის რეპუტაციამ განსაზღვრა ის, რომ Tonino Lamborghini-ს სახელი ხშირად გამოიყენება საკოლექციო და პრემიუმ კლასის პროდუქტებსა და უძრავ ქონებაში. Tonino Lamborghini ექსკლუზიურობითა და შეზღუდული ხელმისაწვდომობით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ყოველი თანამშრომლობისას პროექტის დეტალები – იქნება ეს ავეჯი, დიზაინი თუ არქიტექტურა – გადის ბრენდის ხარისხის კონტროლს და აკმაყოფილებს მის სტანდარტებს.

FK Development-სა და Tonino Lamborghini-ს შორის თანამშრომლობის ხელმოწერა ბოლონიის ოფიციალურ ვიზიტზე მოხდა, ხოლო ბრენდის სახელი და დეტალები 31 ოქტომბერს, ბათუმში, მასშტაბურ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელსაც თავად ტონინო ლამბორგინი ესწრებოდა.

"ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ბრენდის ფილოსოფიის გლობალურად გადატანა ისეთ პარტნიორებთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს – ხარისხს, ინოვაციასა და სტილს. FK Development-თან კოლაბორაცია და Tonino Lamborghini Tower Batumi სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა – იტალიური ცხოვრების სტილის ახალი თავის დასაწყისი საქართველოში", – განაცხადა ტონინო ლამბორგინიმ.

ბათუმის კუნძულის პროექტის ავტორმა და FK Development-ის დამფუძნებელმა, ფრიდონ ქათამაძემ კი აღნიშნა: "ჩვენთვის უდიდესი პატივია, შევქმნათ პროექტი, რომელიც აერთიანებს ქართულ ხედვასა და იტალიურ ლეგენდარულ ბრენდს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბრენდის დნმ, რომელსაც უდიდესი და უძველესი ისტორია და მემკვიდრეობა აქვს. ეს არის საკოლექციო ტიპის ექსკლუზიური უძრავი ქონება, რომელიც ერთგვარ იდენტობას აყალიბებს".

უკვე ნათელია, რომ Tonino Lamborghini Tower Batumi გახდება Batumi Island-ის სიმბოლო და ის საერთაშორისოდ გამორჩეული არქიტექტურული და დეველოპერული პროექტების რუკაზე მოინიშნება.

თანამშრომლობის დეტალების შესახებ Entrepreneur ესაუბრა FK Development-ის კომერციულ დირექტორს, მაკო ცეცხლაძეს:

"ყველაფერი დაიწყო ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ გადამწყვეტი საქმიანი ვიზიტით. ფრიდონ ქათამაძემ, FK Development-ის დამფუძნებელმა, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს მოინახულა პრემიუმ პროექტების ერთ-ერთი კომპლექსი, რომელიც იტალიური პრემიუმ ბრენდის, Tonino Lamborghini-ს სახელით იყო შექმნილი. პირველი შთაბეჭდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა – არქიტექტურისა და დიზაინის იდეალური ბალანსი, იტალიური სტილის ელეგანტურობა და დეტალებში ასახული ბრენდის ფილოსოფია. ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჩინელ პარტნიორებს დაუყოვნებლივ სთხოვა შეხვედრის ორგანიზება".

ამის შემდეგ დაიწყო საბოლოო პარტნიორობისკენ მიმავალი გრძელი გზა. კომუნიკაცია ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. იყო დეტალური განხილვები ბრენდის სტანდარტების, ხედვისა და ღირებულებების სრული შესაბამისობის შესახებ. საბოლოოდ დაიდო სტრატეგიული და ისტორიული შეთანხმება, რომელმაც FK Development ოფიციალურად აქცია Tonino Lamborghini-ის ექსკლუზიურ პარტნიორად საქართველოში.

როგორც მაკო ცეცხლაძე აღნიშნავს, Tonino Lamborghini-სთან პარტნიორობა ბუნებრივად ეხმიანება FK Development-ის ფილოსოფიას – შეიქმნას სივრცეები, რომლებიც სცდება სტანდარტულ არქიტექტურულ ჩარჩოებს.

"ჩვენთვის დეველოპმენტი მხოლოდ მშენებლობა არ არის – ეს შესაძლებლობაა, აღვბეჭდოთ დრო და სტილი არქიტექტურაში, გავაცოცხლოთ ემოცია და შევქმნათ გარემო, რომელიც დროს გაუძლებს", – ამბობს მაკო ცეცხლაძე.

