BDO საქართველოს 25 წელი: სტანდარტად ქცეული პარტნიორობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წელს, BDO საქართველო 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ყვება ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ იქცა იდეა სტრატეგიად, სტრატეგია - ზრდად, ხოლო ზრდა - მომსახურების სტანდარტად. კომპანიას განვითარების თითოეულ ეტაპზე გამოარჩევს ადამიანური კაპიტალი, საქმიანობის მასშტაბი და შესრულების დისციპლინა. მაჩვენებლები მკაფიო სურათს ხატავს, დღეს BDO ჯგუფი აერთიანებს 6 000-ზე მეტ დამკვეთ კომპანიას, 250-ზე მეტ თანამშრომელს და 11 პარტნიორს.
გზის დასაწყისი და ხედვის ფორმირება
BDO საქართველოს ისტორია 25 წლის წინ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის შექმნის გადაწყვეტილებით იწყება. ხედვით, რომ ადგილობრივ ბიზნესს გვერდით დაუდგეს გუნდი, რომელსაც შეუძლია რთული ამოცანების ბოლომდე მიყვანა და სანდო, მყარი პარტნიორობა. ამ ამბის დნმ-ში თავიდანვე იყო ორი პრინციპი: საკუთარი და საერთაშორისო გამოცდილებით სწავლა-განვითარება და მუდმივი მზადყოფნა სიახლისთვის.
BDO-ს ბრენდი საქართველოში დღესაც ამ ღირებულებებით ოპერირებს: პროფესიონალიზმი, მოქნილობა, ინოვაციურობა და დამკვეთზე მკაფიო ორიენტაცია, მომსახურების ისეთი ხარისხით, რომელიც რთულ გამოწვევებს ზუსტი გადაწყვეტილებებით უმკლავდება.
გარდამტეხი ეტაპები: გლობალური ქსელი, ხარისხი და დივერსიფიკაცია
BDO-ს გზაზე რამდენიმე ეტაპი განსაკუთრებით აღსანიშნავია. 2008 წელს ბაზრის მოთხოვნამ ნათლად აჩვენა, რომ ბიზნეს სჭირდებოდა სრულფასოვანი სამართლებრივი მხარდაჭერა, საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა. შედეგად, ამას მოჰყვა ახალი ბრენდის, BDO Legal-ის დაფუძნება 2008 წელს.
2009 წელს კომპანია BDO-ს გლობალური ქსელის წევრი გახდა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც ადგილობრივ პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტები ორგანულად ინტეგრირებულად აქცია და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზარდა.
2016 წლიდან ცოდნის ტრანსფერი და პროფესიული განვითარება სისტემურად გაძლიერდა BDO Academy-ის გამოჩენით. ხოლო, 2020 წლიდან BDO-მ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია საკუთარ ძლიერ მხარედ აქცია და შექმნა ახალი ბრენდი - BDO Digital. ასე იქცა ინოვაცია, კიბერუსაფრთხოება და ოპერაციული ეფექტიანობა კომპანიის ისტორიის ბუნებრივ ნაწილად.
ხარისხის მკაცრმა მართვამ და შიდა სტანდარტების უწყვეტმა მონიტორინგმა მომსახურებას "პირველი ხარისხის" ნიშნული მიანიჭა. პრინციპი, რომელიც დღემდე აყალიბებს მიწოდების სტილს და შედეგზე ორიენტაციას.
ლიდერობა რიცხვებითა და შედეგებით
ბაზრის ლიდერობა BDO საქართველოსთვის სტატუსზე მეტია, ეს არის სისტემური სამუშაოსა და გრძელვადიანი სტრატეგიის შედეგი. სტაბილური აღმასვლის ტრაექტორია ასე გამოიყურება: BDO 2004 წლიდან მე-6 ადგილზე იყო წარმოდგენილი, 2008 წლიდან სტაბილურად მე-3 და მე-4 პოზიციებზე, 2016 წლიდან ტოპ პოზიციებს იკავებდა აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების რეიტინგში, ხოლო 2023 და 2024 წელს ინდუსტრიაში მთლიანი შემოსავლების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, რაც მკაფიო ინდიკატორია იმისა, რომ ძალისხმევა და გუნდურობა ყოველთვის ქმნის შედეგს.
ადამიანები, როგორც კულტურა
BDO-ს ისტორიას ადამიანები ქმნიან, რომლებიც აყალიბებენ საქმის კეთების კულტურას, რომლის მიხედვითაც "ხარისხი" პრაქტიკაში "პროფესიონალიზმად" უნდა გადაითარგმნოს. სწორედ ამიტომ, ტალანტების მიზანმიმართული მოზიდვა და შენარჩუნება კომპანიის ყოველდღიური ინვესტიციაა. ეს ლოგიკა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვისაც მიმზიდველია: სტაჟირებისა და ვაკანსიების მიმართ მზარდი ინტერესი ამას სტაბილურად ადასტურებს.
სად არის BDO საქართველო დღეს
დღეს BDO საქართველო მრავალპროფილური კომპანიაა, რომელშიც აუდიტი, საგადასახადო კონსულტაცია, იურიდიული მხარდაჭერა, ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, ბიზნეს კონსულტაციები და აკადემია ერთიან ეკოსისტემად მუშაობს. ამ ეკოსისტემის მიზანი მარტივია: კლიენტების ზრდისა და ინოვაციის დაჩქარება, რისკების მართვის გაუმჯობესება და პროგნოზირებადი შედეგების უზრუნველყოფა.
ამ მიზანს ემსახურება მასშტაბიც: 6 000+ დამკვეთი კომპანია, 250+ პროფესიონალი და 11 პარტნიორი.
25 წელი მხოლოდ დასაწყისია
BDO-ს 25 წელი საქართველოში არის გამოცდილების, მიზანსწრაფულობის, ინოვაციის და ადამიანური ძალის შთამაგონებელი ამბავი. ისტორია, რომელშიც ადგილობრივ საჭიროებებს გლობალური სტანდარტი ერწყმის, ტექნოლოგია - ბიზნესის რეალურ მიზნებს, ხოლო პარტნიორობა - შედეგზე ორიენტირებულ შესრულებას. რაც მთავარია, ეს არის ადამიანების ამბავი, რომლებიც დღესაც იმავე ენთუზიაზმით აგრძელებენ გზას, როგორც პირველ დღეს, რათა შექმნან კიდევ უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და ინოვაციური მომავალი.