ექსკლუზიური კოლაბორაცია, ექსკლუზიური შეთავაზება - Bang & Olufsen და King's Garden-ის ყოველდღიური ესთეტიკის უნაკლო სინთეზი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Bang & Olufsen და King's Garden ერთიანდებიან ახალი საცხოვრებელი გამოცდილების შესაქმნელად, რომელიც სცდება ყოველდღიური კომფორტის სტანდარტებს, სადაც არქიტექტურა დიზაინის განუყოფელი ნაწილია და ხმა, ემოციების მთავარი მამოძრავებელი.
ორივე ბრენდი იზიარებს ფილოსოფიას, რომელიც დახვეწილობის, ხარისხის და სტილის მიმართ ერთგულებაში გამოიხატება. King's Garden მდებარეობს თბილისის ისტორიულ გულში, ბოტანიკურ ბაღთან, საიდანაც იშლება პანორამული ხედები ნარიყალასა და ძველ თბილისზე. King's Garden-ის თანამედროვე არქიტექტურა და ელეგანტური საცხოვრებელი სივრცეები სრულად ერგება Bang & Olufsen-ის ხელნაკეთ ტექნოლოგიას და უკომპრომისო ჟღერადობას.
ხელოვნება დეტალებში
King's Garden-ის რეზიდენციები უბადლოდ გარდაქმნიან არქიტექტურულ ესთეტიკას, Bang & Olufsen-ის აუდიო მოწყობილობები კი ტექნოლოგიას დიზაინის და შეგრძნების ნაწარმოებად აქცევენ. ამ პარტნიორობით იქმნება სივრცე, სადაც ყოველი ბგერა სახლის ხასიათის შემუშავებაზე ზრუნავს.
სპეციალურად King's Garden-ის მაცხოვრებლებისთვის
პარტნიორობის ფარგლებში, რეზიდენციის მფლობელებს ექნებათ წვდომა ექსკლუზიურ შეთავაზებებზე:
- 10% დანაზოგი Bang & Olufsen-ის სრულ პროდუქციაზე
- "Try at Home" მომსახურება: გამოსცადე ჟღერადობა შეძენამდე
- 15% ფასდაკლება სახლის კინოთეატრებზე ან დინამიკების წყვილებზე — ჟღერადობისთვის, რომელიც სივრცეს ხელოვნების ნიმუშად აქცევს
Bang & Olufsen-ის მომხმარებლებისთვის - ცხოვრების ახალი განზომილება
Bang & Olufsen-ის ერთგული მომხმარებლებისთვის პარტნიორობა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შეთავაზებას - 10%-იანი ფასდაკლება King's Garden-ის რეზიდენციებზე, სრული წინასწარი გადახდის შემთხვევაში.
საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე ხედვა
ორივე ბრენდი სრულყოფილების, ინოვაციისა და ესთეტიკის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს.
Bang & Olufsen და King's Garden ერთად ქმნიან დახვეწილი ცხოვრების ეკოსისტემას — სივრცეს, სადაც ჟღერადობა და გარემო ერთმანეთს ერწყმის. ექსკლუზიური, ელეგანტური და უზადოდ მარტივი.
გაიგე მეტი ლინკზე.