Tonino Lamborghini-ს სლოგანი "Luxury Beyond Time" ზუსტად გამოხატავს FK Development-ის ხედვას: ფუფუნება არ განისაზღვრება მხოლოდ ფასით ან პრესტიჟით. ეს არის ხარისხი, რომელიც არ ძველდება და მუდამ თანამედროვეობასთან რელევანტური რჩება. ეს არის დეტალები, რომლებიც არ კარგავს მნიშვნელობას. ეს არის ემოცია, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელია. Tonino Lamborghini ქმნის ცხოვრების სტილს, რომელიც თაობებს გადაეცემა.

"ეს პარტნიორობა იდეების სრული თანხვედრაა – Tonino Lamborghini-ს იტალიური მემკვიდრეობა ერწყმის FK Development-ის ქართულ ენერგიას, რაც თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში ერთიანდება. ჩვენი მიზანია, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ადგილი, სადაც პრემიალურობა მხოლოდ დროებითი სტატუსი არ არის, არამედ მუდმივი გამოცდილება – Luxury Beyond Time", – განმარტავს FK Development-ის კომერციული დირექტორი.

FK Development-ის შემთხვევაში, Batumi Island-ის ავტორობა უკვე თავისთავად მეტყველებს ამბიციაზე. ეს ნიშნავს კომპანიის მზადყოფნას, შექმნას მასშტაბური და განსაკუთრებული კონცეფციის პროექტი, რომელიც შეძლებს მსოფლიო დონის ბრენდის – Tonino Lamborghini-ის სტანდარტებს შეესანამებოდეს.

მაკო ცეცხლაძე Entrepreneur-ს უყვება, რომ იტალიურმა მხარემ სწორედ ეს დაინახა FK Development-ში – პარტნიორი, რომელიც აზროვნებს გლობალურად, მაგრამ ქმნის ადგილობრივ გარემოსთან თავსებად პროექტებს და შეუძლია ბრენდის ფილოსოფიის გადმოტანა არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ავთენტურად, კულტურულად და ემოციურად.

მოლაპარაკებების დასაწყისშივე ნათლად გამოჩნდა, რომ FK Development და Tonino Lamborghini იზიარებდნენ საერთო ხედვას. საქმე მხოლოდ ბიზნესინტერესი არ იყო – ეს იყო ღირებულებითი თანხვედრა. ორ ბრენდს აერთიანებს სრულყოფილებისადმი ერთგულება და სურვილი, შექმნან დროისგან დამოუკიდებელი ფასეულობა.

როგორც მაკო ცეცხლაძე ამბობს, პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართა, თითოეული მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. Tonino Lamborghini-სთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან მათი პროექტები მხოლოდ მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ხორციელდება, ხოლო პარტნიორებსა და პროექტებს ყოველთვის შესაბამისი კრიტერიუმებით არჩევენ. პირველივე ეტაპზე ბრენდი მოიხიბლა პროექტის უნიკალური ლოკაციით – ბათუმის ხელოვნური კუნძული რეგიონის ყველაზე მასშტაბური ურბანული ინიციატივაა და ახალი ცხოვრების სტილის სიმბოლო შავი ზღვის სანაპიროზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ჰქონდა FK Development-ის 22-წლიან გამოცდილებას მშენებლობის სფეროში, რაც ადასტურებდა კომპანიის სანდოობას და პროფესიონალიზმს.

Tonino Lamborghini-სთან თანამშრომლობა FK Development-ისთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს პარტნიორობა კომპანიის პროფესიონალიზმისა და სანდოობის საერთაშორისო აღიარებად იქცა.

"ეს პარტნიორობა ნიშნავს არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს. ქვეყანა მასპინძლობს ბრენდს, რომელიც ასოცირდება ექსკლუზიურობასთან, სტილთან, ხარისხსა და მემკვიდრეობასთან. ეს ისტორიული კოლაბორაცია არა მხოლოდ FK Development-ის, არამედ მთლიანად ქვეყნის დეველოპერულ ინდუსტრიას უხსნის კარს საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების სამყაროში", – ამბობს მაკო ცეცხლაძე.

Tonino Lamborghini-ს ესთეტიკა ყოველთვის ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს – სრულყოფილებას დეტალებში. FK Development-ის მიზანი იყო, რომ ეს ხედვა გადაეტანათ არქიტექტურასა და ინტერიერში ისე, რომ შენობა ყოფილიყო არა მხოლოდ ბრენდირებული სივრცე, არამედ Tonino Lamborghini-ს პირდაპირი განსახიერება ქალაქის მასშტაბით.

