ახალი გადახდის პირობა ლისი ტრიოში – იქ სადაც კომფორტი ყველაფერშია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული სამშენებლო კომპანია ლისი ტრიო, მომხმარებლებს ახალ გადახდის პირობებს სთავაზობს.
Trio Group-ის გუნდის განცხადებით, ეს მოდელი მნიშვნელოვნად ამარტივებს ბინის შეძენის პროცესს, ზრდის ხელმისაწვდომობას და ქმნის მოქნილ პირობებს მათთვის, ვინც ხარისხზე და საიმედო ინვესტიციაზე აკეთებს არჩევანს.
ამ სიახლესთან დაკავშირებით Entrepreneur კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარიამ აფაქიძეს ესაუბრა.
ლისი ტრიო გადახდის ახალ პირობებზე გადადის - რას ცვლის ეს მოდელი სამომავლოდ მომხმარებლებისთვის?
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ გადავედით გადახდის ახალ, მაქსიმალურად კომფორტულ მოდელზე - 10/10/80. ეს სისტემა შექმნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს უკვე მზად არის შეიძინოს ბინა, თუმცა არ სურს დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება პირველ ეტაპზე.
აღნიშნული მოდელი საკმაოდ მარტივია:
- ბინის ღირებულების 10% იფარება პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებისას;
- მომდევნო 10% ნაწილდება მშენებლობის დასრულებამდე - ანუ 17 თვის განმავლობაში;
- დარჩენილი 80% კი შესაძლებელია გადაიხადოს მშენებლობის დასრულების შემდეგ.
გარდა გადახდის ახალი მოდელისა, განსაკუთრებული პირობებია Solo მომხმარებლებისთვისაც - რით არის გამორჩეული ეს შეთავაზება?
ლისი ტრიოში განსაკუთრებული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ Solo მომხმარებლებს - სპეციალურად მათთვის შევქმენით ექსკლუზიური შეთავაზება, რომელიც მოიცავს ბინის ღირებულებაზე 10%-მდე ფასდაკლებას.
შეთავაზება შეზღუდული დროით მოქმედებს და კიდევ უფრო ამარტივებს პრემიუმ ხარისხის ბინის შეძენას მათთვის, ვინც კომფორტსა და სტილს ერთ სივრცეში ეძებს.
როგორია პროექტის მშენებლობის პროგრესი და Trio Group-ის სამომავლო გეგმები?
ლისი ტრიოის სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დაგეგმილი ვადების შესაბამისად და უკვე მასშტაბურად გამოიყურება. ამ ეტაპისთვის, A და B ბლოკებში, მეცამეტე სართულის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო C ბლოკში დასრულდა საოფისე და კომერციული ფართების მოწყობა.
ასევე პარალელურად მინდინარეობს ბინებს შორის გამყოფი ტიხრების სამუშაოები. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პროექტის მშენებლობისას გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამშენებლო მასალები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის პრემიალურობას.
მშენებლობის დასრულება იგეგმება 2026 წლის ზაფხულში, რის შემდეგაც მფლობელებს უკვე შეეძლებათ სარემონტო სამუშაოების დაწყება და მათი ახალი, უნიკალური საცხოვრებელი სივრცის ფორმირება.
გეგმავს თუ არა კომპანია ახალ პროექტებს?
Trio Group აქტიურად აგრძელებს განვითარებას და ამჟამად ერთდროულად ახორციელებს სამ სამშენებლო პროექტს:
- ლისი ტრიო - ლისის ტბის მიმდებარედ;
- Trio Infinity - ასევე ლისის ტბის უბანში, პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ქალაქის ხედითა და აუზით;
- Trio დიღომი - დიღომში, 8 ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე, სადაც იგეგმება მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობა დახვეწილი ინფრასტრუქტურით.
Trio Group კვლავ რჩება იმ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც ხარისხით, საიმედოობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა.
ლისი ტრიო – პრემიუმ ხარისხი და უნიკალური ლოკაცია
ლისი ტრიო წარმოადგენს ლისის ტბიდან მხოლოდ 3 წუთის სავალზე მდებარე პირველ პრემიუმ ხარისხის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ამ ტერიტორიაზე.
პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ და საერთო დანიშნულების სივრცეებს - პადელის მოედანს, საცურაო აუზს, ფიტნეს დარბაზს, სპა ცენტრს, სასტურო ტიპის ლობის, საერთო სამუშაო ზონას, საბავშვო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

ამგვარად, ლისი ტრიო სრულად პასუხობს თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტებს, აძლევს მობინადრეებს კომფორტს, მოქნილობასა და მრავალფეროვან შესაძლებლობებს ერთ სივრცეში.
Trio Group-ის მიზანია შექმნას გარემო, სადაც ინფრასტრუქტურა, კომფორტი, მაღალი ხარისხი და ეკოლოგიური ბალანსი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის - საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ სტანდარტებს.