არქი ბიზნეს პარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს "გრანდ ავენიუს" ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის ცნობილ სპორტსმენ გიორგი მამარდაშვილს, კომპანიაში წილი 1 ლარად გადაეცათ და მათ ინვესტიციის ვალდებულება არ აქვთ, რაც არ შეესაბამება რეალობას.

სიმბოლურად, 1 ლარად დარეგისტრირებული წილი არ წარმოადგენს ინვესტიციის მოცულობას. ეს არის მიღებული სამართლებრივი ფორმა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას გამოიყენება და რომლის მიხედვითაც ყველა პარტნიორს წილი ერთნაირი პირობით აქვს მიღებული, მათ შორის თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას კომპანიას, მენი ბენიშს, ილია წულაიას და სხვა მეწილეებს.

ამასთან, თითოეულ პარტნიორს აქვს აღებული ვალდებულება, რომ პროექტში განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია საკუთარი წილის პროპორციულად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს რომელიმე პარტნიორის სრული ინვესტიცია მხოლოდ "1 ლარია", წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას, რასაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"გრანდ ავენიუს" პროექტში ცნობილი სპორტსმენებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ნდობას "არქის" მიმართ და მზადყოფნას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ." - აღნიშნულია არქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.