როგორც მაკო ცეცხლაძე განმარტავს, პროექტის დიზაინი რამდენიმე კრიტერიუმზეა აგებული, რომლებიც Tonino Lamborghini-ს ბრენდის ბირთვს წარმოადგენს: სიზუსტე და სიმეტრია – არქიტექტურული ხაზები მკაფიოა, გამოკვეთილი და სიძლიერის შეგრძნებას ტოვებს; ინოვაცია და ფუნქციურობა – თითოეული ელემენტი არა მხოლოდ ესთეტიკურია, არამედ ტექნოლოგიურად გამართლებული; პრემიუმ მასალები – ყველა დეტალი შეირჩევა ბრენდის სტანდარტების შესაბამისად, იტალიური ხარისხისა და მდგრადობის პრინციპებით; ფერების და შუქის დინამიკა – სივრცეებში იგრძნობა მოძრაობა, ისევე როგორც ბრენდის სხვა ლეგენდარულ ქმნილებებში.

"FK Development-ის არქიტექტურული და დიზაინ-გუნდი მუშაობს პირდაპირი კოორდინაციით Tonino Lamborghini Group-ის დიზაინის დეპარტამენტთან, რომელიც ამტკიცებს თითოეულ დეტალს – ინტერიერის ფერთა პალიტრიდან დაწყებული, ავეჯის ფორმამდე და გამოყენებულ ტექსტურებამდე. ჩვენთვის ეს პროცესი არის ერთგვარი კრეატიული დიალოგი ორ კულტურას შორის", – ამბობს მაკო ცეცხლაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Tonino Lamborghini Tower Batumi წარმოადგენს კოლექციურ უძრავ ქონებას, რომელიც უნიკალური სტატუსით გამოირჩევა. უნიკალურობა გამომდინარეობს სამი მიმართულებიდან: ბრენდი – Tonino Lamborghini პირველად შემოდის რეგიონში, რაც პროექტს აძლევს საკოლექციო სტატუსს. არქიტექტურა – შენობის ფორმა, მასალები და დიზაინი ეფუძნება ინოვაციასა და ფუნქციურ ესთეტიკას, რომელიც ყურადღებას იპყრობს თითოეულ დეტალში. ემოცია – ყველაფერი შექმნილია ისე, რომ მფლობელმა იგრძნოს არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ ყოველდღიური გამოცდილება, რომელიც ახსენებს ბრენდის ფილოსოფიას – "Luxury Beyond Time".

როგორც მაკო ცეცხლაძე აღნიშნავს, ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, Tonino Lamborghini Tower Batumi არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც უძრავი ქონება. ეს არის საკოლექციო სიმბოლო, რომელიც მთლიანად ცვლის წარმოდგენას პრემიუმ კლასის პროექტებზე რეგიონში.

რამდენადაც Tonino Lamborghini Tower Batumi არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსოფლიო დონის პრემიუმ ბრენდი შემოდის უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ავტომატურად ზრდის როგორც პროექტის, ისე ლოკაციის საინვესტიციო სტატუსს. Tonino Lamborghini-ს სახელით დაბრენდილი უძრავი ქონება თავისთავად წარმოადგენს საკოლექციო აქტივს, რომლის ღირებულება განისაზღვრება იშვიათობითა და საერთაშორისო აღიარებით.

პროექტის უნიკალურობა რამდენიმე მიმართულებით გამოიხატება: ბრენდის ძალა – Tonino Lamborghini ფუფუნებისა და დიზაინის სრულყოფილების გლობალური სინონიმია, რაც ავტომატურად ზრდის აქტივის საბაზრო ფასს და საინვესტიციო ინტერესს; ლოკაცია – ბათუმის ხელოვნური კუნძული რეგიონის ყველაზე ამბიციურ ურბანულ სივრცედ იქცა, რაც პროექტს ანიჭებს გეოგრაფიულ ექსკლუზიურობას; დივიდენდური პოტენციალი – Tonino Lamborghini Tower Batumi-ის აპარტამენტებს აქვთ როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო დანიშნულება, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს;
საერთაშორისო იმიჯი – Tonino Lamborghini-ს ბრენდის არსებობა ქვეყნის უძრავ ბაზარზე ქმნის სრულიად ახალ კატეგორიას. ეს არის ბრენდირებული უძრავი ქონება, რაც ზრდის უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას.

"Tonino Lamborghini Tower Batumi გვაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვავითაროთ საერთაშორისო დონის პროექტი, არამედ შევცვალოთ აღქმა იმისა, რას ნიშნავს ქართული დეველოპმენტი გლობალურ სცენაზე. ეს გამოცდილება FK Development-ს აძლევს შესაძლებლობას, გავზარდოთ პროექტები არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ შინაარსითაც. პარტნიორობა არა მხოლოდ შედეგია, არამედ მიმართულება – განვითარება, უკეთესი სტანდარტების შექმნა და ჩვენი კვალის დატოვება, რომელიც მომავალზე აისახება", – ამბობს მაკო ცეცხლაძე.