Cyberdrone-მა თბილისი აუთლეტ ვილიჯის გახსნისთვის უნიკალური სანახაობა შექმნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
25 და 26 სექტემბერს, თბილისის ცაზე 500 დრონით შექმნილი შთამბეჭდავი წარმოდგენა გაიმართა, რომელიც შოპინგის ახალ ისტორიას გვიყვება.
25 სექტემბერს, პირველად გაეშვა თბილისის ცაზე Cyberdrone-ის შოუ - გლობალური ლიდერის მიერ შექმნილი უნიკალური სანახაობა თბილისის ცენტრში, სადაც რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯის გახსნის თარიღიც დაანონსდა. ხოლო, 26 სექტემბერს დრონების მასშტაბური პერფორმანსი უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯის ტერიტორიაზე გახსნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
თითოეული შოუ 500 სინქრონიზებული დრონის დახმარებით ცაში დინამიკურ ფიგურებსა და წარწერებს ქმნიდა. სპეციალურად თბილისი აუთლეტ ვილიჯისთვის შექმნილი ანიმაციები შოპინგის კულტურასა და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილს გამოხატავდა.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი არის პირველი პრემიუმ აუთლეტ ვილიჯი საქართველოში და რეგიონში, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ბრენდებს, გასტრონომიულ სივრცეებსა და ქართული კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებულ უნიკალურ არქიტექტურას. მისი გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს მოდის ინდუსტრიაში და ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის და ასევე მის ფარგლებს გარეთ ვიზიტორებისთვისაც.

Cyberdrone არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ფლობს უახლესი თაობის დრონების ფლოტს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც აერთიანებენ ფეირვერკისა და სინათლის ეფექტებს. საერთაშორისო პროფესიონალთა გუნდის დახმარებით კი კომპანია უზრუნველყოფს, რომ თითოეული წარმოდგენა იყოს ტექნიკურად გამართული და ამავდროულად შთამბეჭდავი.
Cyberdrone-ის მიერ წარმოდგენილი შოუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უახლესი ტექნოლოგიების, ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციური მიდგომების სინთეზი ქმნის არა მხოლოდ გასართობ სანახაობას, არამედ ძლიერ მარკეტინგულ ინსტრუმენტს კომპანიებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. დრონების შოუ თანამედროვე კომუნიკაციის ძლიერ ინსტრუმენტად გადაიქცა, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის.
განსაკუთრებული მადლობა GCAA - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომლის მხარდაჭერითაც თბილისში პირველად მოეწყო მასშტაბური დრონების შოუ.
თბილისი აუთლეტ ვილიჯის გახსნისთვის ცაზე 500 დრონით შექმნილი უნიკალური და შთამბეჭდავი სანახაობა გაიმართა.