BTU-სა და Inner-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც Inner-სა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. შეთანხმების ფარგლებში იგეგმება ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ტრენინგები და სხვა აქტივობები — რომელთა მიზანი ფსიქოლოგიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იქნება.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თემატურ სესიას, სადაც მოწვეულმა სპიკერმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა თათული გიგიტაშვილმა, ისაუბრა ციფრული ფსიქოლოგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიდგომებზე - როგორ იყენებენ კომპანიები და ორგანიზაციები MindTech ინსტრუმენტებს ემოციური კეთილდღეობის, სტრესის მართვისა და სამუშაო გარემოში ფსიქოლოგიური მდგრადობის გასაძლიერებლად. ღონისძიებას დაესწრნენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

Inner არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული ჰაბი, რომელიც ემსახურება თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას მენტალური კეთილდღეობის გასაძლიერებლად.

BTU აგრძელებს პარტნიორების ქსელის გაფართოებას და ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებას, რაც სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას აძლევს.