Aqualine-სა და WPC Dinamo Tbilisi-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა "ერთად მოძრაობა – წყლის ძალით, საერთო მიზნისკენ"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Aqualine-სა და WPC Dinamo Tbilisi-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 6 ოქტომბერს გაფორმდა და გულისხმობს ერთობლივ საქმიანობას, რომელიც მიმართულია სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და წყლის მნიშვნელობის პოპულარიზაციისკენ.
თანამშრომლობის იდეა გაჩნდა Aqualine-ის ახალი მარკეტინგული ხედვის ფარგლებში. იგი ეყრდნობა კონცეფციას: "წყლის ხელოვნება, რომელიც ცხოვრებას სრულყოფილს ხდის".
Aqualine-სა და WPC Dinamo Tbilisi-ს წყლის საერთო ენერგია აერთიანებს. ერთი მხარე ყოველდღიური ცხოვრებისთვის წყლის სისუფთავეს უზრუნველყოფს, მეორე კი ამ სუფთა ელემენტში გუნდურობასა და ფიზიკურ გამძლეობას ავითარებს და გამარჯვებისთვის იბრძვის.
"ჰარმონია წყალში – გამარჯვება ცხოვრებაში".
სწორედ ამ მსგავსებამ განაპირობა იდეა, რომელიც მარკეტინგული განახლების პროცესში თანამშრომლობაში გადაიზარდა. პარტნიორობა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ წყალი სიცოცხლისა და განვითარების საერთო საფუძველია როგორც სპორტში, ასევე ტექნოლოგიაში.
Aqualine-ის როლი ამ პარტნიორობაში მოიცავს როგორც ტექნიკურ მხარდაჭერას, ისე ცნობიერების ამაღლებას წყალთან მიმართებაში.
"მემორანდუმის ფარგლებში Aqualine მხარს უჭერს WPC Dinamo Tbilisi-ს წყალბურთის გუნდს. ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ სპონსორული შეთანხმება, არამედ პარტნიორობა, რომელიც საერთო იდეაზეა დაფუძნებული. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს ორ სფეროს, რომელთა საერთო საფუძველი წყალია", – ვახტანგ მესხი, Aqualine-ის დამფუძნებელი.
Aqualine უკვე წლებია, ბაზარს წყლის ტექნოლოგიების მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს – დაწყებული საცურაო აუზებისა და სპა-სივრცეების პროექტირებითა და მშენებლობით, დამთავრებული წყლის ფილტრაციისა და სასმელი წყლის სისტემების მიწოდებით. კომპანიის მიზანია, შექმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა, უსაფრთხო და ხარისხიან წყალს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიული ობიექტებისთვის.
ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მსგავსი ერთობლივი ინიციატივები აძლიერებს არა მხოლოდ ეკოსისტემას, სპორტს, ბიზნესსა და გარემოს, არამედ პასუხისმგებლობის კულტურასაც.
"ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივის საშუალებით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება წყალბურთით, გაიზრდება ახალგაზრდული გუნდების ხელშეწყობა და შეიქმნება პირობები, რათა ქართული წყალბურთი საერთაშორისო დონეზე უფრო მეტად განვითარდეს".